asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ემა უოტსონმა შეყვარებული უარით გაისტუმრა
ხანმოკლე რომანი
ემა უოტსონმა შეყვარებული უარით გაისტუმრა

2011-11-19 14:10:46



ჰარი პოტერის 21 წლის ბრიტანელი ვარსკვლავის ემა უოტსონისა და 24 წლის ამერიკელი მსახიობის ჯონი სიმონსის რომანი საოცრად ხანმოკლე გამოდგა. წყვილმა ერთმანეთი ნიუ იორკში გადასაღებ მოედანზე გაიცნო და მათ შორის ამურმა გაირბინა, თუმცა, ემა მალე დიდ ბრიტანეთში ოქსფორდში სწავლის გასაგრძელებლად დაბრუნდა. ამის შემდეგ მათ მხოლოდ ორჯერ მოახერხეს შეხვედრა, როცა სიმონსმა როგორღაც გამონახა დრო, ნისლიან ალბიონზე ჩასულიყო და საყვარელი გოგონა მოენახულებინა. აქედან გამომდინარე, მათ სიყვარულს საფრთხე დაემუქრა, თუმცა, ჯონი შეეცადა, იმავე მდინარეში მეორედ შეეცურა და ამ მიზნით კვლავ ბრიტანეთში ჩაფრინდა. მან ემა 28 ნოემბრისთვის ნიუ იორკში თავის დაბადების დღეზე დაპატიჟა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამჯერად დაკავებული ემა აღმოჩნდა. მათი შეხვედრა სულ რაღაც 2 საათს გაგრძელდა. საბოლოოდ უოტსონმა სიმონსი უარით გაისტუმრა და განუცხადა, რომ წვეულებაზე დასწრებას ვერ მოახერხებდა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ემა უოტსონი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online