| ქალი და მამაკაცი |

ტელე და რადიოწამყვან სალომე გოგიაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი იმედგაცრუებაც იგემა და ღალატიც, მამაკაცების მიმართ ნდობა არ დაუკარგავს და ალბათ ეს დაეხმარა, რომ დიდხანს არ დარჩენილა მარტო. ახლა ის ვახო ნიკოლაიშვილთან ერთად თავს ბედნიერად გრძნობს და ამბობს, რომ ოცნების მამაკაცი იპოვა. "სარკეს" სწორედ ვახოს მაგალითზე ესაუბრა, თუ რა თვისებები მოსწონს მამაკაცში და რა თვისებები სძულს.
– სალომე, არავისთვის არის საიდუმლო, რომ შეყვარებული ხართ. ამჯერად ნამდვილად იპოვეთ ის, ვინც გჭირდებათ?
– შეყვარებული ვარ და როცა გიყვარს, იმასაც ფიქრობ, რომ ის შენი ოცნების მამაკაცია. ამ ეტაპზე ჩემთვის ეს ადამიანი, ვახო ნიკოლაიშვილი, არის ის, ვინც გვერდზე მიდგას, მაგრამ როცა რაღაცას ვამბობ, ყველაფერი უკან და უკან მიდის, ამიტომ ვცდილობ, ამაზე ნაკლები ვილაპარაკო. უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ მყავს ადამიანი, ვისთანაც ბედნიერი ვარ.
– მაგრამ მაინც გთხოვთ ვახოს დახასიათებას – რა თვისებებით მოგხიბლათ მან?
– ყველა ასაკში ადამიანის სხვადასხვა თვისება გხიბლავს. შეიძლება 19 წლისამ გარკვეულ თვისებებს არ მიაქციო ყურადღება, მაგრამ მერე, ასაკის მატებასთან ერთად, მნიშვნელობას ანიჭებ. პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ამ ადამიანმა იცის გვერდში დგომა, იცის სიყვარული. ჩემზე 8 წლით უფროსია და ეს მაძლევს საშუალებას, უფრო მეტად ვენდო, ვიდრე ჩემი ასაკისას. გვერდში დგომა, მზრუნველობა და ყველა ის თვისება ახასიათებს, რაც ქალისთვის საჭიროა.
– ყველამ იცის თქვენი ორი წარუმატებელი ქორწინების ისტორია და გასაგებია, რატომ ანიჭებთ ნდობის ფაქტორს ამხელა მნიშვნელობას. თქვენი გამოცდილებიდან დღეს შეგიძლიათ თქვათ, რომ უკვე აღარ მოტყუვდებით და ცნობთ, მამაკაცი რამდენად სანდოა?
– ვერ ვიტყვი, რომ ამ საკითხში ექსპერტი ვარ. რაც უნდა გამოცდილი იყო, ყველა ადამიანი იმდენად ინდივიდუალურია, რომ გარკვეულმა ქცევამ შეიძლება მაინც დაგაბნიოს. ერთი შეხედვით, გადაჭრით ვერავისზე ვერაფერს ვიტყვი. შეიძლება აზრი გამოვთქვა, მაგრამ შეიძლება შევცდე. ამიტომ ჩემს თავზე ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, რომ ვინმეზე დაზუსტებით ვთქვა რაღაც.
ამ გადმოსახედიდან, რადგან უკვე შემექმნა ადამიანების შეფასების ჩემეული კრიტერიუმი, შემიძლია ვთქვა, როგორ ადამიანთან არ მექნებოდა ურთიერთობა. მიახლოებით შემიძლია ვთქვა, ის ადამიანი რისი გამკეთებელია და რისი – არა.
– მაინც რა თვისებებით შიფრავთ ადამიანს და ამ შემთხვევაში – მამაკაცს?
– პირველ რიგში, ტყუილით. როგორც კი მიხვდები, რომ თუნდაც მეგობარი ძალიან წვრილმან საკითხებშიც კი გატყუებს, ის უკვე სანდო არ არის, რადგან ეს წვრილმანები ერთ დღესაც დიდ პრობლემად იქცევა. ვცდილობ, მატყუარა ადამიანთან ურთიერთობა არ მქონდეს, რადგან ეს თვისება შიშს ბადებს ჩემში.
– როგორ იშორებთ მატყუარას თავიდან?
– ისეთ დისტანციას ვიჭერ, რომ მერე ურთიერთობა თავად აღარ გამოსდის. ყველაზე ცუდი თვისება ტყუილია, რაც ადამიანს არ უნდა ახასიათებდეს, ჩემ გვერდით თუ უნდა ყოფნა. ტყუილმა შეიძლება არ გავნოს, ვიღაც შეიძლება უბრალოდ "მარიაჟობდეს", რომ რაღაც აქვს და ამ დროს იტყუებოდეს, ამით ავსებდეს თავის ცხოვრებას. მე მყავს მეგობარი, რომელიც ამ ტყუილებით ცხოვრებას ილამაზებს, თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს იმაში, რომ შენ დაგაზიანოს და ურთიერთობა გააფუჭოს.
