asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ჯორჯ კლუნი შეყვარებულმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო
სტრიპტიზი პრემიერაზე
ჯორჯ კლუნი შეყვარებულმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო

2011-11-19 14:37:25



ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი ლამაზი ქალების დიდი თაყვანისმცემელია. მისი ამჟამინდელი შეყვარებული სტეისი კიბერიც თვალისმომჭრელად მშვენიერია, თუმცა, ამას წინათ მან მსახიობი ძალზე უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. კლუნის ახალი ფილმის „The Descendants“-ის პრემიერაზე სტეისი ჭიპამდე დეკოლტეში გამოცხადდა, თანაც არც ბიუსტჰალტერი ეცვა. პრემიერას ჯორჯის მოხუცი მშობლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც სიცილს ძლივს იკავებდნენ და ცდილობდნენ, შვილის ახალი სატრფოსთვის თვალი აერიდებინათ. თავად სტეისი თავისი სამოსით ერთობ კმაყოფილი ჩანდა და ფოტოგრაფების წინაშე წითელ ხალიჩაზე კეკლუცად პოზირებდა. რაც შეეხება ჯორჯ კლუნის, ისიც ბედნიერად გამოიყურებოდა და ეტყობოდა, რომ ძველი შეყვარებული, ელიზაბეტ კანალისი, კარგა ხანია დაივიწყა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ჯორჯ კლუნი
კავშირი ტეგთან: პრემიერა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online