| ქალი და მამაკაცი |

იუტას შტატის მკვიდრმა ელიზ ბრედლიმ, ვიდეო-თამაშების მოყვარული ქმარი აუქციონზე გაიტანა. "მარტივია გამოსაყენებლად, ესაჭიროება ჭამა და წყალი მხოლოდ 3-5 საათში ერთხელ. უყვარს ჭამა და მთელი დღე ვიდეოთამაშებით ერთობა", - დაწერა Craigslist ელექტრონული აუქციონის საიტზე განაწყენებულმა ცოლმა. მას შემდეგ, რაც ეკრანებზე Modern Warfare 3 გამოვიდა, კაელი ბრედლი თამაშს ვერ შორდება. ის ცოტა ხნის წინ, ტრავმის გამო დაბრუნდა ავღანეთიდან და აცხადებს, რომ ამ თამაშით მორალურად უჭერს მხარს ავღანეთში დარჩენილ თანამებრძოლებს. "48 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ თამაშობდა. თავის ოთახში იჯდა და თითქმის ვერ ვხედავდი. ბოლოს შევედი და ვუთხარი, ასე თუ გააგრძელებ, აუქციონზე გაგყიდი-მეთქი და ისიც დამთანხმდა", - განაცხადა ელიზამ. ყურადღებას მოკლებული ცოლის "ლოტმა" დიდი ინტერესი გამოიწვია. ზოგმა ელიზას ქმრის საღეჭ რეზინებში გაცვლა შესთავაზა, ხოლო მამაკაცებმა დაწერეს, რომ სიამოვნებით ჩაენაცვლებოდნენ. კაელი ამბობს, რომ უყვარს მეუღლე და აფასებს მის იუმორის გრძნობას. რაც შეეხება აუქციონს — ეს არის ქონების, ფასიანი ქაღალდების, ხელოვნების ნიმუშების ან ნებისმიერი სხვა საგნის საჯარო გაყიდვის პროცესი რაიმე წინასწარ დათქმული პირობების გარეშე. გაყიდვის ობიექტს იძენს პირი, რომელიც ყველაზე მაღალ ფასს სთავაზობს გამყიდველს. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი უძველესი აუქციონებია კრისტის და სოზების, სადაც ძირითადად ხელოვნების ნივთები იყიდებოდა. საქართველოში ყველაზე გავრცელებული აუქციონების ტიპია, სადაც პრივატიზების პროცესში მყოფი საწარმოები იყიდება, ან სპეციალიზებული აუქციონები სააქციო საზოგადოებად გარდაქმნილ პრივატიზებულ საწარმოთა აქციების გაყიდვაზე, ასევე ბანკროტ საწარმოთა/დაწესებულებათა ქონების გაყიდვა კრედიტორთა ვალის დაფარვის მიზნით.

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ალა პუგაჩოვა მომავალ შვილს ფილიპს დაარქმევს
გიგი გაჩეჩილაძე: "სალომემ ძალიან გამაწვალა"
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ქორწინებაზე ალაპარაკდნენ
რასელ ბრენდს კეტი პერისთან გაყრა ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია












ნანკა კალატოზიშვილი: "ირაკლი კეიდიას ნახევარ წელიწადში ერთხელ მაშორებენ" 

მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
ჯონდი ბაღათურია: "18 წლის გოგო ერთ თვეში გავაბი მახეში!"
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ვერტმფრენი აჩუქა
კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
რიზ უიზერსპუნის მამას ორცოლიანობაში ადანაშაულებენ
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი არ დაშორებულან
თინა კანდელაკმა ქმარს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია 






































































































