asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რაზე მეტყველებს ამა თუ იმ გემოს სიყვარული
რაზე მეტყველებს ამა თუ იმ გემოს სიყვარული
რაზე მეტყველებს ამა თუ იმ გემოს სიყვარული

2012-01-12 18:55:53



როგორც გაირკვა, ჩვენი სიყვარული სხვადასხვა გემოს მიმართ არამხოლოდ კონკრეტულ ოჯახში მიღებულ ჩვევებსა და ტრადიციებზე, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც მიუთითებს.

ტკბილი

ტკბილის სიყვარული შეიძლება ნერვულ და გონებრივ გადაძაბვაზე მიგვანიშნებდეს. გლუკოზა აქტიურად მონაწილეობს სტრესის ჰორმონის – ადრენალინის გამომუშავებაში და ტვინისთვის ენერგიის ძირითად მიმწოდებლად ითვლება. სტრესის დროს შაქარი უფრო სწრაფად იხარჯება და ორგანიზმი ახალ ულუფებს სულ უფრო ხშირად ითხოვს. ასეთ სიტუაციებში თავის ტკბილეულით გამასპინძლება ცოდვად არ ითვლება. ამისთვის ყველაზე მეტად გამოდგება მწარე შოკოლადი ან პასტილა. ხოლო ნამცხვრების გამოყენებისგან უმჯობესია, თავი შეიკავოთ – მათში ბევრი მძიმე ნახშირწყალია.

ასევე შესაძლებელია, ტკბილის მიმართ აკვიატებული სიყვარული განვითარებადი შაქრიანი დიაბეტის ნიშანი იყოს. ფხიზლად იყავით, თუ ეს დიდი ხანია ხდება, ამავდროულად წყურვილი გაწუხებთ, მადა მნიშვნელოვნად მომატებულია და დღე–ღამის განმავლობაში ბევრ შარდს გამოყოფთ. ყოველი შემთხვევისთვის, სისხლში შაქრის დონე შეამოწმეთ და ენდოკრინოლოგს მიმართეთ.

ცხარე

წიწაკას კერძებში ბლომად უმატებთ? ეს ნიშნავს, რომ "ზარმაცი კუჭი" გაქვთ. ის საკვებს ნელა ამუშავებს, ამიტომ სტიმული ესაჭიროება. ცხარე სანელებლები კი საჭმლის მონელებას ასტიმულირებს. კუჭის მდგომარეობის შემოწმება გასტროსკოპიის დახმარებით შეიძლება. ცხარის მიმართ მოთხოვნილება ასევე ლიპიდური ცვლის დარღვევის შემთხვევაშიც ჩნდება.

ცხარე საჭმელი ცხიმების, მათ რიცხვში, ცუდი ქოლესტერინის გამოდენას ეხმარება, აგრეთვე სისხლძარღვებს ასუფთავებს, მაგრამ ამავდროულად კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს. ამიტომ ცხარე სანელებლებით ბოროტად ნუ ისარგებლებთ.

მარილიანი

თუ საკვები ყოველთვის ნაკლებმარილიანი გეჩვენებათ, ეს შეიძლება ანთებითი პროცესის (ხშირად შარდსასქესო სისტემის: ცისტიტი, პროსტატიტი), ასევე იმუნიტეტის დაქვეითების ნიშანი იყოს.

უმარილო

ასეთი საჭმლის მოთხოვნილება ხშირად აღმოცენდება გასტრიტის ან კუჭის წყლულის, ყაბზობის, ასევე ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს. უმარილო საკვები კუჭს ამშვიდებს, სპაზმურ ტკივილს ამცირებს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, თუ ყოველგვარი საჭმელი უმარილო, უგემური გეჩვენებათ, ამავდროულად ცუდი განწყობაც გაქვთ და ძალის გამოლევას გრძნობთ, საუბარია დეპრესიაზე, რომელსაც თან ახლავს გემოს აღქმის დარღვევა. თავის ტვინის სხვადასხვა დაავადებების დროს, როდესაც გემოს რეცეპტორების აღქმა დაქვეითებულია (სიმსივნე, ინსულტის შედეგი და ა.შ.), გემოს შეგრძნების დარღვევა მაშინაც აღინიშნება.

მჟავე

მჟავის სიყვარული ხშირად კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის შედეგია. მჟავე გემო მადას აღვიძებს.

მწარე

მწარის მოთხოვნა საჭმლის მომნელებელი სისტემის შლაკებით ავსების ან ბოლომდე არანამკურნალევი დაავადების ნიშანია და ორგანიზმი ინტოქსიკაციის მდგომარეობაშია. საჭიროა განტვირთვის დღეების მოწყობა და გამწმენდი პროცედურების ჩატარება.

მწკლარტე

მწკლარტე საკვების სიყვარული იმას მოწმობს, რომ ორგანიზმის დამცავი ძალები სუსტდება. მწკლარტე საჭმელი სისხლს ასქელებს, რაც საშიშია ადამიანებისთვის, რომლებსაც სისხლის მომატებული შედედება (ვარიკოზული დაავადების, ჰიპერტონიის, გულის ზოგიერთი დაავადების დროს) აღენიშნებათ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online