asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რაც უფრო შორს ხარ...
მყარი ურთიერთობის საიდუმლო
რაც უფრო შორს ხარ...

2011-07-19 14:58:14



სიყვარული და ქორწინება სხვადასხვააო, ირწმუნებიან სკეპტიკოსები. ცოლქმრობა გრძნობებს ანელებსო, ამბობენ მავანნი და საამისოდ მაგალითებსაც არ იშურებენ. თუმცა, რას გაიგებ, ზოგი შეყვარებული წყვილი, კუბოს კარამდე რომ ერთგულებას ეფიცება ერთმანეთს, ქორწინებიდან სულ მცირე ხანში დაშორებულა, მაგრამ, არც ისეთი შემთხვევებია იშვიათი, რომ ოჯახი სრულიად პრაგმატული მოსაზრებებით, ყოველგვარი ვნებისა და ცეცხლოვანი სიყვარულის გარეშე შექმნილა და საკმაოდ მტკიცეც აღმოჩენილა. ყველას აინტერესებს, მაინც რა არის მყარი ოჯახის საიდუმლო? მოთმინებასა და ურთიერთგაგებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ფსიქოლოგების ერთი ნაწილის აზრით, თურმე, რაც უფრო იშვიათად ხედავს ცოლ-ქმარი ერთმანეთს, მათი ურთიერთობა უფრო გამძლე ყოფილა. ალბათ იმიტომ, რომ ნაკლებად აქვთ დრო საურთიერთოდ და არ სურთ, ეს მცირე ხანი ჩხუბსა და აყალმაყალში გაატარონ. დაგვეთანხმებით, სიმართლის მარცვალი ამ ვარაუდში ნამდვილად არის. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ყველაზე მყარი ურთიერთობა იმ წყვილებს აქვთ, რომლებიც ერთმანეთის გვერდით კვირაში არა უმეტეს ოთხ საათს ატარებენ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ურთიერთობა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online