| ქალი და მამაკაცი |

მოსკოვში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილისა და ცნობილი რუსი რეჟისორის, ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქართული ქორწილის შესახებ ახალ-ახალი ინფორმაცია ვრცელდება. მაგალითად, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქორწილის მეორე დღეს, წყვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქოში მიიღო და დალოცა. ამ ფაქტის ამსახველი ფოტოც არსებობს.
თუმცა, განსაკუთრებული ინტერესი თავად კახეთში გამართულმა ქორწილმა გამოიწვია. რეზო გიგინეიშვილმა და ნადია მიხალკოვამ 2-წლიანი რომანი ბოდბის მონასტერში ჯვრისწერით დააგვირგვინეს და წინანდალში შესანიშნავი ქორწილიც გადაიხადეს. ქორწილს რუსეთიდან ჩამოსული დიდი დელეგაციაც ესწრებოდა, სულ 60 სტუმარი. ბუნებრივია, შვილის ქორწილი არ გამოტოვა რეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა, მას ახლდნენ მეგობარი რეჟისორებიც. რაც შეეხება ქორწილის ქართველ სტუმრებს, იქ მოილხინეს ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ, დათო საყვარელიძემ, ლაშა ბუღაძემ, დათო ტურაშვილმა, ნინო დარასელმა, ნუგზარ კვაშალმა და სხვებმა. სულ ქორწილში 200-მდე სტუმარი იმყოფებოდა.
სწორედ, ამ სტუმრებმა არ დამალეს, რომ ახლადშეუღლებული წყვილი მიხეილ სააკაშვილმაც დააფასა. კერძოდ, ლაშა ბუღაძემ განაცხადა:
- უდიდესი სითბო გამოავლინეს ქორწილის რუსმა სტუმრებმა, შემოეხვივნენ პრეზიდენტს, როგორც როკ-ვარსკვლავს და მასთან ფოტოებს იღებდნენ. ერთ-ერთმა სტუმარმა მკითხა კიდეც, ნამდვილი მიხეილ სააკაშვილი იყო თუ არა. ქართველ სტუმართა ნაწილი პრეზიდენტს არც ესალმებოდა, ზურგი შეაქციეს. საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს შეიძლება არ მიესალმო.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ნინო დარასელმაც არ დამალა, რომ ქორწილში თვით პრეზიდენტიც იმყოფებოდა. სადაც მიშაა, იქ რომ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული შეიძლება დაედოს, ალბათ, ამაში ყველა დაგვეთანხმება. მომღერალმა ნუგზარ კვაშალმა გაიხსენა, რომ სააკაშვილი ქორწილში მიხალკოვთან მივიდა და თბილად გაესაუბრა.
ლაშა ბუღაძე ამ ფაქტს ასე იხსენებს:
- ასეთ ეპიზოდსაც შევესწარი - ნიკიტა მიხალკოვმა ფილმიდან "სასტიკი რომანსი" ცნობილი რომანსი იმღერა. მთელი საქართველო აცეკვდა, ჩემ თავს შევატყვე, რომ ცქმუტვა დავიწყე. არ მიცეკვია, მაგრამ, აი, ხალხი... მთელი ეს დაფარული ენერგია წამოვიდა, რომელიც არ ეძლეოდა ქართველს, რომ გამოეშვა. ქვეცნობიერი ამოდის ზედაპირზე საქართველოში, ამოაქვს დიდი ნოსტალგიური სიყვარული. ამ დროს უკან გამოვიხედე და დგას საქართველოს პრეზიდენტი სრულიად მარტო, კედელთან მიყრდნობილი და შემკრთალი ღიმილით უყურებს ამ ამბავს. ფიქრობდა, ალბათ, რას ვეწვალები, ნატო, არა, ისა. არადა, ესაა საქართველო, ესაა. ძალიან ნიშანდობლივი ეპიზოდები იყო, დიდი სიამოვნებით გადავიღებდი, კამერა რომ მქონოდა.
ლაშა ბუღაძე, დავით ტურაშვილი და ნინო დარასელი ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ქორწილში მოკლე სადღეგრძელოც წარმოთქვა.
- ვერ გავიგე, ზუსტად რა თქვა. მგონი, გავიგონე, ძალიან ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის და ეს ძალიან კარგიაო, - ამბობს ბუღაძე.
თუ რატომაა ეს ყველაფერი პოლიტიკასთან კავშირში, ამაზეც არის შესაბამისი პასუხი. მიხალკოვი პუტინისადმი სიმპათიებით გამორჩეული ხელოვანია, რაც ცოტა ხნის წინ სააკაშვილმაც აღნიშნა.
იანვარში მიხეილ სააკაშვილი ამბობდა:
