asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თიკა მახალდიანი: "არ ვარ ისეთი გოგო, ბიჭი მოვინადირო"
”არ ვთხოვდები და არც შეყვარებული მყავს”
თიკა მახალდიანი: "არ ვარ ისეთი გოგო, ბიჭი მოვინადირო"

2011-10-30 13:05:53



22 წლის მომღერალ თიკა მახალდიანს სიყვარული ჯერ არ სწვევია, თუ ბავშვობისდროინდელ ფლირტს არ ჩავთვლით. ვინაიდან თიკას ცხოვრებაში კონკრეტული მამაკაცი თავისი პლუს–მინუსებით ჯერ არ შეჭრილა, მისი მსჯელობა საოცნებო მამაკაცზე ზოგადია და პორტრეტიც, რომელსაც ხატავს, იდეალურთან არის მიახლოებული. ბიჭებს საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს უყენებს და იქვე აღიარებს იმასაც, რომ ნამდვილი მამაკაცების პოვნა ჩვენს დროში ძალიან რთულია.
– თიკა, თქვენს პირად ცხოვრებაში რამე სიახლე ხომ არ არის?
– არა. არ ვთხოვდები და არც შეყვარებული მყავს. ჯერ არ გამოჩენილა ისეთი მამაკაცი, რომელიც მომეწონებოდა.
– შეყვარებულიც არ ყოფილხართ?
– არა, თუ არ ჩავთვლი ბავშვობისდროინდელ ამბავს, როცა ამ გრძნობას სერიოზული სახე არც ჰქონდა.
– როგორ ფიქრობთ, პრეტენზიული ხართ ამ კუთხით?
– შეიძლება ცოტა პრეტენზიული ვარ, მაგრამ კონკრეტული სტერეოტიპიც არ გამაჩნია. მომწონს ისეთი ბიჭები, რომელთაც არაფერი ეშლებათ არც ქალთან, არც უფროსთან და ა.შ. ურთიერთობაში.
– რა არ მოგწონთ თქვენი თაობის გოგონებს ბიჭებში?
– არა მარტო მე, არამედ ჩემი სამეგობროც ამბობს, რომ დღეს ძალიან რთულია ნამდვილი მამაკაცის პოვნა. ფაქტობრივად, ბიჭები მამაკაცურები არ არიან.
– რას გულისხმობთ მამაკაცურობაში?
– უნდა ვგრძნობდე, რომ ძალიან ვუყვარვარ, ეს უნდა მაგრძნობინოს. არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ძვირფას საჩუქრებს, ქცევით უნდა მიმახვედროს, რომ ვუყვარვარ. ზრდილობიანი უნდა იყოს. უნდა ვიგრძნო, რომ ის ძლიერია და არ უნდა იყოს პირიქით, რომ მე მასზე ძლიერი აღმოვჩნდე. ძალიან მაღიზიანებს ქალური მანერების მქონე ბიჭები.
– გარეგნობასაც შევეხოთ, რა ტიპაჟი მოგწონთ?
– როგორც უკვე აღვნიშნე, ჩამოყალიბებული სტერეოტიპი არ მაქვს, მაგრამ, ზოგადად, საშუალოზე მაღალი ბიჭები მომწონს. ბიჭი არც ძალიან მაღალი უნდა იყოს და არც ჩემსიმაღლე. უფრო შავგვრემანი ბიჭები იქცევენ ჩემს ყურადღებას, მაგრამ შეიძლება ქერაც მომეწონოს.
– თავად რატომ გაიღიავეთ თმა? ფიქრობთ, რომ კაცებს ქერა ქალები უფრო მოსწონთ?
– არა, შავგვრემანი ისედაც არ ვიყავი, მაგრამ დიდი ხანია მსურდა, ქერა ვყოფილიყავი და, როგორც იქნა, ეს სურვილი ავისრულე. ჩემი იმიჯის ცვლილება პირადულს არ უკავშირდება.
– გულწრფელად ამბობთ, რომ ყურადღებას არ აქცევთ, რას გჩუქნიან?
– რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა ძვირფასი და გემონებიანი საჩუქრებით განებივრებენ, მაგრამ ვინც მაჩუქებს, ისიც ჩემი გემოვნების უნდა იყოს. მხოლოდ ძვირფასი საჩუქრებით არ მოვიხიბლები.
– თუ სიყვარულია, თოხის ტარზეც იცხოვრებო, ამბობენ. ეთანხმებით?
– ცოტა ხანი, ორი–სამი წელი შეიძლება სიყვარულის გამო დიდი გაჭირვება გადაიტანო, მაგრამ მთელი ცხოვრება ეს ალბათ შეუძლებელი იქნება. ვიცი, რომ მატერიალური კრიზისის გამო ბევრი ოჯახი დანგრეულა და ბევრ წყვილს შორის სიყვარული გამქრალა.
– როცა თქვით, მამაკაცი ჩემზე ძლიერი უნდა იყოსო, ინტელექტუალური სიძლიერე იგულისხმეთ?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ზედმეტად რომ უსვამენ საკუთარ ინტელექტს ხაზს, არც ეს მომწონს. თავისი ცოდნა თავს არ უნდა მომახვიოს. კარგია, თუ ინტელექტუალია, მაგრამ ამით არ უნდა ამაყობდეს.
