asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები

2011-12-09 23:55:41



არაჟნის ნამცხვარი გარგარით

მასალა:

გარგარი – 3,2 კგ

გარგარის ჯემი – 2 ს.კ.

კარაქი – 250 გ

შაქარი – 200 გ

კვერცხი – 4 ცალი

არაჟანი – 200 გ

წვრილად დაჭრილი ნუში – 100 გ

დაჭრილ–დაშაქრული ფორთოხლის კანი – 50 გ

ფქვილი – 350 გ

გამაფხვიერებელი – 1 ჩ.კ.

შაქრის პუდრი – 1 ჩ.კ.

ცხიმი საცხობი ფირფიტისთვის

მომზადება: გააცხელეთ ღუმელი. გამოსაცხობ ფირფიტას ცხიმი წაუსვით. კარაქი და შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ კვერცხი, არაჟანი, ნუში და დაშაქრული ფორთოხლის კანი. შემდეგ შეურიეთ ერთმანეთში არეული ფქვილი და გამაფხვიერებელი.

ცომი ფირფიტაზე გაანაწილეთ, ზემოდან დააწყვეთ გარგარის ნაჭრები (ამობურცული ნაწილით ქვემოთ). აცხვეთ 175 გრადუსზე 35–40 წუთი. შეათბეთ გარგარის ჯემი და გამოცხობამდე 5 წუთით ადრე გადაუსვით გარგარის ნაჭრებს.

თბილ ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრი.



პიცა "მშვენიერი ელენე"

მასალა 12 ულუფისთვის:

საფუარიანი ფენოვანი ცომი – 450 გ

ხახვი – 1 თავი

ბულგარული წიწაკა – 1 ცალი

ქათმის მკერდი (მოხარშული ) – 300 გ

მდნარი ყველი – 200 გ

მაგარი ყველი – 50 გ

უკურკო ზეთისხილი – 8 ცალი

ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.

ოხრახუში – 20 გ

მომზადება: ღუმელი 170 გრადუსზე გააცხელეთ. ხახვი რგოლებად დაჭერით, წიწაკა – ზოლებად, ხორცი – აკეპეთ, მაგარი ყველი გახეხეთ, მდნარი ჩარგლით ასრისეთ, ზეთისხილი მრგვალად დაჭერით.

გაბრტყელებული ცომი დააფინეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტაზე, წაუსვით ზეითუნის ზეთი, ფენა–ფენა მოაყარეთ ხორცი და ხახვი, შემდეგ მდნარი ყველი, წიწაკა, ზეთისხილი და გახეხილი ყველი. შედგით ღუმელში და აცხვეთ 30–40 წუთი. გამოღებისთანავე მოაყარეთ აკეპილი ოხრახუში.



ნიგვზიანი ლობიო

მასალა:

ლობიო – 1 კგ

ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა

ძმარი – 3 ს.კ.

ნიორი – 5 კბილი

ქინძი, ნიახური, ოხრახუში – თითო კონა

მარილი და წითელი დაფქული წიწაკა – გემოვნებით

მომზადება: ლობიო გაარჩიეთ, გარეცხეთ, ქვაბში ჩაყარეთ, წყალი დაასხით და მოხარშეთ (მოხარშულ ლობიოს ცოტა წვენი უნდა შერჩეს). საკმაზი მდუღარე ლობიოში უნდა ჩაამატოთ, კარგად მოურიოთ და მაშინვე ცეცხლიდან გადმოდგათ.

საკმაზი ასე მზადდება: დანაყილი ქინძი, ნიორი, ნიგოზი, ალყა–ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილად აკეპილი ოხრახუში, ნიახური, ძმარი, მარილი, პილპილი ჯამში ერთმანეთს კარგად აურიეთ.



ლობიო კომშით

მასალა:

ლობიო – 1 კგ

ხახვი – 3 თავი

მწვანილი – თითო კონა

კომში – 3 ცალი

მარილი და პილპილი – გემოვნებით

მომზადება: ლობიო გაარჩიეთ და გარეცხეთ. ქვაბში ჩაყარეთ და ორჯერ მეტი ადუღებული წყალი დაასხით. თუ დაიშრო, კიდევ დაამატეთ. მოხარშვის შემდეგ ამოლესეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მწვანილი, ოხრახუში, ქინძი, ნიახური, აგრეთვე დაჭრილი, კანგაცლილი კომშის ნაჭრები. როცა კომში კარგად ჩაიხარშება, კიდევ ამოლესეთ. შეაზავეთ მარილით და პილპილით.



თევზი ბოსტნეულით

მასალა:

თევზი – 1 კგ

სტაფილო – 300 გ

კომბოსტო – 300 გ

მწვანილი – თითო კონა

მარილი – გემოვნებით

მომზადება: სტაფილო და კომბოსტო გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და ზეთში მოშუშეთ. შემდეგ ქვაბში დაჭრილი თევზი ჩააწყვეთ და ზეთში მოშუშეთ. გადაიტანეთ სტაფილოიან ტაფაში და ერთად მოშუშეთ. მოაყარეთ მარილი.

ფართო ლანგარზე ჯერ ბოსტნეული დაალაგეთ, შემდეგ ზემოდან თევზი დააწყვეთ და წვრილად დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online