asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები

2012-01-15 20:49:58



გოგრის ბურთულები

მასალა:

გოგრა – 1 კგ

რძე – 500 მლ

კვერცხი – 2 ცალი

საფანელი – 150 გ

კარაქი – 100 გ

ფქვილი – 50 გ

აჯიკა – 100 გ

გოგრის თესლი (გარჩეული) – 2 ს.კ.

მარილი, პილპილი – გემოვნებით

სოუსისათვის:

წითელი ბულგარული წიწაკა – 3 ცალი

კარაქი – 30 გ

დაფქული წითელი წიწაკა – 1 ჩ.კ.

ბოსტნეულის ბულიონი – 1 ჭიქა

შვრია – 40 გ

ხაჭო – 2 ს.კ.

ნაღები – 125 გ

მომზადება: ჯერ სოუსი მოამზადეთ, ამისათვის 2 ბულგარული წიწაკა კუბიკებად დაჭერით და კარაქში მოშუშეთ. დაუმატეთ წითელი დაფქული წიწაკა, ბულიონი და 20 წუთი შუშეთ. შემდეგ გააციეთ, გადაიტანეთ ბლენდერში, დაუმატეთ შვრია, ხაჭო და ერთგვაროვან მასამდე ათქვიფეთ.

დარჩენილი ბულგარული წიწაკა კუბიკებად დაჭერით, ჩაუმატეთ ბლენდერში არსებულ მასას, ჩაასხით ათქვეფილი ნაღები და აურიეთ.

გოგრის ბურთულების მოსამზადებლად გოგრის რბილობიდან 2 სმ–იანი ბურთულები გამოჭერით და მარილწყალში მოხარშეთ. შემდეგ გადაიტანეთ ადუღებულ რძეში და შეაზავეთ მარილით. მზა ბურთულები ცხაურზე ამოიღეთ და გააცივეთ. ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ საფანელში. დააწყვეთ თუნუქის ფირფიტაზე, თითოეულს კარაქის პატარა ნაჭერი დაადეთ, გადაუსვით აჯიკა და წინასწარ 240 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ. მზა ბურთულები ფართო ლანგარზე გადაიტანეთ, მოასხით სოუსი და მოაყარეთ მოხალული გოგრის თესლი.



ღორის თავ–ფეხის

საცივი – ხოლოდეცი

მასალა:

ღორის თავ–ფეხი – 4 კგ

ხახვი – 4–5 თავი

სტაფილო – 3–4 ცალი

დაფნის ფოთოლი – 3–4 ცალი

ნიორი – 1 კბილი

ჟელატინი – 50 გ

მარილი, პილპილი – გემოვნებით

მომზადება: ღორის თავ–ფეხი გაასუფთავეთ და გარეცხეთ. ფეხები შუაზე გაჭერით, თავი კი ოთხად. ჩადეთ ქვაბში, დაასხით ბევრი წყალი და დადგით მოსახარშად. რომ წამოდუღდება ჩაუმატეთ შუაზე გაჭრილი ხახვი, კუბიკებად დაჭრილი სტაფილო, დაფნის ფოთოლი და პილპილი. როდესაც ხორცი ისე მოიხარშება, რომ თავისუფლად მოშორდება ძვლებს, ქურიდან გადმოდგით, ამოიღეთ ნახარშიდან, შეაგრილეთ, ხორცი ძვლებს მოაშორეთ და წვრილად დაჭერით. გადაიტანეთ ცალკე ქვაბში, დაასხით თავისივე ნახარში ისე, რომ ფარავდეს, დადგით ცეცხლზე და, რომ წამოდუღდება, შეაზავეთ მარილით და დანაყილი ნივრით. ჩაუმატეთ მოხარშული სტაფილოები, ცალკე ცივ წყალში გახსნილი ჟელატინი, წამოადუღეთ, გადაასხით ფორმაში და დადგით, რომ შესქელდეს.

სუფრაზე მიტანის წინ ფორმიდან ამოიღეთ, დაჭერით და მდოგვთან ერთად მიირთვით.



თეთრი სოკო ყველით

მასალა:

თეთრი სოკო – 8–10 ცალი

ყველი – 100 გ

ხახვი – 1 თავი

სტაფილო – 1 ცალი

ზეთი, კამა, მარილი, პილპილი – გემოვნებით

მომზადება: სოკო გაასუფთავეთ და კუბიკებად დაჭერით. ხახვი აკეპეთ და ზეთში მოშუშეთ, ჩაუმატეთ სოკო და 3–5 წუთი შუშეთ. დაუმატეთ ასანთის ღერებივით დაჭრილი სტაფილო, 1/2 ჭიქა წყალი და გახეხილი ყველი. დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე 30 წუთი შუშეთ. ბოლოს შეაზავეთ მარილით, პილპილით, მოაყარეთ აკეპილი კამა და სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.



ბატი კომბოსტოთი

მასალა:

ბატი – 1 ცალი

კომბოსტო – 1კგ

ერბო – 2 ჩ.კ.

მარილი – გემოვნებით

მომზადება: ბატი გატრუსეთ, გამოშიგნეთ, გარეცხეთ, მოაყარეთ მარილი და დადეთ ტაფაზე. გვერდზე შემოუწყვეთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო. კომბოსტოზე მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ბატის გულ–ღვიძლი და თავისივე ქონის ნაჭრები. შედგით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. თუ ბატი მსუქანია, ერბო არ სჭირდება, თუ არა, დავუმატოთ ერბო. პერიოდულად ბატს წყალი ასხით. როცა წვენს გამოუშვებს, წყლის ნაცვლად ეს წვენი ასხით. როდესაც ბატი კარგად შეიწვება, დაჭერით, დააწყვეთ ლანგრის ერთ მხარეს, მეორე მხარეს შემოუწყვეთ მოშუშული კომბოსტო. დამატებითი გარნირის სახით შეიძლება სუფრაზე მჟავე კიტრი მიიტანოთ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online