| ქალი და მამაკაცი |

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
თბილი სალათა ბეკონით
მასალა:
მწვანე სალათა – 1 კონა
კვერცხი – 4 ცალი
თეთრი პური – ნახევარი
ბეკონი – 150 გ
ლიმონი – 1/2 ცალი
ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.
მარილი – გემოვნებით
მომზადება: კვერცხი მოხარშეთ. სალათის ფურცლები გარეცხეთ და ქაღალდის ხელსახოცზე შეაშრეთ. პური კუპიკებად დაჭერით და პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე დააწყვეთ. ბეკონი კუბიკებად დაჭერით და პურს ზემოდან მოაწყვეთ. ფირფიტა წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით და 10–15 წუთი გააჩერეთ.
სალათის ფურცლები ხელით დაფლითეთ და სასალათეში მოათავსეთ, მოასხით ლიმონის წვენი და ცოტა ზეთი. კვერცხი გაფცქვენით, ოთხად დაჭერით და სასალათეში ჩააწყვეთ. შეაზავეთ მარილით, ზემოდან ბეკონიანი პური დაალაგეთ, მოასხით ზეითუნის ზეთი და სუფრასთან მიიტანეთ.
ტარტი ყურძნით
მასალა:
ფქვილი – 1,1/4 ჭიქა
მარილი – 1/2 ჩ.კ.
შაქარი – 1/2 ჩ.კ.
კარაქი (გაყინული) – 115 გ
გაციებული წყალი – 3–5 ს.კ.
უწიპწო ყურძენი – 900 გ
ნიგოზი (ხელით დაჭრილი) – 1/2 ჩ.ჭ.
როზმარინი (აკეპილი) – 1/2 ს.კ.
ყავისფერი შაქარი – 3–5 ს.კ.
თაფლი – 1,1/2 ს.კ.
მომზადება: სამზარეულოს კომბაინში ჩაყარეთ ფქვილი, შაქარი, მარილი და კარაქი. ათქვიფეთ ხორკლიანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ გაციებული (მაცივრის) წყალი და ისევ ათქვიფეთ. შემდეგ მასა კომბაინიდან გადმოიტანეთ ჯამში, ხელით სწრაფად მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი და მაცივარში შედგით 1 საათით.
გულსართისათვის ყურძნის მარცვლები, ნიგოზი, მწიკვი მარილი, როზმარინი და ყავისფერი შაქარი აურიეთ.
ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. ფირფიტაზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, მასზე ხელით ცომი გააბრტყელეთ 30 სმ დიამეტრის წრედ, მოუსვით თაფლი, ცენტრში ყურძნიანი მასა დაადეთ, კიდეები მოუკარით. ხელით ცოტა გააბრტყელეთ, ზემოდან ცოტა ყავისფერი შაქარი მოაყარეთ და შედგით გამოსაცხობად 40 წუთი.
სალათა სტაფილოთი და სოკოთი
მასალა:
ქამა სოკო – 4–5 ცალი
მწვანე ლობიო – 100 გ
სტაფილო – 100 გ
ზეთისხილი (უკურკო) – 7–9 ცალი
ქუნჯუტი – 1/4 ჩ.კ.
მარილი, ზეთი – გემოვნებით
მომზადება: მწვანე ლობიო მოხარშეთ, შემდეგ ქაფაში ზეთში მოშუშეთ. გადაიტანეთ ჯამში და გააცივეთ.
სოკო ოთხად დაჩერით და ტაფაში ახლა ის მოშუშეთ. ჩაუმატეთ ლობიოს. სტაფილო გახეხეთ, მოაყარეთ მარილი, ცოტა ხელით ასრისეთ და ისიც ჯამში არსებულ ინგრედიენტებს დაუმატეთ. აურიეთ და გააჩერეთ 20 წუთი. გადაიტანეთ სასალათეში, მოაყარეთ ქუნჯუტი და სუფრასთან მიიტანეთ.
ქათმის ფილე ვაშლით ქოთნებში
მასალა:
ქათმის ფილე – 400 გ
წითელი წიწაკა – 1 ცალი
ხახვი – 1 თავი
ვაშლი (ანტონოვკა) – 2 ცალი
ყველი – 50 გ
ზეთი, მარილი, პილპილი – გემოვნებით
სოუსისათვის:
კარაქი – 60 გ
ფქვილი – 2 ს.კ.
ნაღები – 100 მლ
მომზადება: ფილე კუბიკებად დაჭერით, მოაყარეთ მარილი, პილპილი, აურიეთ და ტაფაში ზეთში მოშუშეთ.
წიწაკა ორად გაჭერით, მოაშორეთ თესლები, დამდუღრეთ. ხახვი დაჭერით და ზეთიან ტაფაში მოშუშეთ. ვაშლი კუბიკებად დაჭერით და ხახვიან ტაფას ჩაუმატეთ, ჩააგდეთ წიწაკა და ცოტა მარილი მოაყარეთ.
ქოთნებს ცხიმი მოუსვით, გადაანაწილეთ მათში მოშუშული ფილე, ზემოდან ვაშლიანი მასა მოათავსეთ.
ტაფაში კარაქი გაადნეთ, ჩაყარეთ ფქვილი და ოქროსფერის მიღებამდე შუშეთ. ჩაუმატეთ ნაღები და ცეცხლზე მანამ გააჩერეთ, სანამ არ შესქელდება, თან გამუდმებით ურიეთ. ეს მასა ქოთნებში გადაანაწილეთ, ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ და ღუმელში საშუალო ალზე 10 წუთი გააჩერეთ, სანამ ყველი არ გადნება.
სოკო არაჟნით ქოთანში
მასალა:
თეთრი სოკო – 600 გ
არაჟანი – 250 გ
კარაქი – 30 გ
ყველი – 50 გ
მარილი – გემოვნებით
მომზადება: სოკო გაასუფთავეთ, გარეცხეთ და დაჭერით. ფართო ტაფაში კარაქი გაადნეთ და სოკო მოშუშეთ (თან ურიეთ), დაუმატეთ არაჟანი, მარილი, მოურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. ეს მასა პატარა ქოთნებში გადაანაწილეთ, ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და 10–15 წუთი დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ

ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 