| ქალი და მამაკაცი |

"ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთო"
თიკა ჯამბურია: "ჩემი და ბექას ურთიერთობა ქალის გამო არ დასრულებულა"
ახალგაზრდა პოპულარული წყვილის – მომღერალ თიკა ჯამბურიას და მისი ქმრის, ბექა ხოფერიას – ცხოვრებაში გაურკვევლობის რთული პერიოდი დგას. ისინი ორი წლის წინ დაქორწინდნენ დიდი სიყვარულის შედეგად, გასულ ზაფხულს გოგონაც შეეძინათ, მაგრამ ახლა ცალ–ცალკე ცხოვრობენ. თიკა ამბობს, რომ არ იცის, მომავალში რა მოხდება, შეიძლება ისევ ერთად იყვნენ, შეიძლება აღარც შერიგდნენ. თვითონ 18 წლისები იყვნენ, როცა შეუღლდნენ, ახლა კი თიკა თავის ტოლებს ურჩევს, რომ ოჯახი ნაადრევად არ შექმნან, რადგან მის ოჯახში პრობლემებმა სწორედ იმის გამო იჩინა თავი, რომ ახალგაზრდა ცოლ–ქმარი ქორწინებას ფსიქოლოგიურად მოუმწიფებლები შეხვდნენ. მიზეზი მშობლების ტრადიციული ქართული შეცდომაც იყო – თავის დროზე შვილები დამოუკიდებელ ცხოვრებას არ მიაჩვიეს.
– თიკა, რძალდედამთილიანის თემა საქართველოში ძალიან აქტუალურია. ცნობილია, რომ თქვენ ყოველთვის ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობა გქონდათ თქვენს დედამთილთან, ქალბატონ ხათუნა ხოფერიასთან. ახლაც ასე გრძელდება?
– ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და დღემდე ასე გრძელდება. ის ძალიან მიყვარს. ჩვენ ბევრად ახლო ურთიერთობა გვქონდა, ვიდრე რძალ–დედამთილებს აქვთ საქართველოში.
– ეს თქვენი დამსახურებაა თუ ქალბატონი ხათუნასი?
– ხათუნას დამსახურებაა. თვითონ არის კარგი ადამიანი, სხვანაირად აზროვნებს, ძალიან ვუყვარვარ და ამიტომ სხვანაირი ურთიერთობაც გვაქვს. ყველაფერში მიგებს და მხარში მიდგას.
– როგორც ვიცი, გარკვეული პერიოდი დედამთილთანაც იცხოვრეთ. ორი დიასახლისი ერთ სახლში პრობლემას არ ქმნიდა?
– ნამდვილად ჯობია, რომ წყვილმა ცალკე იცხოვროს, თუმცა, როცა დედამთილთან ვცხოვრობდი, არანაირი პრობლემა არ მქონია. ერთმანეთს ყველაფერში ვუგებდით. ისიც უნდა ითქვას, რომ როცა ცოლ–ქმარი ცალკე დამოუკიდებლად ცხოვრობენ, უფრო იზრდებიან, დამოუკიდებლობას ეჩვევიან, ყველა პრობლემას თუ სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ. სწორედ ამიტომ ჯობია, ცალკე იყვნენ და არა იმის გამო, რომ ორი დიასახლისი ერთ სახლში ვერ გაძლებს. ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როცა ერთად ვერ ძლებენ და საცხოვრებლად ცალკე გადადიან. მე და ხათუნას ეს პრობლემა არ გვქონია.
– ამბობენ, რომ თქვენ და ბექას შორის გაუგებრობა ქალის გამო მოხდა. ადრე ქართველი ქალები ქმრებს ღალატს პატიობდნენ, ბევრს ითმენდნენ და ოჯახებს არ ანგრევდნენ. თქვენს ოჯახში ასე არ გამოვიდა?
– იცით, რა? დღემდე არსებობენ ქალები, რომლებსაც მსგავს შემთხვევებზე თვალის დახუჭვა შეუძლიათ. არსებობენ ოჯახები, სადაც ქმრებს საყვარლები ჰყავთ, ეს ცოლებმა იციან, მაგრამ არაფერს ამბობენ. მე ვთვლი, რომ აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გააკეთო ოჯახის შესანარჩუნებლად, მაგრამ არის რაღაც ზღვარი, როცა უკვე არ არის საჭირო, ამისთვის იბრძოლო, მიუხედავად სიყვარულისა, შეჩვევისა და სხვა.
– თქვენ და ბექას გაქვთ შანსი, რომ კვლავ ერთად იყოთ თუ ამ ქორწინებას წერტილი დაუსვით?
– უფლის გარდა, არავინ იცის, მომავალში რა მოხდება. ასე რომ, ამაზე ვერ გიპასუხებთ.
– პირადად თქვენ თუ უტოვებთ ბექას შანსს, რომ თქვენთან იყოს, შეურიგდებით?
