asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები

2011-12-16 13:26:22



კალმახი ღვინის საწებლით

მასალა:

კალმახი – 1 კგ

თეთრი ღვინო – 1/2 ლიტრი

მწვანე ხახვი – 1 კონა

ქინძი, ოხრახუში – 100–100 გ

ლიმონი – 1 ცალი

პურის ფქვილი – 1 ს.კ.

მარილი, ზეთი – გემოვნებით

მომზადება: გასუფთავებული, გარეცხილი კალმახი ფქვილში ამოავლეთ და ზეთში შეწვით. ცალკე ქვაბში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ოდნავ მოშუშეთ ზეთში. ჩაუმატეთ თეთრი ღვინო, ცოტა ლიმონის წვენი და თავდახურული ადუღეთ 5 წუთი. შემდეგ შეაზილეთ ფქვილი და წამოადუღეთ. ჩააწყვეთ შიგ შემწვარი კალმახი და ცოტა ხანს ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. სუფრაზე მიტანამდე 20 წუთით ადრე კალმახი ამოიღეთ, ზემოდან წვენი მოასხით და წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში მოაყარეთ.



კარტოფილი მაიონეზით

მასალა:

კარტოფილი – 250 გ

ძმარი – 20 გ

შაქარი – 5 გ

ხახვი – 10 გ

მდოგვი – 2 გ

კიტრის მწნილის წვენი – 10 გ

მაიონეზი – 30 გ

მწვანე ხახვი – 5 გ

სანელებლები, მარილი – გემოვნებით

მომზადება: კარტოფილი მოხარშეთ, გააცალეთ კანი და წვრილად დაჭერით. მარინადის მოსამზადებლად შეურიეთ ძმარი, შაქარი, ხახვი, მარილი, პილპილი, მდოგვი და კიტრის მწნილის წვენი. მარინადში ჩააწყვეთ კარტოფილი და წამოადუღეთ. შემდეგ გადაიტანეთ საწურზე, გააციეთ და შეაზავეთ მაიონეზით. ბოლოს სალათას მოაყარეთ მწვანე ხახვი.



ღორის ხორცი კარტოფილით

მასალა:

ღორის ხორცი – 300 გ

კარტოფილი – 4 ცალი

ხახვი – 2 თავი

სოიას სოუსი – 2 ს.კ.

ზეთი – 3 ს.კ.

ნიორი – 2 კბილი

დაფქული ქინძი – 1 ჩ.კ.

ზეთისხილი – 20 გ

კამა, დაფქული წითელი წიწაკა, პილპილი და მარილი – გემოვნებით

მომზადება: კარტოფილი გათალეთ, დაჭერით ასანთის ღერებივით და მოხარშეთ მარილიან წყალში. ხორცი წვრილად დაჭერით და შეწვით წვრილად დაჭრილ ხახვთან და სოიას სოუსთან ერთად. შეურიეთ ერთმანეთს კარტოფილი და ხორცი, მოაყარეთ მარილი, წიწაკა, პილპილი, ქინძი და წვრილად დაჭრილი ნიორი. სალათა მორთეთ ზეთისხილით და წვრილად დაჭრილი კამით.



პოლონური სალათა

მასალა:

ყვავილოვანი კომბოსტო – 50 გ

კიტრი – 1 ცალი

პომიდორი – 1 ცალი

დაკონსერვებული სიმინდი – 4 ს.კ.

მწვანე სალათა – 20 გ

სიმინდის ზეთი – 2 ს.კ.

ოხრახუში, კამა და მარილი – გემოვნებით

მომზადება: ყვავილოვანი კომბოსტო დანაწევრეთ, მოხარშეთ მარილიან წყალში და გააცივეთ. კიტრი და პომიდორი წვრილად დაჭერით, სალათის ფოთლები აკეპეთ. მომზადებული ბოსტნეული ერთმანეთს შეურიეთ, დაამატეთ სიმინდის მარცვლები, დაასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი და კარგად აურიეთ. გააფორმეთ მწვანილით.



ფარშირებული ქათმის ფილე

მასალა:

ქათმის ფილე – 3–4 ცალი

ლორი – 150–200 გ

ყველი – 150–200 გ

კარაქი, მარილი, პილპილი – გემოვნებით

მომზადება: ფილე სიგრძეზე გაჭერით, ოღონდ ბოლომდე – არა და წიგნივით გადაშალეთ. შემდეგ დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ფილეს ერთ გვერდზე დაადეთ ცოტა კარაქი, წვრილად დაჭრილი ლორი და ყველი. დახურეთ წიგნივით და ხის ჩხირით შეკარით. მზა ფილეს და გამოსაცხობ ფორმას კარაქი წაუსვით და ღუმელში 25–30 წუთი გამოაცხვეთ.



სალათა ყველით

მასალა:

პომიდორი – 200 გ

ყველი (სასურველია ჰოლანდიური) – 200 გ

ხახვი – 300 გ

მაიონეზი – 100 გ

პილპილი, მარილი და მწვანილი – გემოვნებით

მომზადება: ჰოლანდიური ყველი და პომიდორი დაჭერით პატარა კუბიკებად, ხახვი აკეპეთ. შეურიეთ ერთმანეთს, დაასხით მაიონეზი, გემოვნებით დაუმატეთ მარილი და პილპილი. სალათა მწვანილით გააფორმეთ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online