– თქვენ არასდროს გითქვამთ ტყუილი?
– მეც ძალიან ხშირად მითქვამს ტყუილი და არ მჯერა, რომ არსებობს ადამიანი, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ მოუტყუებია. ზოგჯერ ესეც საჭიროა, რადგან ადამიანს ურთიერთობაში შეიძლება გარკვეულწილად დაეხმაროს, მაგრამ ბოროტი ტყუილი არ უნდა იყოს.
– კიდევ რა თვისებები შეგიშლიდათ ხელს მამაკაცთან ურთიერთობაში?
– ვერ ვიტან "მარიაჟ" მამაკაცებს, რადგან ეს კომპლექსი წინა ქორწინებიდან გამომყვა. მას სულ ამით გაჰქონდა თავი, არ ვიცი, ვის აწონებდა ასე თავს. ყოველ შემთხვევაში, იმ დროს მჯეროდა მისი და შემდეგ, რომ გადავამოწმე და მივხვდი, იტყუებოდა, ძალიან ცუდი იყო. ახლა, როცა მესმის, რომ ვიღაც ცდილობს, რაღაცით თავი მოიტანოს შენამდე, სულ ვფიქრობ, ღმერთო, ნეტა ტყუილი არ იყოს და ეს მართლა ასე იყოს–მეთქი. ეს არის ის, რასაც ვერ ვიტან! რაც უნდა მაგარი იყო, რაც უნდა მართლა "სამარიაჟო" გქონდეს, რაც უფრო თავმდაბალი იქნები, მით უფრო კარგია. ჯობს, სხვებმა ილაპარაკონ შენზე, რომ მაგარი ხარ, ვიდრე თვითონ გაგქონდეს თავი. ეს გამაღიზიანებელია და ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა არ მომწონს.
– ქართველი მამაკაცების უმრავლესობისთვის რთულია განათხოვარ ქალთან ურთიერთობის დაჭერა. როგორ აფასებთ მათ ამ კომპლექსს?
– სხვების სახელით როგორ ვილაპარაკო? არსებობენ ძალიან აზიატი მამაკაცები, რომელთაც სურთ, რომ მათი მეუღლე იყოს აუცილებლად ქალიშვილი. და მათი აბსოლუტურად მესმის, იმიტომ, რომ მეც მყავს ვაჟი და გამიხარდება, თუ შეხვდება გოგო, რომელიც იქნება ქალიშვილი და რომლისთვისაც პირველი მამაკაცი იქნება. მაგრამ შეიძლება შეხვდეს გოგო, რომელიც იქნება ჩემს მდგომარეობაში და მხოლოდ იმიტომ არ დავუშლი მასთან ურთიერთობას, რომ ვიცი, რა ცუდია, როცა განათხოვრობის გამო გიწუნებენ. არ განვიკითხავ იმ ქალებს, რომლებიც თავიანთ შვილებს ეუბნებიან, რომ აუცილებლად ქალიშვილი მოიყვანონ ცოლად. უბრალოდ რჩევას მივცემ მათ – ბევრი ქალიშვილი გოგო გაცილებით უარესად იქცევა, გაცილებით უარესი ქმედებები აქვს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ქალიშვილობით არ უნდა განსაზღვრო ადამიანი, რადგან ახლანდელი თაობა, რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, ისეთ საშინელებებს აკეთებს, რომ ვერც წარმოიდგენ. ცდილობენ, თან ქალიშვილობა შეინარჩუნონ და თან ყველაფერს აკეთებენ. ჯობია, ქალიშვილი არ იყოს და ნორმალური სქესობრივი ცხოვრება ჰქონდეს, გადახრების გარეშე. თუ მამაკაცს უყვარხარ, შენთან ცხოვრება უნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სულ გაძახებს, რომ ქალიშვილი არ ხარ, ამას ჯობია პირდაპირ თქვას, არ მინდა, არაქალიშვილთან ურთიერთობა მქონდესო.
– თქვენ შეგექმნათ პრობლემა განათხოვრობის გამო?
– პრობლემა ნამდვილად მქონია, მაგრამ ეს არ იყო ნამდვილი სიყვარული, რადგან ასე რომ ყოფილიყო, ერთად ვიქნებოდით. ალბათ გატაცება იყო. სერიოზული არც არაფერი ყოფილა. ფლირტის დონეზე გვქონდა ურთიერთობა, მამაკაცს რომ მოეწონები და შენც მოგწონს, ისე. მერე ყველაფერი დამთავრდა, რადგან მისმა ოჯახმა თქვა, ჩვენ არაქალიშვილს და შვილიანს სახლში არ შემოვუშვებთო. ეს იყო პირველი ჩემი კომპლექსი, რომლის გამოც მართლა ძალიან ვინერვიულე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიჭი სულ ორჯერ მყავდა ნანახი და მესამედ იმიტომ ვერ ვნახე, რომ ოჯახმა დაუშალა.
