asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ისტორიაში ყველაზე დიდი ქორწილი ინდოეთში გაიმართება
23 წლის პრატიკ იადავასა და 21 წლის აპარნი ბიშტის ქორწილი
ისტორიაში ყველაზე დიდი ქორწილი ინდოეთში გაიმართება

2011-11-14 21:06:46



ინდოეთში, ქალაქ საფაში არა მხოლოდ ინდოეთის, არამედ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ქორწილი გაიმართება. 23 წლის პრატიკ იადავასა და 21 წლის აპარნი ბიშტის ქორწილი პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის, ასევე პრინც ალბერისა და შარლენ უიტსტოკის ქორწილებს დაჩრდილავს.

წყვილი ამჟამად დიდ ბრიტანეთში სწავლობს. 6-დღიან საქორწინო ცერემონიაში სულ 100 000 ადამიანია მიწვეული. სასიძო და საპატარძლო ინდოეთის ორი ძალიან ცნობილი ოჯახის წარმომადგენლები არიან. სასიძო სოციალისტური პარტიის ლიდერისა და ინდოეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უტარ-პრადეშის შტატის მთავრობის სამგზის მეთაურის, ასევე ინდოეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის - მაულაიმ სინგხი იადავას ვაჟია, საპატარძლო კი - ყველაზე გავლენიანი ინდური გაზეთის თიმეს ოფ ინდია-ს რეგიონული გამოცემის მთავარი რედაქტორის - არვინდ სინგხი ბიშტის ქალიშვილია. სტუმრების სია არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ ბიზნესის, სპორტის, კულტურისა და სხვა სფეროს წარმომადგენელ მრავალ ცნობილ ადამიანს მოიცავს. მდიდრული ქორწილის მომზადებას ნახევარი წელი დასჭირდა. ქორწილი 2 დეკემბერს საფაში დაიწყება და 7 დეკემბერს უტარ-პრადეშის დედაქალაქ ლაკნოუში 1 500 პერსონაზე გათვლილი ბანკეტით დასრულდება. თავად საქორწინო ცერემონია მესამე დღეს გაიმართება. სწორედ ამ დღეს მოიყრის თავს საფაში 100 000 სტუმარი ინდოეთის ყველა კუთხიდან. საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე გაგრძელდება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქორწილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online