– ყველაფერი დროზეა დამოკიდებული. არ ვიცი, რა მოხდება.
– თქვენი პატარა გოგონას გაზრდაში ვინ გეხმარებათ?
– ჯერჯერობით, ამ ეტაპზე ხათუნასთან არის. ჩემს შვილს ის ზრდის. მე დილიდან საღამომდე უნივერსიტეტში ვარ, დედაჩემი კი ქალაქში არ არის, ამიტომ ვერავინ მეხმარება. მიხარია, რომ ჩემი გოგონა ხათუნასთან არის, რადგან მასთან თავს ძალიან კარგად გრძნობს.
– შვილს ყოველდღე ნახულობთ?
– რა თქმა უნდა.
– დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენ და ბექას?
– აბსოლუტურად ჩვეულებრივი, მეგობრულიც. ისე არ არის, რომ ერთმანეთს არ ველაპარაკებოდეთ. ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს.
– იმ ქალს თუ იცნობთ, ვინც დღეს ბექას გვერდითაა?
– არა, არ ვიცნობ. საერთოდ არ ვიცი, ვინ არის და რა არის, საერთო მეგობარიც არ მყავს იმ გოგონასთან და საერთოდაც ჩვენი ურთიერთობა მის გამო არ დასრულებულა.
– აბა რა იყო ამის მიზეზი?
– ყველაფერი პირამიდასავით აეწყო. პრობლემები ერთმანეთს დაემატა და პიკს მიაღწია. მხოლოდ ღალატი რომ ყოფილიყო, საყვარელ ადამიანს ვაპატიებდი და ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელებულიყო. ორივემ, მეც და ბექამაც, ბევრი რამ დავაშავეთ. ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და... ორივემ დავასკვენით, რომ დრო არის საჭირო იმის მისახვედრად, ღირს თუ არა ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება.
– ნაადრევი ქორწინების ბრალი ხომ არ არის, თქვენი ოჯახის სიმყარე კითხვის ნიშნის ქვეშ რომ დადგა?
– არავის ვურჩევ ადრე გათხოვებას და ცოლის მოყვანას, თუმცა ვთვლი, რომ ჩვენი დაქორწინება ნაადრევი არ ყოფილა. მე და ბექა 13 წლიდან ვიცნობდით ერთმანეთს. 14 წლიდან უკვე შეყვარებულები ვიყავით. საკმაოდ დიდი პერიოდი ვიყავით ერთად და ჩვენი ურთიერთობის ლოგიკური გაგრძელება ცოლქმრობა, ქორწინება იყო. შეყვარებულობის და ცოლქმრობის პირველი პერიოდი ლამაზია, მერე კი უკვე ბევრ სირთულესთან გიწევს შეჯახება, რასაც პატარა ასაკში ძალიან ხშირად ვერ უძლებენ.
ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა გაწვება მხრებზე. ჩვენთან დამოუკიდებელ ცხოვრებას ძალიან გვიან იწყებენ. მშობლებსა და უფროსებზე ვართ დამოკიდებულები და როცა პრობლემები უცებ გეყრება თავზე, ყველაფერი შენი გასაკეთებელი ხდება, საქმეს უკვე პრობლემებად აღიქვამ და გიჭირს. ყველაფერი რთული ხდება.
– ანუ ქართველი მშობლების ბრალია, შვილებს კალთაზე გამოკერებულებს რომ ზრდიან?
– ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს და ეს საშინელებაა. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი პატარა ასაკიდან უნდა შეეჩვიოს დამოუკიდებელ ცხოვრებას. მშობელმა შვილს ხელი უნდა შეუწყოს და, როცა სრულწლოვანი გახდება, სამსახური უნდა უშოვოს. მხოლოდ საცხოვრებლად მარტო გადასვლა დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, თუმცა ესეც კარგია.
– როცა თქვენი შვილი გაიზრდება, რას ასწავლით მას საკუთარი გამოცდილებიდან?
– მე დამოუკიდებლობას საკმაოდ პატარა ასაკიდან შევეჩვიე. ყველაფერი ვიცოდი, ცხოვრების აზრზე ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ისე გამოვიდა, რომ ბევრი რამ კიდევ სასწავლი მაქვს. მინდა, რომ ჩემი შვილი, პირველ რიგში, ჩემი მეგობარი იყოს. ყველაფერი გამანდოს და შესაბამისად, მეც გავუგებ და ყველაფერს ავუხსნი.
– მშობლები თქვენს ამბავს ალბათ ძალიან განიცდიან.
