| ქალი და მამაკაცი |

"ბოიფრენდებს არასოდეს ვეძებდი"
კამერონ დიასი: "ბოიფრენდებს არასოდეს ვეძებდი"
ძალიან ბევრს უკვირს, რომ კამერონ დიასი მარტოა და გვერდზე საყვარელი მამაკაცი არა ჰყავს, მით უმეტეს, თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ კამერონი უკვე 39 წლისაა. ის ხშირად აღნიშნავს ხოლმე, რომ უყვარს თავისუფლება და საერთოდ არ სჯერა ქორწინების. კამერონის თქმით, ის ქორწინების გარეშეც კარგად გრძნობს თავს და არ აპირებს უახლოეს მომავალში რომელიმე მამაკაცს დაუკავშიროს თავისი ბედი.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ კამერონს არ ექნება ახალი რომანები, რადგან წარსულში მას ბევრ ცნობილ მამაკაცთან ჰქონია რომანი. მაგალითისთვის შეგვიძლია ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯარედ ლეტო მოვიყვანოთ, რომლებთანაც კამერონი კარგად ერთობოდა, მაგრამ ისევე როგორც ახლა, სერიოზული ურთიერთობები არ უნდოდა. კამერონი ეკრანზეც მხიარული გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც თითქმის არაფერი არ ადარდებს. ადვილი სავარაუდოა, რომ სულ მალე კამერონის ცხოვრებაში ახალი მამაკაცი გამოჩნდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი ქორწილით დასრულდება. კამერონის კარიერაში რამდენიმე გამორჩეული ფილმი იყო, რომლებიდანაც არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ფილმი "ნიღაბი", სადაც კამერონი ჯიმ ქერის შეყვარებულს თამაშობს. ასევე "ნიუ იორკის ბანდები", სადაც კამერონს პარტნიორობას ლეონარდო დიკაპრიო უწევს და რომელიც ძალიან მომგებიანი გამოდგა კინოგაქირავებაში. ფილმის შემდეგ ბუნებრივია, ჭორი აგორდა კამერონის და ლეონარდოს რომანის შესახებ, მაგრამ ჭორები ჭორებადვე დარჩა, რადგან რა მოხდა მათ შორის არავინ იცის, თავად ვარსკვლავების გარდა. ფაქტია, რომ ამჟამად კამერონს ბოიფრენდი არ ჰყავს, თუმცა, რამდენ ხანს გაგრძელდება კამერონის მარტო ყოფნა არავინ იცის, რადგან ყველასთვის ცნობილია კამერონის ხასიათი, თან ასაკის მიუხედავად, კამერონი მშვენივრად გამოიყურება. მსახიობი სულ ახალახანს დაშორდა ალექს როდრიგესს, თუმცა ამბობს, რომ მის მიმართ ყოველთვის დადებითად იქნება განწყობილი და მასთან ერთად ყოველთვის კარგ დროს ატარებდა. როგორც უკვე ვთქვით, კამერონს დიდად არ ადარდებს ხოლმე მამაკაცებთან განშორება და ამის გამო დეპრესიაში ის არასოდეს ჩავარდნილა. ვნახოთ როგორ განვითარდება მომავალში მსახიობის კარიერა და პირადი ცხოვრება.
გთავაზობთ ინტერვიუს კამერონ დიასთან.
- ახალ ბოიფრენდს უკვე ეძებთ?
- შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ბოიფრენდებს არასოდეს ვეძებდი, ისინი თვითონ მოდიოდნენ ჩემთან და მიდიოდნენ, ამიტომ არც ახლა ვეძებ ახალ ბოიფრენდს და საერთოდ ვთვლი, რომ ურთიერთობა თავისით უნდა დაიწყოს და განვითარდეს. როდესაც შენს ცხოვრებაში ღირსეული მამაკაცი გამოჩნდება ეს ფაქტი უნდა გაგიხარდეს, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, არც მაშინ არ უნდა შექმნა ტრაგედია. ცხოვრება ისედაც მშვენიერია.
- როდესაც მამაკაცს შორდებით, გული არ გწყდებათ ხოლმე?
- ამის გამო დეპრესიაში არასოდეს ჩავვარდნილვარ, მაგრამ ეს მაინც უსიამოვნოა, თუმცა ყველა მამაკაცთან, რომლებთანაც ოდესმე ურთიერთობა მქონდა, ახლაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს და მათზე ცუდს არაფერს ვფიქრობ. არასოდეს მქონია ისეთი შემთხვევა, რომ მეთქვა, რომ ამ მამაკაცს ვერ ვიტან, ან მისი დანახვა არ მინდა და ა.შ. ასეთი არ ვარ. დეპრესიული ტიპაჟი არასოდეს ვყოფილვარ და მუდამ ვცდილობდი ყველაფერში მხოლოდ კარგი დამენახა.
- თქვენზე ალბათ ბევრი მამაკაცი ოცნებობს.....
- არ მინდა დავიტრაბახო, მაგრამ ეს მართლაც ასეა, ყოველ შემთხვევაში ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, თუმცა ეს უფრო მაშინ ხდებოდა, როდესაც შედარებით ახალგაზრდა ვიყავი, თუმცა, თაყვანისმცემლები ახლაც მყავს. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ვიღაცას უყვარხარ და შენი ყურება სიამოვნებს ეკრანზე, რომ ვთქვა ეს არ მსიამოვნებს-მეთქი, ნამდვილად არ ვიქნები მართალი. ნებისმიერ ქალს სიამოვნებს მამაკაცების ყურადღება.
- კარიერამ ხელი შეგიშალათ პირად ცხოვრებაში?
- ნამდვილად არ შეუშლია. კარიერას თავისი ადგილი უჭირავს და პირად ცხოვრებას თავისი. ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, ამიტომ არ ვეთანხმები იმ მსახიობებს, რომლებიც ამბობენ, კარიერის გამო მათ ვერ მოახერხეს თავიანთი პირადი ცხოვრების აწყობა და დალაგება. ჩემს პირად ცხოვრებაში ასე არასოდეს ყოფილა და კარიერას ჩემთვის ხელი არასოდეს შეუშლია. ამიტომ ვურჩევ მსახიობებს და ცნობილ ადამიანებს, ნაკლები იწუწუნონ.
- რას მიიჩნევთ მთავარ ნაკლად?
- ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომ ამაზე ყურადღება არ უნდა გაამახვილო. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არავითარი ნაკლი არ ექნება და სრულყოფილი იქნება. ჩემს ნაკლად ვთვლი იმას, რომ ზოგჯერ მეტისმეტად ემოციური ვარ და ჩემს ემოციებს ვერ ვაკონტროლებ ხოლმე. ასევე ვარ გულმავიწყი და ზოგჯერ ბევრი რამ უბრალოდ მავიწყდება ხოლმე. სხვა ისეთი განსაკუთრებული ნაკლი არ მაქვს.
- მართალია, თითქოს ჯენიფერ ლოპესთან უთანხმოება მოგივიდათ გადასაღებ მოედანზე?
- ჯენიფერს საკმაოდ თავისებური ხასიათი აქვს და მასთან ურთიერთობა არც ისე ადვილია. მიუხედავად ამისა, მე მაინც შევეცადე, მასთან მეგობრული ურთიერთობა დამემყარებინა. ჯენიფერს ამჟამად არც თუ კარგი პერიოდი უდგას ცხოვრებაში და მე მის მიმართ მხოლოდ თანაგრძნობას განვიცდი. ჩვენ შორის კონფლიქტი არ ყოფილა, მაგრამ ვიმეორებ, რომ ჯენიფერს რთული ხასიათი აქვს. იმედი მაქვს, მას ყველაფერი კარგად ექნება
- ჰოლივუდში დიდხანს დარჩებით?
- აუცილებლად დიდხანს დავრჩები, რადგან ჰოლივუდი ძალიან მიყვარს.

კავშირი ტეგთან: კამერონ დიასი

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ალა პუგაჩოვა მომავალ შვილს ფილიპს დაარქმევს
გიგი გაჩეჩილაძე: "სალომემ ძალიან გამაწვალა"
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ქორწინებაზე ალაპარაკდნენ
რასელ ბრენდს კეტი პერისთან გაყრა ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია

ნანკა კალატოზიშვილი: "ირაკლი კეიდიას ნახევარ წელიწადში ერთხელ მაშორებენ" 

მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
ჯონდი ბაღათურია: "18 წლის გოგო ერთ თვეში გავაბი მახეში!"
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ვერტმფრენი აჩუქა
კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
რიზ უიზერსპუნის მამას ორცოლიანობაში ადანაშაულებენ
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი არ დაშორებულან
თინა კანდელაკმა ქმარს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია 