| ქალი და მამაკაცი |

მამაკაცი მიატოვეთ ან ის წავიდა თქვენგან. მარტოობასთან შეგუება გიჭირთ. ოცნებობთ და ელით მამაკაცს, რომელიც ბედნიერი მომავლის იმედს დაგიბრუნებთ. სულიერი წონასწორობა რომ აღიდგინოთ, აუცილებელია თქვენი ქმედებები გააანალიზოთ.
დაუბრუნდით რეალობას
ადამიანი, რომელიც თავის პარტნიორს დაშორდა, ჩვეულებრივ, საკუთარ თავში იკეტება, წარსულს იხსენებს და მომავალზე ოცნებობს, მაგრამ ასეთ ნებაყოფლობით "პატიმრობას" მალე მორალურ და ფიზიკურ გამოფიტვამდე მიჰყავს. აუცილებელია რეალობას დაუბრუნდეთ, რაც უნდა მძიმე იყოს იმ მომენტში.
წარსულს ნუ შეალამაზებთ
როდესაც წარსულზე ფიქრობთ, ყოველთვის მხოლოდ კარგს იგონებთ. წარსული არავითარ შემთხვევაში არ შეალამაზოთ. უმჯობესია გაიხსენოთ ბევრი პატარა უხერხულობა და დაუკმაყოფილებელი სურვილები ერთად ცხოვრებიდან – საკუთარი თავისთვის დროის უკმარისობა, პარტნიორზე ნაწილობრივი დამოკიდებულება, გაუთავებელი და უსარგებლო საუბრები, ოჯახური მოვალეობები... ასეთი მოგონებები დაგეხმარებათ, თქვენი მდგომარეობის უპირატესობა დააფასოთ.
ნუ იცხოვრებთ ტრანსში
ცხოვრობთ იმედით, რომ შეხვდებით ადამიანს, რომელიც ახალი ცხოვრების დაწყებაში დაგეხმარებათ. იმედოვნებთ, რომ ეს მოხდება არა – ოდესმე, არამედ ხვალ. ეცადეთ, რეალობას თვალი გაუსწოროთ. მთავარია – ტრანსში არ ჩავარდეთ. დროის მოსაკლავად წვრილმანებზე ფაციფუცსა და ფუსფუსს მოეშვით. მთელი თქვენი ძალა და ენერგია რაიმე პროექტის შესრულებისკენ მიმართეთ.
შეიძლება ცხოვრების ყოველდღიურმა რუტინამ ჩაგითრიოთ: არასაჭირო მოვალეობებს მხოლოდ იმიტომ იგონებთ, რომ მათი დახმარებით დრო "დაივიწყოთ". უმჯობესია, ამ პრობლემას რაციონალურად მიუდგეთ. ჩაეწერეთ უცხო ენების შემსწავლელ კურსებზე, ცეკვის გაკვეთილებზე იარეთ ან ხანდაზმულ მეზობელს დახმარება შესთავაზეთ. მთავარია – თქვენი ქმედებების სარგებლიანობა შეიგრძნოთ.
გახდით ცოტათი ეგოისტი
როდესაც ორი ადამიანი ერთად ცხოვრობს, ზოგჯერ ეგოისტად ყოფნას წყვეტენ. ახლა თქვენი სარგებელი იმაშია, რომ შეგიძლიათ მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქროთ. არავისი არაფერი გმართებთ და არავის წინაშე ხართ ვალდებული. დრო გაქვთ, საკუთარი თავით დაკავდეთ.
ავანტიურის გარეშე
მარტოხელა ქალები მიდრეკილები არიან ვოლუნტარიზმისკენ. ისინი ასე მსჯელობენ: "თუ საზოგადოებაში ხშირად გამოვჩნდები, ოცნების მამაკაცს მით უფრო მალე შევხვდები". ეს მცდარი აზრია. მასთან შეხვედრა, ჩვეულებრივ, მოულოდნელად ხდება. ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არ უნდა გამოხვიდეთ, პირიქით, მაგრამ იქ არ უნდა იაროთ განზრახვით: "შეიძლება უცებ ვინმე ვიპოვო".
სამყაროსთვის ღია იყავით
თქვენს სიტუაციაში შესაძლებელია მეორე უკიდურესობა, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ. არ ჩაიკეტოთ სახლში იმაზე ფიქრით, რომ ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო უკვე მოხდა, რომ წინ მხოლოდ მარტოობა და სიბერე გელით. მთელი კვირის შრომის შემდეგ რატომ ართმევთ თავს შესაძლებლობას ქალაქგარეთ გახვიდეთ, ბუნების სიმშვენიერით დატკბეთ და უბრალოდ სუფთა ჰაერი ისუნთქოთ? და ნუ დაუსვამთ თავს კითხვას: "რატომ". ამ შემთხვევაში აუცილებლად გაიხსენეთ წარსული: რამდენჯერ მომხდარა, რომ სასიამოვნოდ გაუოცებიხართ სწორედ იმ გასეირნებას, რომელზედაც უხალისოდ წასულხართ.
ყოველთვის გახსოვდეთ: ცხოვრება გრძელდება.
ჟურნალი სარკე, N 29

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ალა პუგაჩოვა მომავალ შვილს ფილიპს დაარქმევს
გიგი გაჩეჩილაძე: "სალომემ ძალიან გამაწვალა"
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ქორწინებაზე ალაპარაკდნენ
რასელ ბრენდს კეტი პერისთან გაყრა ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია












ნანკა კალატოზიშვილი: "ირაკლი კეიდიას ნახევარ წელიწადში ერთხელ მაშორებენ" 

მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
ჯონდი ბაღათურია: "18 წლის გოგო ერთ თვეში გავაბი მახეში!"
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ვერტმფრენი აჩუქა
კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
რიზ უიზერსპუნის მამას ორცოლიანობაში ადანაშაულებენ
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი არ დაშორებულან
თინა კანდელაკმა ქმარს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია 






















































































