asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მამაკაცები ქალებზე მეტს ლაპარაკობენ
ჰოლივუდის გენდერული ფორმულა
მამაკაცები ქალებზე მეტს ლაპარაკობენ

2011-11-23 13:55:57



სამხრეთ კაროლინის უნივერისტეტთან არსებული ინფორმაციისა და ჟურნალისტიკის სკოლის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ჰოლივუდის ფილმების წარმატება გენდერულ უთანასწორობაზე დგას. ჰოლივუდის 2009 წლის 100 ყველაზე შემოსავლიანი ფილმის გაანალიზების შემდეგ მკვლევარება აღმოაჩინეს, რომ მეტყველი როლების 67,2%-ს მამაკაცები განასახიერბენ, ქალები კი მხოლოდ 32,8%-ს. იმავე "რეცეპტითაა" გადაღებული 2008 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმებიც. უნივერსიტეტის დოცენტ სთეისი სმიტის თქმით, ეს გენდერული ფორმულა ჰოლივუდის ფილმების უმრავლესობაში გვხვდება, თუმცა კინემატოგრაფისტები ამ "ფორმულას" არასერიოზულად ეკიდებიან. ქალები ჰოლივუდის ფილმებში გაცილებით ხშირად ატარებენ სექსუალურ სამოსს, ვიდრე მამაკაცები (25,8/4,7%) და დემონსტრირებას უკეთებენ თავიანთ მიმზიდველობას. გენდერული უთანასწორობა არა მხოლოდ კადრში, არამედ კადრს მიღმაც ჩანს: 2009 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების რეჟისორთა მხოლოდ 3,6% და სცენარისტთა - 13,5% იყვნენ ქალები. ამასთან, ქალი-რეჟისორების გადაღებულ ფილმებში პერსონაჟთა 47,7% ქალია, მათი კოლეგა მამაკაცების გადაღებულ ფილმებში კი - პირიქითაა. ქალებისა და მამაკაცების ასეთი დისბალანსის შედეგად, მამაკაცები გაცილებით ხშირად ჩანან ეკრანზე, ვიდრე ქალები და მაყურებელს თავიანთ "მამაკაცურ" ისტორიებს უყვებიან. ეს მაშინ, როდესაც კინოთეატრებში აუდიტორიის ნახევარზე მეტს ქალები შეადგენენ. ცნობისთის, ჰოლივუდი (ინგლ. Hollywood) — ლოს-ანჯელესის უბანი (კალიფორნია, აშშ), რომელიც დაუნტაუნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. მისი სახელგანთქმულობისა და კულტურული იდენტურობის გამო კინო სტუდიებთან და ვარსკვლავებთან, სიტყვა „ჰოლივუდი“ ამერიკის კინო და სატელევიზიო ინდუსტრიასთან ასოცირდება. დღესდღეისობით კინო ინდუსტრია გარშემო მდებარე ადგილებშია მიმოფანტული, როგორიცაა ბერბანკი და ვესტსაიდი, მაგრამ დამატებითი ინდუსტრიები (როგორიცაა სამონტაჟო, ეფექტების, პოსტ-წარმოების, და განათების კომპანიები) ჰოლივუდში რჩება. ჰოლივუდის ბევრი ისტორიული თეატრი საკონცერტო სცენებად და ძირითადი თეატრალური პრემიერებისთვის გამოიყენება, ისინი ასევე მასპინძლობს ხოლმე კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიას. იგი პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და მასთანაა განლაგებული სახელგანთქმული დიდების ხეივანი. იმისდა მიუხედავად, რომ ლოს-ანჯელესში არაა მიღებული რომელიმე უბნისთვის ან დასახლებისთვის საზღვრების დაადგენა, ჰოლივუდი აქ გამონაკლისია.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online