asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

”სიყვარულის მწვანე გვირაბი”
რომანტიკა
”სიყვარულის მწვანე გვირაბი”

2011-11-22 11:41:13



უკრაინულ ქალაქ კლევანში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილია. მას "სიყვარულის გვირაბს ეძახიან". წლის თბილ მონაკვეთში, როცა ხეები ფოთლებს ისხამენ, გვერდიგვერდ მიჯრით დარგული ხეები ერთგვარ გვირაბს ქმნიან, რომელიც რკინგიზის ერთკილომეტრიან მონაკვეთს ფარავს. შეყვარებული წყვილებისთვის უკვე ტრადიციად იქცა მწვანე გვირაბის გავლა, სურვილის ჩაფიქრება და კოცნა. წყვილებს სჯერათ, რომ თუ მათი სიყვარული გულწრფელია, ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ასრულდება. სიყვარული - ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოციაა. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. რელიგიურ კონტექსტში, სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი („ღმერთი სიყვარულია“[1]) და ყოველი ღვთიური კანონის არსია („ოქროს წესი“). სიტყვა სიყვარული შეიძლება სხვადასხვა გრძნობას, მდგომარეობასა და დამოკიდებულებას გამოხატავდეს დაწყებული ზოგადი სიამოვნებიდან („ეს საჭმელი მიყვარს“) დამთავრებული პიროვნებათშორისი ურთიერთობით („ჩემი პარტნიორი მიყვარს“). სიყვარული, თავისი სხვადასხვა ფორმით, პიროვნებათა ურთიერთობაში მთავარი წამყვანია და ცენტრალური ადგილი უკავია ფსიქოლოგიაში; აგრეთვე, სახვით ხელოვნებაში ყველაზე გავრცელებული თემაა. სიყვარულით მოპყრობა იწოდება სიყვარულობად, სიყვარულიან დამოკიდებულებას- სიყვარულიანობა ეწოდება, სიყვარულის გრძნობით შეპყრობილ ადამიანს სიყვარულმოდებული ეწოდება. არსებობს ვნებიანი, მეგობრული, მშობლური, ასევე იდეის, პროფესიის, სამშობლოს სიყვარული. თითეული მათგანი ემოციის არსებობისა და გამოხატვის ხარისხის ინტენსიობით განსხვავდება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სიყვარული
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online