| ქალი და მამაკაცი |

თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო
ძროხის თირკმელები ხახვით
ძროხის თირკმელებს რბილი ნაწილები ჩამოაჭერით, დაჭერით თხელ სამკუთხედ ნაჭრებად, გათუთქეთ მდუღარე წყალში, შემდეგ გარეცხეთ და ცხიმში მოხრაკეთ. დაუმატეთ მოშუშული დაკეპილი ხახვი და 5 წუთის შემდეგ ტომატი, რის შემდეგაც კვლავ შუშეთ, გახსენით წითელი საწებლით, შეაზავეთ ღვინის ძმრით და ტომატის საწებლით, შეანელეთ მარილითა და შავი პილპილით. როდესაც მზად იქნება, სუფრაზე მიიტანეთ ღრმა ჭურჭლით, ზევიდან მოაყარეთ დაკეპილი კამა ან ოხრახუში.
თირკმელები არაჟნის საწებლით
ხბოს ან ძროხის თირკმელები სამკუთხედ ნაჭრებად დაჭერით, გათუთქეთ მდუღარე წყალში, შემდეგ გადაწურეთ, გარეცხეთ და ცხიმში მოშუშეთ. ჩაუმატეთ ცხიმში მოშუშული დაკეპილი ხახვი, არაჟნისა და ტომატის საწებლები შეანელეთ მარილითა და პილპილით. სუფრაზე გარნირად მიიტანეთ მოხარშული კარტოფილი, ზევიდან მოაყარეთ დაკეპილი კამა ან ოხრახუში.
მოთუშული ხორცი (თურქულად)
მასალა: 1 კილოგრამი საქონლის ხორცი, 1 ცალი ხახვი, 1 ლიტრი პამიდვრის წვენი, 2 ჩაის კოვზი შაქარი, 1 ყავის ჭიქა ზეითუნის ზეთი, 1/2 ჩაის ჭიქა ბრინჯი.
მომზადება: დავჭრათ ხორცი თანაბარ ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში და მოვთუშოთ ზეითუნის ზეთში. 20 წუთის შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, დავუმატოთ პამიდვრის წვენი და შაქარი. კერძი ცეცხლიდან არ გადმოვდგათ კიდევ 20-25 წუთი, სანამ ხორცი არ გაიჟღინთება პამიდვრის წვენით.
გადმოვდგათ ცეცხლიდან და სანამ კერძი ცხელია, შევურიოთ მოხარშულ ბრინჯს და ასე მივიტანოთ სუფრასთან ცხლად.
ცხვრის მოშუშული თეთრი ხორცი სოკოთი
ცხვრის თეთრ ხორცს მოაშორეთ კანი, შემდეგ მოხარშეთ და დაჭერით ბრტყელ სამკუთხედ ნაჭრებად. ხორცს მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი, რის შემდეგ მოშუშეთ კარაქში.
ამავე დროს, კარაქში მოშუშეთ წმინდად დაკეპილი ხახვი. 10 წუთის შემდეგ ხახვს ჩაუმატეთ ხორბლის თეთრი ფქვილი და შემდეგ ტომატი, მოურიეთ, რის შემდეგ გახსენით დაკეპილი ქამა ან თეთრი სოკო, შეანელეთ მარილით და დაასხით ცხვრის მოშუშულ თეთრ ხორცს, კარგად მოურიეთ. სუფრაზე მიიტანეთ ღრმა ჭურჭლით, შემოუწყვეთ 3 ან 4 ცალი მოხარშული კარტოფილი, ზევიდან მოაყარეთ დაკეპილი ახალი კამა.
ხორცი ტომატის გარნირით
მასალა: 1 კილოგრამი ხბოს ხორცი, 2 სუფრის კოვზი ტომატის საწებელი, 4 თავი ხახვი, 2 სუფრის კოვზი ფქვილი, მარილი გემოვნებით, ზეთი საჭიროებისამებრ.
მომზადება: ბრტყლად გაჭრილი ხბოს ხორცი ჩავდოთ ზეთიან ღრმა ტაფაში ისე, რომ სანახევროდ ფარავდეს და შევწვათ. გავაკეთოთ ტომატის სოუსი: ცალკე მოვშუშოთ ხახვი ტომატის საწებელში და დავუმატოთ მოშუშული ფქვილი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მარილი. დავჭრათ ხორცი სასურველი ფორმის ნაჭრებად, დავაწყოთ თეფშზე და გვერდით გარნირად დავასხათ მომზადებული ტომატის სოუსი.
პამიდორში ჩაშუშული ცხვრის ხორცი
მასალა: 1,5 კილოგრამი ცხვრის ხორცი, 4-5 ხახვი, 1 კილოგრამი კანგაცლილი პამიდორი, 1 კონა ქინძი, 1 კონა რეჰანი, რამდენიმე ღერი პიტნა, 1/2 კონა ოხრახუში, 2 კბილი ნიორი, მწვანე ცხარე წიწაკა, მარილი გემოვნებით.
მომზადება: ცხვრის ხორცი დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, რასაც მოიყენებს, იმ წყალში ვშუშოთ. როცა ცხიმს გაუშვებს, დავამატოთ ხახვი და ერთად მოვხრაკოთ. დავასხათ კანგაცლილი დაჭყლეტილი პამიდორი და ვშუშოთ მომზადებამდე. ბოლოს დავაყაროთ დაკეპილი ნიორი, მწვანე წიწაკა და მწვანილი. 1-2 წამოდუღების შემდეგ მზად იქნება. თუ ხორცი ძალიან მჭლეა, მოშუშვის დროს დავუმატოთ კარაქისა და ზეთის ნარევი.
ძროხის ხორცი ამერიკულად
მასალა: 700 გრამი ძროხის ხორცი, 1 თავი ხახვი, 200 გრამი პურის გული, 7Ö-8 ცალი კვერცხი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, თითო ჩაის კოვზი მარილი, წიწაკა, გემოვნებით შავი პილპილი, არაჟანი ან მაიონეზი.
მომზადება: ხორცსაკეპში გაატარეთ ხორცი ხახვთან ერთად. შეურიეთ წინასწარ დამბალი თეთრი პური და 2 კვერცხის გული. შეაზავეთ უცხო სუნელით, ხმელი ქინძით, წიწაკით, შავი პილპილით და მარილით. ფარში დიდხანს აგუნდავეთ ხელით. თუნუქის ფირფიტას წაუსვით ცხიმი და გამზადებული ფარშის 2/3 ძეხვისებურად მოათავსეთ. ზედაპირი ჩააღრმავეთ და მთელ სიგრძეზე მოათავსეთ მაგრად მოხარშული 5Ö-6 კვერცხი. ზემოდან გადააფარეთ დარჩენილი ფარში. ხელები დაისველეთ წყლით და დაამრგვალეთ მთელ სიგრძეზე ძეხვის მაგვარად, ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი არაჟანი ან მაიონეზი. ზედაპირი დაჩხვლიტეთ წვრილი ხის ჩხირით და შედგით ქურაში. გამოცხობის ხანგრძლივობა - 40-Ö45 წუთი. გამოიღეთ ქურიდან, კარგად გააცივეთ და დაჭერით ისეთივე ნაჭრებად, როგორც ჭრით ძეხვს.
ცხვრის ხორცი ლუდით
მასალა: 1 კილოგრამი ცხვრის ხორცი, 2 ხახვი, 2 ჭიქა შავი ლუდი, 2-3 კბილი ნიორი, 200 გრამი ქამა სოკო, რამდენიმე ტოტი როზმარინი, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მომზადება: ცხვრის ხორცი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად და ჩავაწყოთ სქელძირიან ქვაბში, დავასხათ წყალი და ვხარშოთ 1,5 საათი, ხორცი კარგად უნდა დარბილდეს. წვენი გადავწუროთ და ხორცის ნაჭრები დავაბრუნოთ ქვაბში. ცალკე ტაფაზე მოვშუშოთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი სოკოსთან ერთად და დავუმატოთ ცხვრის ხორცს. დავასხათ ლუდი, დავამატოთ როზმარინის ტოტები, მარილი, წიწაკა და 15 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე დავდგათ. მივირთვათ კარტოფილის პიურესთან ერთად.
აჭარული კერძი - იახნი
მასალა: ხორცი - 2 კილოგრამი; ხახვი - 0,5 კილოგრამი; ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა; ზაფრანა - 3 კოვზი; ხმელი ქინძი - 3-4 სუფრის კოვზი; ნიორი - 2-3 თავი; მარილი, პილპილი - გემოვნებით.
მომზადება: მსუქანი ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად (შეიძლება ძვლებიანიც), დავასხათ წყალი ისე, რომ კარგად ფარავდეს და ვადუღოთ. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, ნახევრად მოხარშულ ხორცს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, წმინდად დანაყილი ნიგოზი შეზავებული ზაფრანით, შავი პილპილით, ხმელი ქინძითა და მარილით. ქურიდან გადმოდგმისას დავამატოთ დანაყილი ნიორი.
ღორის ხორცი სოიოს სოუსით
მასალა: 800 გრამი ღორის ხორცი, 1 კილოგრამი კარტოფილი, 1 კონა ქინძი, 0,5 ლ ბულიონი.
სოუსისთვის: 100 მილილიტრი სოიოს სოუსი, 2 ჩაის კოვზი ფრანგული მდოგვი, მწიკვი მარილი და შაქარი, წითელი წიწაკა.
მომზადება: ხორცი დაამარინადეთ ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტების სოუსში (სასურველია 24 საათი). ღუმელისთვის განკუთვნილ ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ ხორცი და მსხვილად დაჭრილი კარტოფილი, დაასხით ბულიონი და შედგით გახურებულ ღუმელში. მზად იქნება დაახლოებით 1 საათში. მწვანილი მომზადების შემდეგ დაამატეთ.
კურდღლის ხორცი ბოსტნეულით
მასალა: 1 ცალი კურდღელი აქნილი (8-10 ნაწილად), 300 გრამი სოკო, 300 გრამი შებოლილი ცხარე სოსისი, 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, მარილი და წიწაკა, 1,5 ჭიქა თეთრი ღვინო, 1 ქილა (200 გრამი) მთლიანი ან დაჭრილი პამიდორი, ზეთი (არარაფინირებული), 1 კონა ოხრახუში, 1 ცალი დარიჩინი.
მომზადება: ტაფაზე მოასხით ცოტა ზეთი, დაალაგეთ კურდღლის ნაჭრები, სოსისი, სოკო, ხახვი, ნიორი, სუნელები, ღვინო, ყველაფერი, რაც ზემოთ არის ჩამოთვლილი და აურიეთ კარგად. შედგით ღუმელში. მზად არის დაახლოებით 1,5 საათში, როცა ხორცი რბილი იქნება და ადვილად მოშორდება ძვალს.
ძალიან უხდება ახალ, კარაქში მოთუშულ სტაფილოს და ბარდას.
ცხვრის ხორცის ბუღლამა ბადრიჯნით
ცხვრის ხორცის ბუღლამა ბადრიჯნით ისეთივე წესით მზადდება, როგორც ზემოთ აღწერილი ბუღლამა, მას დაემატება 3-4 ცალი მრგვლად დაჭრილი ბადრიჯანი და, შესაბამისად, მოაკლდება კარტოფილის იგივე რაოდენობა.
ცხვრის ხორცის ბუღლამა
მასალა: ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი; ხახვი - 500 გრამი; პამიდორი - 1 კილოგრამი; კარტოფილი - 700-800 გრამი; ქინძი - 5-6 ძირი; პილპილი, მარილი - გემოვნებით.
მომზადება: ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად. მსუქანი ცხვრის ხორცი ნაჭრებად დავჭრათ და გავრეცხოთ. პამიდორი დავჭრათ ან ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. კარტოფილი გავფცქვნათ და შუა-შუა გავჭრათ. ქვაბში ერთ ფენად ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი, შემდეგ ფენებად დავაწყოთ ხორცი, კარტოფილი, ზემოდან დავასხათ პამიდორი, დავამატოთ დანაყილი პილპილი ან წიწაკა, მარილი და დაჭრილი ქინძი. ქვაბს სახურავი დავახუროთ, დავადგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ ხორცი არ მოიხარშება.
ახალი პამიდვრის მაგიერ შეიძლება დავასხათ ტომატ-პიურე, გახსნილი 1 ჩაის ჭიქა წყალში.
ხბოს ხორცი ბოსტნეულის სოუსით
მასალა: 1 კილოგრამი ხბოს ხორცი, 3 სუფრის კოვზი ერბო, 2 სტაფილო, 3 ძირი ნიახური, 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 0,5 ლიტრი ხორცის ბულიონი, 0,2 ლიტრი წითელი ღვინო, 1 სუფრის კოვზი სახამებელი, მარილი, წიწაკა გემოვნებით.