– კი, ძალიან განიცდიან. ყველანაირად ცდილობენ, მხარში დამიდგნენ. შერიგებაზეც მელაპარაკებიან, მაგრამ არაფერს მაძალებენ. არჩევანის საშუალებას მაძლევენ, რომ ყველაფერი თვითონ გადავწყვიტო.
– როგორი დიასახლისი ხართ, ოჯახის საქმეებიც ხომ არ გახდა თქვენთვის ერთ–ერთი პრობლემა?
– რაც ქალმა უნდა იცოდეს, აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება შემიძლია – დალაგება, რეცხვა, გაუთოება, საჭმლის გაკეთება... ისეთ ოჯახში გავიზარდე, რომ ამ ყველაფრს ვუყურებდი და ვსწავლობდი. როცა გავთხოვდი, ყველაფერი ვიცოდი.
– უფროსები არ გეხმარებოდნენ?
– რა თქმა უნდა, მეხმარებოდნენ, მაგრამ ყოველთვის ჩემ გვერდით ვერ იქნებოდნენ. ოჯახის საქმეების მიხედვა მე მიწევდა.
– რომელი ქართული ტრადიცია გიყვართ განსაკუთრებულად?
– დღესასწაულებზე ოჯახის ყველა წევრი რომ ვიკრიბებით. სამი და ვართ, სამივე გათხოვილი და ასეთ დღეებში ყველა ვიკრიბებით ხოლმე. ლამაზი ტრადიციაა – სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთად სხდებიან და დღესასწაულებს აღნიშნავენ.
– მეგრულ ოჯახებში სუფრები ყოველთვის უხვია. თქვენთანაც ასეა?
– არ მიყვარს, როცა სუფრაზე საჭმელები ერთამენთზე სართულებად აწყვია. დედაჩემი არაჩვეულებრივი მზარეულია, ჩვენს ოჯახში ძირითადად მეგრული სუფრები იშლება. ძალიან მიყვარს, როცა სუფრას კარგი თამადა უძღვება.
– თქვენი ქორწილიც ტრადიციული იყო, არა?
– კი, ტრადიციული ქორწილი გვქონდა, ოღონდ – თანამედროვე შტრიხებით. მაგალითად, თანამედროვე ქორწილებიდან გადმოღებული გვქონდა, მამას შვილი რომ მიჰყავს და სასიძოს აბარებს. ჩვენს ქორწილში ბენდი უკრავდა, "დარი–დური" სიმღერები არ ყოფილა. ქართველი მომღერლები მღეროდნენ. ვიცეკვეთ ქართული, წინასწარ დავდიოდით ცეკვაზე და მოვემზადეთ. თეთრი კაბა მეცვა. არ მესმის, პატარძალმა სხვა ფერის კაბა რატომ უნდა ჩაიცვას. ყველა გოგო ბავშვობიდან თეთრ, ფუშფუშა საპატარძლო კაბაზე ოცნებობს, რომ დედოფალს ჰგავდეს.
– დასანანია, რომ ასეთი ზღაპრული ქორწილებიც კი ვერ ამართლებს და მათ ხშირად მოჰყვება ხოლმე მეორე, მესამე ქორწინება. ეს თქვენთვის მისაღებია?
– მე არ ვთვლი, რომ მეორედ გათხოვება ცუდია. ჩემთვის მეორედ გათხოვებაც მისაღებია და მესამედაც, თუკი ამის საჭიროება იქნება, რადგან ქალმაც უნდა იპოვოს ბედნიერება და მამაკაცმაც. თუმცა ამაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა.

კავშირი ტეგთან: თიკა ჯამბურია

კავშირი ტეგთან: ქალი

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ალა პუგაჩოვა მომავალ შვილს ფილიპს დაარქმევს
გიგი გაჩეჩილაძე: "სალომემ ძალიან გამაწვალა"
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ქორწინებაზე ალაპარაკდნენ
რასელ ბრენდს კეტი პერისთან გაყრა ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია

ნანკა კალატოზიშვილი: "ირაკლი კეიდიას ნახევარ წელიწადში ერთხელ მაშორებენ" 

მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
ჯონდი ბაღათურია: "18 წლის გოგო ერთ თვეში გავაბი მახეში!"
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ვერტმფრენი აჩუქა
კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
რიზ უიზერსპუნის მამას ორცოლიანობაში ადანაშაულებენ
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი არ დაშორებულან
თინა კანდელაკმა ქმარს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია 