asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დემი მური ქმარს ხშირად ღალატობდა
ვარსკვლავის ცხოვრების ახალი დეტალები
დემი მური ქმარს ხშირად ღალატობდა

2011-11-04 14:57:39



დემი მურის ეშტონ კატჩერთან დაშორების გამო აგორებული სკანდალი ჯერ არ ჩამცხრალა და მურის პირადი ცხოვრების შესახებ ახალი დეტალები ამოტივტივდა. თუმცა, როგორც ჟურნალისტებმა გამოარკვიეს - არც ისე „ახალი“. პოპულარულ ამერიკულ პორტალ Showbizspy.com-ის თქმით, დემის ხანმოკლე სასიყვარულო ინტრიგა ჰქონია 27 წლის კანადელ მსახიობ ბენ ჰოლინგსვორტთან. კანადიდან ამერიკაში კარიერის შესაქმნელად ჩამოსულ ყმაწვილზე ზრუნვა მურს საკუთარ თავზე აუღია. მალე კი მათი მეგობრობა რომანში გადაიზარდა. თვითმხილველების განცხადებით, ისინი სხვადასხვა წვეულებაზე ხშირად ეშტონ კატჩერის გარეშე ჩნდებოდნენ და ბავშვებივით ერთობოდნენ. ერთხელ კი ავტომობილის უკანა სავარძელზე სექსიც კი ჰქონიათ. იმავე წყაროს ცნობით, ეს ამბავი კატჩერს შეუტყვია, მაგრამ, ამის მიუხედავად, მას და ბენს უსიამოვნება არ მოსვლიათ. რაც შეეხება დემი მურთან ურთიერთობას, როგორც ჩანს, ბენს მაინც აღმოაჩნდა იმდენი დელიკატურობა, რომ მურთან შეხვედრები აღარ გაეგრძელებინა და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

დემი მური ქმარს ხშირად ღალატობდა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დემი მური
კავშირი ტეგთან: კანადა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online