- ნიკიტა მიხალკოვი და ბევრი სხვა ნაციონალისტი არ აღიარებს იმას, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია.
ახლა კი, უეცრად, მიხალკოვი სააკაშვილისთვის მისაღებ ადამიანად იქცა.
თუმცა, პოლიტიკა იქით იყოს და, რუსეთში დაბრუნებული წყვილი საქართვლოში გატარებულ პერიოდს სიამოვნებით იხსენებს. რუსული მედია არკვევს, ყველაზე მეტად რა ხიბლავს წყვილს თბილისში. გიგინეიშვილის თქმით, ეს მისი მრავალრიცხოვანი ნათესაობაა. რეზოს ნათესავების ზუსტი რიცხვის დასახელება უჭირს, თუმცა, ამბობს, რომ ისინი 200-მდე მაინც არიან.
რეზო გიგინეიშვილი:
- ნათესავები ჩემთვის არიან არა მხოლოდ სისხლით ნათესავები, არა მხოლოდ დედ-მამა და და-ძმა, არამედ მამის მეგობრები, მათი მეგობრებიც, დეიდაჩემის დაქალები... ასე რომ, ზუსტ რაოდენობას ვერ დავასახელებ, სულ მცირე, 200 იქნება, ახლო ნათესავად ვისაც მივიჩნევ.
ნადია კი ისე მოიხიბლა ქართული ლეგენდარული სტუმართმოყვარეობით, სამზარეულოთი, რომ გადაწყვიტა, თავად აეთვისებინა ქართული კერძების მომზადება. როდესაც მეუღლეს მთიან რეგიონში გადაღებებზე ახლდა, ხინკლის კეთების მასტერკლასი ადგილობრივ დიასახლისებთან გაიარა. როგორც რეზო ამბობს, კულინარიის ამ საოცრების მოხვევა მის მეუღლეს პირველივე ჯერზე შესანიშნავად გამოუვიდა.
ნადეჟდა ღიმილით ამხელს მის მთავარ ქართულ წესს:
- როცა თბილისში მივდივარ, გაფრენამდე არაფერს გეახლებით, თვითმფრინავში წახემსებაზეც უარს ვამბობ, რათა მზად ვიყო ნათესავებთან შესახვედრად.
ნადიამ და რეზომ თბილისში 6 თვე გაატარეს, ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე საქმეების გამო ჩავიდნენ მოსკოვში, ნადია სპექტაკლში "იხვებზე ნადირობა" როლის გამო, რეზო კი თავისი ფილმის შესახებ მოსალაპარაკებლად. თბილისისადმი ასეთი ერთგულება ბევრი რამით შეიძლება აიხსნას - აქ რეზოს ბავშვობის მოგონებები ცოცხლობს. აღმოჩნდა, რომ წყვილის პატარა ქალიშვილსაც საქართველოს ჰავა მოუხდა, ნადიასთვის კი თბილისში ცხოვრება ქმრისთვის მხარში დგომის კარგი შესაძლებლობაა. მოსკოვში დაბრუნებული რეზო რუსეთის დედაქალაქს მადლობას უხდის, რადგან მუშაობისა და განვითარების საშუალებას აძლევს, მას მეორე მშობლიურ ქალაქად მიიჩნევს, თუმცა, დასძენს, რომ საქართველო, რომელიც 9 წლის ასაკში დატოვა, ყოველთვის ენატრება.
- ნადიას გამოჩენის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. ახლა, კარგად იქ ვარ, სადაც ნადიაა. ჩემი სახლიც იქ არის, სადაც ის მეგულება, - ასეთი შეყვარებულია რეზო მეუღლეზე.
შალვა ჯოხაძე

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ალა პუგაჩოვა მომავალ შვილს ფილიპს დაარქმევს
გიგი გაჩეჩილაძე: "სალომემ ძალიან გამაწვალა"
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ქორწინებაზე ალაპარაკდნენ
რასელ ბრენდს კეტი პერისთან გაყრა ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია












ნანკა კალატოზიშვილი: "ირაკლი კეიდიას ნახევარ წელიწადში ერთხელ მაშორებენ" 

მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
ჯონდი ბაღათურია: "18 წლის გოგო ერთ თვეში გავაბი მახეში!"
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ვერტმფრენი აჩუქა
კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
რიზ უიზერსპუნის მამას ორცოლიანობაში ადანაშაულებენ
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი არ დაშორებულან
თინა კანდელაკმა ქმარს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია 








































































