მომზადება: ხორცს მოაყარეთ მარილი და პილპილი. შესაწვავ ფორმაში გაადნეთ ერბო, დააწყვეთ ხორცი და მოათავსეთ გახურებულ ქურაში, 15 წუთის შემდეგ ახადეთ ხუფი. სტაფილო და ნიახური დაჭერით კუბიკებად. ხახვი და ნიორი გაატარეთ. შეწვის დაწყებიდან 60 წუთის შემდეგ ხორცს მოუწყვეთ ოხრახუში, სტაფილო, ხახვი, ნიორი და შებრაწეთ.
შეწვა განაგრძეთ შედარებით დაბალ ტემპერატურაზე, ქურიდან გამოღების შემდეგ ხორცი დადეთ თბილ ადგილას. შეასქელეთ სოუსი სახამებლით და შეანელეთ. ხორცი დაჭერით, მოათავსეთ თეფშებზე და მოასხით სოუსი.
ხბოს ხორცი ნაღებით
მასალა: 2 კილოგრამი ხბოს რბილი ხორცი, 250 გრამი ქამა სოკო, 2 სტაფილო, 2 თავი ხახვი, ქათმის ბულიონი, 2 სუფრის კოვზი ფქვილი, 2 კვერცხის გული, 1 ლიმონის წვენი, 250 გრამი ნაღები, პილპილი, მარილი, ცოტა ოხრახუში.
მომზადება: ხორცი დაჭერით პატარა ოთხკუთხედებად და შებრაწეთ კარაქისა და ზეთის ნარევში. მოაყარეთ ფქვილი, აურიეთ კარგად და დაამატეთ მთლიანი ხახვი, კუბიკებად დაჭრილი სტაფილო, მარილი, პილპილი და დაფხვნილი ბულიონის კუბები, დაასხით იმდენი წყალი, რომ ხორცი დაფაროს. მოამზადეთ ნელ ცეცხლზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.
ხორცი ამოიღეთ ცალკე და ბულიონი გაფილტრეთ. ათქვიფეთ კვერცხის გულები, ნაღები და ლიმონის წვენი, ჩაასხით გაწურულ ბულიონში, მიიყვანეთ ადუღებამდე (მაგრამ არ აადუღოთ) და თან ურიეთ. ჩაამატეთ ხორცი, წინასწარ დაჭრილი და კარაქში შებრაწული სოკო. ბოლოს მოაყარეთ ოხრახუში.
ცხვრის ხორცი პამიდორში ჩაშუშული
მასალა: 1.5 კილოგრამი ცხვრის ხორცი, 4-5 ხახვი, 1 კილოგრამი კანგაცლილი პამიდორი, 1 კონა ქინძი, 1 კონა რეჰანი, რამდენიმე ღერი პიტნა, 1/2 კონა ოხრახუში, 2 კბილი ნიორი, მწვანე ცხარე წიწაკა, მარილი გემოვნებით.
მომზადება: ცხვრის ხორცი დაჭერით, მოაყარეთ მარილი და მცირე რაოდენობით წყალში მოშუშეთ. როცა ცხიმს გაუშვებს, დაამატეთ ხახვი და ერთად მოხრაკეთ. დაასხით კანგაცლილი, დაჭყლეტილი პამიდორი და შუშეთ მომზადებამდე. ბოლოს დააყარეთ დაკეპილი ნიორი, მწვანე წიწაკა და მწვანილი. 1-2 წამოდუღების შემდეგ მზად იქნება. თუ ხორცი ძალიან მჭლეა, მოშუშვის დროს დაუმატეთ კარაქისა და ზეთის ნარევი.
ცხვრის ხორცი მწვანე ლობიოთი
მასალა: 1.5 კილოგრამი ცხვრის ხორცი, 300 გრამი ცხვრის დუმა, 2 კილოგრამი მწვანე ლობიო, 300 გრამი ხახვი, თითო-თითო კონა მწვანილი - ქინძი, რეჰანი, პიტნა, შავი პილპილი, მარილი გემოვნებით.
მომზადება: დუმა დაჭერით პატარა ნაჭრებად, ხორციც დაჭერით დაახლოებით 3 სმ-იან ნაჭრებად, დააყარეთ მარილი და პილპილი, დაასხით ცოტა წყალი და შუშეთ. როცა ცხიმს გამოყოფს, დაუმატეთ ხახვი და გააგრძელეთ შუშვა.
მწვანე ლობიო მოხარშეთ და გადაწურეთ. აურიეთ ხორცს, დააყარეთ მწვანილი და ცოტა ხანს შუშეთ. თუ ცხიმი დააკლდა, კარაქი დაუმატეთ.