მერე რომ დავჯექი და ამ საკითხზე ვიფიქრე, მივხვდი, ადამიანი, რომელიც შენს შვილს ვერ იღებს, ვერ გიგებს, გვერდით არც გჭირდება. შეიძლება ცხოვრება ისე არ აეწყოს, როგორც შენ გსურს და ეს ყველას უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული. მეც მინდოდა, რომ სამაგალითო ოჯახი მქონოდა... ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. ღმერთმა გამომიგზავნა ადამიანი, რომელიც ძალიან ბედნიერია ჩემს შვილებთან ერთად. მათ თავისი შვილებისგან მართლა არ ასხვავებს. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემ გვერდით არის. ვისაც ჩემი შვილები არ უნდოდა, არც მჭირდება!
– რა აღმოაჩინეთ ერთმანეთში თქვენ და ვახომ, რამაც დაგაახლოვათ?
– რაც უნდა ბევრი ეძებო იდეალური ადამიანი, რაღაც ნაკლს ყოველთვის აღმოუჩენ. ამიტომ მამაკაცს ერთი ისეთი დადებითი თვისება უნდა ჰქონდეს, რომ იმ ერთის გამო სხვა ყველაფერზე თვალი დახუჭო. ვახო არის ძალიან სერიოზული, გაწონასწორებული. მას ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს და სულ არ აქვს ჩემნაირი ხასიათი. მე 24 საათი, მიუხედავად პრობლემებისა, შემიძლია გაღიმებული და კარგ ხასიათზე ვიყო. უფრო მსუბუქი ხასიათი მაქვს, მაშინ როცა ვახო დამჯდარი და გაწონასწორებული ბუნებისაა. ამით ერთმანეთს ვავსებთ. ის მეუბნება, რომ ჩემნაირი ადამიანი სჭირდება და მის მიმართ მეც იმავეს ვფიქრობ. მე რომ ჩემნაირი ადამიანი მყავდეს გვერდით, შეიძლება გავაფრინო.
– მამაკაცის გარეგნობა რამდენად მნიშვნელოვანია?
– არა მგონია, შეუხედავი მამაკაცები ვინმეს მოსწონდეს. არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მთავარი სულიერი სილამაზეა. ადამიანი რომ მომეწონოს, ვიზუალურადაც კარგი უნდა იყოს. სულიერება ამის შემდეგ მოდის, თუმცა, თუ სულიერება არ ახლავს ვიზუალს, ეს უკვე სისულელეა, ანუ ორივე საჭიროა.
– დაბოლოს, მამაკაცის ფინანსური მდგომარეობა მისდამი თქვენს დამოკიდებულებაზე გავლენას ახდენს?
– თვითონ ძალიან შრომისმოყვარე ვარ. შემიძლია 24 საათი ვიმუშაო, რადგან ვიცი, ამ მუშაობით ჩემს ოჯახს გავახალისებ. ამიტომ ჩემ გვერდით უნდა იყოს კაცი, რომელიც ჩემსავით შრომისმოყვარე და შემომტანი იქნება. მყავს ორი შვილი, რომელთაც სჭირდებათ მაგალითი, როგორი უნდა იყოს კაცი. ამ შემთხვევაში მათთვის მაგალითი ვახოა, რომელსაც უყურებენ. მინდა, ჩემი შვილები სწორედ მისნაირები გაიზარდონ, განსაკუთრებით კი – ბიჭი, იმიტომ, რომ ვახო ძალიან შრომისმოყვარეა.

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ალა პუგაჩოვა მომავალ შვილს ფილიპს დაარქმევს
გიგი გაჩეჩილაძე: "სალომემ ძალიან გამაწვალა"
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ქორწინებაზე ალაპარაკდნენ
რასელ ბრენდს კეტი პერისთან გაყრა ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია












ნანკა კალატოზიშვილი: "ირაკლი კეიდიას ნახევარ წელიწადში ერთხელ მაშორებენ" 

მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
ჯონდი ბაღათურია: "18 წლის გოგო ერთ თვეში გავაბი მახეში!"
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ვერტმფრენი აჩუქა
კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
რიზ უიზერსპუნის მამას ორცოლიანობაში ადანაშაულებენ
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი არ დაშორებულან
თინა კანდელაკმა ქმარს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია 








