
თანამედროვე მსოფლიო სავსეა სტრესებით, ხოლო მასში ადამიანი ჰგავს ღრუბელს, რომელიც იწოვს კარგსაც და ცუდსაც. გინდათ იყოთ უფრო ძლიერი? დაიწყეთ საკვებით. აგურის აგურზე დადებით შეძლებთ, რომ ააშენოთ ძლიერი და ჯანმრთელი ორგანიზმი.
ყოველდღიურად იზრდება სხვადასხვა დიეტების პოპულარობა. ვიღაც ცდილობს გახდომას, ვიღაც გასუქებას, ვიღაც რომელიღაც პროდუქტზე უარს ამბობს რელიგიური თუ სხვა მოსაზრებით. მაგრამ ცოტა თუ დაფიქრებულა იმის შესახებ, რა გავლენას ახდენს საჭმელი ტვინზე.
დიახ, ყველა ეს კალორია, ცხიმები და ნახშირწყლები საჭიროა არა მხოლოდ თქვენი მუცლისთვის, არამედ თავის ქალის შემადგენლობისთვის. ახლა მოგიყვებით ტვინისათვის საჭირო რამდენიმე საინტერესო საკვების შესახებ.
1. არ დაგავიწყდეთ "ბატარეების დამუხტვა"
ტვინი, რომელსაც სხეულის მასის მხოლოდ 2 პროცენტი უჭირავს, მოხმარებული კალორიების 20%-ს იყენებს. ეს ორგანო ძირითადად ითხოვს გლუკოზას, რომელსაც მოიპოვებს ცოტა ხნის წინ შეჭმული ნახშირწყლებიდან (ხილი, ბოსტნეული და ა.შ.). სხვანაირ კვებაზე გადასვლის შემთხვევაში, ტვინმა შესაძლოა გლუკოზის უკმარისობა განიცადოს.
გლუკოზის რაოდენობის მიმართ უფრო მგრძნობიარე შედარებით ახალგაზრდა ტვინის ნაწილია, რომელიც თავისებურად "მმართველს" წარმოადგენს. ეს ნაწილი პასუხისმგებელია სასიცოცხლო ფუნქციებზე და მასზე ძალიან მოქმედებს გლუკოზის დონის მერყეობა.
"თუ გლუკოზის დონე მცირდება, მაშინ სიმპტომი დაბინდული აზროვნება იქნება და არა სუნთქვის სიხშირის ცვლილება", - ამბობს ინგლისის როჰემპტონის უნივერსიტეტის დოქტორი ლეი გიბსონი.
მაგრამ ზემოაღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მუდმივად უნდა ვიკვებოთ. გლუკოზის ძალიან დიდი რაოდენობა ნელ-ნელა, მაგრამ ნამდვილად აზიანებს მთელი სხეულის და მათ შორის, ტვინის უჯრედებსაც.
2. მიირთვით მცენარეული საკვები
ტვინისათვის აუცილებელია ენერგიის ზუსტი ულუფები: არც ძალიან ბევრი და არც ძალიან ცოტა.
ტვინის მუშაობის ოპტიმიზაციისთვის, ინგლისის ასტონის უნივერსიტეტის დოქტორი მაიკლ გრინი გვთავაზობთ, რომ ვჭამოთ ხშირად, მაგრამ მცირე ულუფები. "ყველაზე კარგად მაშინ მუშაობს ტვინი, როცა სისხლში ცირკულირებს დაახლოებით 25 გრამი გლუკოზა, ეს დაახლოებით იმდენია, რამდენსაც შეიცავს 1 ცალი ბანანი".
მუდმივ "წახემსებას", დღეში სამჯერადი კვებით თუ შევცვლით, მაშინ სხვა არაფერი მოგინდებათ.
3. მიირთვით საჭმელი შედარებით დაბალი გლიკემიური ინდექსით
გლიკემიური ინდექსი განისაზღვრება საკვებში გლუკოზის დონის მიხედვით, რომელსაც ის გადასცემს სისხლს. მაგალითად, მარილიან ჩხირებს აქვთ მაღალი ინდექსი, რამდენადაც უნარი აქვთ, სწრაფად ასწიონ სისხლში გლუკოზის დონე, ხოლო ახალ სტაფილოს საკმაოდ დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს.
დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლები საკვებში იყოფიან, ნელა გარდაიქმნებიან გლუკოზად და გლუკოზის თანაბარი მიწოდების რეალიზაციას ახდენენ. აგრეთვე, ასეთი საკვები საუკეთესოა შიმშილის გრძნობის დასაკარგად.
პროცესის შენელება შესაძლებელია, თუ საკვებში, რომელიც მდიდარია ნახშირწყლებით, გამოვიყენებთ ცხიმებს ან პროტეინებს. მაგალითად, თეთრ პურს აქვს მაღალი ინდექსი, სწრაფად გადამუშავდება და სისხლში გლუკოზის მკვეთრ ნახტომს იწვევს, მაგრამ მას დაუმატეთ ხორცი ან სხვა პროტეინი და გლუკოზას უფრო თანაბარი რაოდენობით მიიღებთ. დაუმატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და უკვე გექნებათ ტვინის ეფექტური "საწვავი" ჩვეულებრივი ბუტერბროდის სახით.
4. იცოდეთ თქვენი ცხიმების შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ ცხიმებს შეუძლიათ საკვების გლიკემიური ინდექსის დაწევა, ყველა ერთნაირი არ არის. ტრანს ცხიმები ხშირად გვხვდება ფასტფუდებში და ის ყველაზე უარესია. გაჯერებული ცხიმი არც ისე კარგია, მაგრამ ტრანს ცხიმს ჯობია. ყველაზე საუკეთესო ვარიანტს უჯერი ცხიმები წარმოადგენენ.
მაღალი შემცველობის გაჯერებული ცხიმების დიეტა, როგორც ირწმუნება დოქტორი გიბსონი, ინსულტის რისკს ზრდის. მაგრამ ცხიმებზე უარის თქმას ნუ იჩქარებთ. სისხლში ქოლესტერინის ძალიან დაბალი დონე დაკავშირებულია დეპრესიასთან, აგრესიასა და ასოციალურ ქცევებთან.
5. იცნობდეთ საკუთარ თავს
მიუხედავად მრავალი საერთო ნიშნისა, საკვები თითოეულ ადამიანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. მნიშვნელოვანია აგრეთვე ხასიათი, აღნაგობა, განსაკუთრებით კი - ჩვევები. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად არ იკვებებიან, შეწუხებულები არიან, საკვების მიღებას ტოვებენ, გლუკოზის დონის სწრაფად ვარდნას გრძნობენ. ისინი ამ ვარდნის მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან.
მოამზადა მანანა კორძაძემ

|
დღის სიახლეები
23-02-2012
23-02-2012
23-02-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|



კულინარიული შედევრები
ქეთევან კანტიძე: "როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ბაზარში მივდივარ"
კულინარიული შედევრები
თქვენთვის, გურმანებო














კულინარიული შედევრები
მარინა სალუქვაძემ პირველი ტორტი სილაში გამოაცხო
თქვენთვის, გურმანებო


კულინარიული შედევრები
მიშა მშვილდაძემ შემწვარი ნიანგის ხორცში 52 ლარი გადაიხადა
თქვენთვის, გურმანებო
ჯესიკა ალბა ბავშვებისთვის უსაფრთხო პროდუქტს გამოუშვებს
ბრინჯი პატარების რაციონში
კულინარიული შედევრები
წითელი თეფში და გახდომა
თქვენთვის, გურმანებო























































































