| ქალი და მამაკაცი |

მარტოხელა ადამიანების რიცხვი მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში იზრდება. თუმცა კანადელი მეცნიერების დასკვნებმა, შესაძლოა, გამოაფხიზლოს ისინი და შეუდგნენ ცხოვრების თანამგზავრის ძიებას.
როგორც ცნობილია, ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე მამაკაცები. ძლიერი სქესის წარმომადგენლები, პირველ რიგში, იხოცებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებით, რომელთა შორის ლიდერობს მიოკარდიის ინფარქტი და ინსულტი. მაგრამ როგორც ქალაქ ტორონტოს (კანადა) კლინიკური კვლევის ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, მაშინაც კი, თუ მამაკაცმა გადაიტანა ინფარქტი, მისი გადარჩენის შანსი იზრდება, თუ მას მეუღლე ჰყავს. დაქორწინებული ინფარქტიანები უფრო ხშირ შემთხვევაში გადარჩებიან, ვიდრე მარტოხელები, ქვრივები და განქორწინებული მამაკაცები. კვლევების ავტორები ამ დასკვნამდე მივიდნენ მას შემდეგ, რაც 4403 პაციენტის ავადმყოფობის ისტორია შეისწავლეს, რომლებიც მიოკარდიის ინფარქტით შევიდნენ კანადის ქალაქ ონტარიოს ერთ-ერთ კარდიოლოგიურ კლინიკაში. პაციენტთა საშუალო ასაკი 67,3 წელი იყო. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაქორწინებული მამაკაცებიდან პირველი ორი საათის განმავლობაში (რაც მთავარია წარმატებული მკურნალობისთვის) ინფარქტის პირველი სიმპტომებისთანავე კლინიკაში 75,3% შემოვიდა. მარტოხელა ავადმყოფებიდან პირველი 2 სთ. განმავლობაში "სასწრაფო დახმარება"გამოიძახა პაციენტების 67,9% -მა. გაყრილ მამაკაცთა რიცხვი რომლებმაც ასევე პირველ 2 სთ-ში მიმართეს კლინიკას, 68,5%-ს შეადგინა. ხოლო ქვრივების 70,8%-მა დროულად მიმართა სამედიცინო დახმარებას. "სამედიცინო დახმარების მიზნით დროული მიმართვის დროს. ამ შემთხვევაში, ცოლის ფაქტორი მნიშვნელოვნად ამცირებს მამაკაცებში სიკვდილიანობას მიოკარდიის ინფარქტის დროს", - განაცხადა პროფესორმა კლარა ატზემა. იგი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ ქალებთან მიმართებაში ეს კანონზომიერება არ მუშაობს - ინფარქტის შემთხვევაში ქმრის არსებობა არ ამცირებდა სიკვდილიანობას კაცობრიობის ქალების ჯგუფში.

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ალა პუგაჩოვა მომავალ შვილს ფილიპს დაარქმევს
გიგი გაჩეჩილაძე: "სალომემ ძალიან გამაწვალა"
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ქორწინებაზე ალაპარაკდნენ
რასელ ბრენდს კეტი პერისთან გაყრა ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია












ნანკა კალატოზიშვილი: "ირაკლი კეიდიას ნახევარ წელიწადში ერთხელ მაშორებენ" 

მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
ჯონდი ბაღათურია: "18 წლის გოგო ერთ თვეში გავაბი მახეში!"
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ვერტმფრენი აჩუქა
კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
რიზ უიზერსპუნის მამას ორცოლიანობაში ადანაშაულებენ
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი არ დაშორებულან
თინა კანდელაკმა ქმარს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია 






































































