ცხვრის ხორცი თეთრი ღვინით
მასალა: 1,5 კილოგრამი ცხვრის ხორცი, სასურველია მკერდის ნაჭერი, 300 გრამი ხახვი, 2 ჭიქა წყალი, 2 ჭიქა მშრალი თეთრი ღვინო, 1 კონა ქინძი. თუ ხორცი მჭლეა, მოსაშუშად დავუმატოთ ზეთისა და კარაქის ნაზავი ან ერბო.
მომზადება: დაჭერით ხორცი, მოათავსეთ ქვაბში ალყა-ალყა დაჭრილ ხახვსა და მარილ-პილპილთან ერთად. დაასხით 2 ჭიქა წყალი და შუშეთ ნელ ცეცხლზე. როცა წყალი დაუშრება და ხორცი შეწვას დაიწყებს, დაასხით ღვინო და შუშეთ მომზადებამდე. გამზადებულს მოაყარეთ ქინძი.
ცხვრის ხორცი თურქულად
მასალა: 1 კილოგრამი ცხვრის მსუქანი მკერდის ნაჭერი, 5 ცალი კომში, 1 კბილი ნიორი, 2 ცალი სტაფილო, 6-7 ცალი ხახვი, 4 ცალი დაფნის ფოთოლი, 1 სუფრის კოვზი ყვითელი ყვავილი, 1 სუფრის კოვზი ძირა, 2 ჩაის კოვზი კურკუმა, 1 ჩაის კოვზი ბაჰარი, 1 კონა პიტნა, 2 კონა ქინძი.
მომზადება: დაჭრილ ხორცს დაასხით 3 ლიტრი წყალი და დადგით ცეცხლზე. კარგად მოქაფეთ. როცა ცხიმს გაუშვებს, მოხადეთ და ტაფაში ამ ცხიმზე მოშუშეთ ხახვი დაკეპილ ნიორთან, ძირასთან, კურკუმასთან, ყვითელ ყვავილთან და ბაჰართან ერთად. შემდეგ ეს ყველაფერი ჩააბრუნეთ ქვაბში დაჭრილ სტაფილოსთან და დაფნის ფოთოლთან ერთად. გულამოცლილი და კანგაცლილი კომში დაჭერით კარტოფილივით და ჩაყარეთ წვნიანში. როცა ხორცი თითქმის მზად იქნება, ამოიღეთ დაფნის ფოთლები. ბოლოს ჩაყარეთ დაჭრილი ქინძი და პიტნა და წამოადუღეთ.
ხორცი ჰოლანდიური ყველით
მასალა: 2-3 თავი ხახვი, 8-10 ცალი კარტოფილი, 500 გრამი ქამა სოკო (ან მარინადი), 500 გრამი ხბოს, ან საქონლის ხორცი (ან ლორი), ჰოლანდიური ყველის ფირფიტები ან 200-300 გრამი სულგუნი, 4-5 ცოცხალი პამიდორი, ზეთი, ქინძი, მარილი, შავი წიწაკა.
მომზადება: გათალეთ კარტოფილი, დაჭერით პატარა კუბიკებად, დააყარეთ მარილი და ჩაყარეთ წინასწარ გაცხელებულ ზეთში (ზეთი უნდა ფარავდეს კარტოფილს თითქმის მთლიანად). კარტოფილები ერთმანეთს არ უნდა მიეწებოს. როცა შეწითლდება, ამოიღეთ ნასვრეტებიანი კოვზით. დაჭერით ხახვი წვრილად და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე, დაამატეთ დაჭრილი სოკო და მოშუშეთ ერთად. დაამატეთ მწვანილი, მარილი, ნიორი. წინასწარ მოხარშული ხორცი შეწვით მაღალ ცეცხლზე. თუ ლორით აკეთებთ, კუბიკებად დაჭრილი ლორი შეგიძლიათ სოკოსთან ერთად მოშუშოთ, ან თხლად დაჭრილი მოაწყოთ ყველის ფირფიტებთან ერთად.
ღუმელში გამოსაცხობ ქვაბში ჩააწყვეთ ფენა-ფენა კარტოფილი, სოკო, ხორცი. ასევე დაამატეთ ცოცხალი, კანგაცლილი, მრგვლად დაჭრილი პამიდორი და ჰოლანდიური ყველის ფირფიტები. გაიმეორეთ იგივე, სანამ მასალა გეყოფათ; ზემოდან ჰოლანდიური ყველი დააფინეთ და შედგით ღუმელში.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ

ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 