– მამაკაცის ეჭვიანობას აიტანთ?
– უნდა ვაღიარო, რომ ეს ცოტა მომწონს, ოღონდ ძალიან ეჭვიანი, პათოლოგი არ უნდა იყოს. ასეთთან ცხოვრება არავის მოუნდება. ბუნებრივია, როცა საყვარელ ადამიანზე ცოტას ეჭვიანობ, მაგრამ ეს სკანდალებსა და ჩხუბში არ უნდა გადაიზარდოს.
– თქვენ რამდენად ეჭვიანი ხართ?
– მეგობრებზეც კი ვეჭვიანობ, ეს ბოლო დროს შევამჩნიე.
– რას დათმობდით ან არ დათმობდით საყვარელი მამაკაცის გამო?
– ვერ ავიტან, ვინმემ მეგობრების დათმობა რომ მთხოვოს. ბავშვობის მეგობრები რატომ უნდა დავთმო რამდენიმე თვის წინ გაცნობილი ადამიანის გამო?! რაც შეეხება სამოსის აკრძალვას, გააჩნია, რის ჩაცმას მომთხოვს და რას დამიშლის. ასეთ დროს კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია. თუ ძალიან ამოღებული მაისური არ მოსწონს ადამიანს, რატომ უნდა გააღიზიანო და მაინცდამაინც ისე ჩაიცვა?! რეალურად ისეთი ურთიერთობა, წყვილი ერთმანეთს ყველაფერში უგებდეს, იშვიათია და ამიტომ არის საჭირო ურთიერთშეთანხმება.
– თავად თუ აქცევთ ყურადღებას, მამაკაცს რა აცვია?
– გააჩნია, სად როგორ იცვამს მამაკაცი. არ მომწონს, როცა ბიჭები კოჭთან მოჭერილ შარვლებს ატარებენ. არც მოტკეცილ მაისურებში გამოწყობილი ბიჭები მომწონს. კოსტიუმიც დიდად არ მხიბლავს. ბუნებრივად, თავისუფლად უნდა ეცვას – ჯინსები და მაისური, რომელიც გემოვნებით იქნება შერჩეული.
– იდეალური ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ, ასე თუ ისე, როგორ მამაკაცს უწოდებთ იდეალურს?
– ჯერ არ შემხვედრია იდეალური მამაკაცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობენ. იდეალურია მამაკაცი, რომელიც მუშაობს და არ ზის სახლში, არ არის ზარმაცი, ოჯახისთვის ყველაფერს აკეთებს და, რაც მთავარია, ცოლი უყვარს. იდეალურ მამაკაცს ყველა დადებითი თვისება უნდა ჰქონდეს მაღალ პროცენტებში.
ძალიან მკაცრი ტიპები არ მომწონს, კატეგორიულები რომ არიან. ძალიან ცანცარა ბიჭებიც მაღიზიანებენ. სერიოზული უნდა იყოს. თანაბრად უნდა ჰქონდეს ხასიათში სიმკაცრეც და სილაღეც. იუმორის გრძნობას ვაფასებ. ცუდია, როცა ადამიანს იუმორის გრძნობა არ აქვს. არ მიყვარს ისეთი ბიჭები, რომლებიც გოგონებს ყველაფერზე თავს უქნევენ. მამაკაცს თავისი აზრიც უნდა გააჩნდეს.
– რა სისუსტეს ვერ აპატიებთ მამაკაცს?
– ძალიან ცუდია, როცა მამაკაცი ჭორაობს. თითქოს ამბობენ, რომ ეს ქალების საქმეა, მაგრამ რეალურად, მამაკაცები ჩვენზე მეტს ჭორაობენ. ჩემთვის მიუღებელია მამაკაცი, რომელიც უნებისყოფოა და ერთ ქალთან გაჩერება არ შეუძლია. არიან ბიჭები, რომლებსაც მექალთანეების სახელით ვიცნობთ. და მაინც, ახლა ვერ გეტყვით, მამაკაცს რას ვაპატიებ და რას – ვერა. ამგვარ სიტუაციაში ჯერ არ ვყოფილვარ და წინასწარ არ ვიცი, რას ვიზამ.
– უცნობმა მამაკაცმა რითი შეიძლება მიიქციოს თქვენი ყურადღება?
– მზერით. გააჩნია, როგორ მიყურებს და ასევე, რა თქმა უნდა, ვაკვირდები მის მანერებს, ჩაცმულობას, რამდენად თავისუფალია და ა.შ.
– როგორ ფიქრობთ, თქვენი თაობის გოგონები როგორ ბიჭებს ანიჭებენ უპირატესობას?
– ყველა განიცდის იმას, რომ დღეს მამაკაცური ბიჭები თითქმის აღარ არსებობენ. ძალიან დიდი ბოდიში კაცებთან, მაგრამ ეს ფაქტია. უმრავლესობამ ქალის მიმართ პატივისცემა დაკარგა. აქეთ ითხოვენ გოგოსგან თაყვანისცემას.
– თქვენ შეგიძლიათ, ბიჭს პირველმა აგრძნობინოთ, რომ მოგწონთ?
– არ შემიძლია. ამ შემთხვევაში ძალიან პასიური ვარ. არ ვარ ისეთი გოგო, ბიჭი მოვინადირო.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online