asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბრედ პიტსა და ჯენიფერ ენისტონს შორის შავმა კატამ გაირბინა
რა აცოფებს ანჯელინას
ბრედ პიტსა და ჯენიფერ ენისტონს შორის შავმა კატამ გაირბინა

2011-11-29 15:38:36



მას შემდეგ, რაც ჰოლივუდის ვარსკვლავები ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი ერთმანეთს დაშორდნენ, კარგა ხანმა განვლო. მიუხედავად ამისა, ყოფილი ცოლ-ქმარი მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა, ყოველ შემთხვევაში, გარეშე თვალისთვის ასე ჩანდა. მაგრამ ბოლო ხანებში შესამჩნევი გახდა, რომ პიტი ენისტონთან შეხვედრებს ერიდება. ისინი ცდილობენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთმანეთისგან თავი შორს დაიჭირონ. მაგალითად, ორიოდე დღის წინ მარტინ სკორსეზეს ფილმის „ჰიუგოს“ ჩვენებაზე ბრედ პიტი აშკარად ცდილობდა, იქ მყოფ ყოფილ ცოლს არსად გადაჰყროდა. ბრედს, ცხადია, ანჯელინა ჯოლიც ახლდა, რომელსაც მისი ქმრისა და ცოლყოფილის ნებისმიერი სახის ურთიერთობა აცოფებს. წყვილი ფოტოგრაფების წინ პოზირებდა და თბილად იღიმებოდა მანამ, სანამ მოულოდნელად ენისტონი არ გამოჩნდა თავის შეყვარებულ ჯასტინ ტერუსთან ერთად. აი, აქ კი ყოფილმა ცოლ-ქმარმა ყველა გააოცა, როცა თავი ისე დაიჭირეს, თითქოს ერთმანეთს არც კი იცნობდნენ. როგორც აღვნიშნეთ, ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი არასოდეს აცხადებდნენ, რომ ერთმანეთის მტრები იყვნენ, მაგრამ ახლა მათ შორის აშკარად შავმა კატამ გაირბინა.

ბრედ პიტსა და ჯენიფერ ენისტონს შორის შავმა კატამ გაირბინა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბრედ პიტი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online