| ქალი და მამაკაცი |

ის ყველანაირად ცდილობდა, თავისი ორსულობა დაემალა. საფრანგეთის პირველი ლედი კარლა ბრუნი–სარკოზი უახლოეს მეგობრებსაც არ უმხელდა, რომ მალე შვილს გააჩენდა, მაგრამ ყველაფერი გაცხადდა – ახალი წლისთვის კარლა და ნიკოლა სარკოზის ნანატრი შვილი ეყოლებათ. ბრუნი ამ ბავშვისთვის სამი წელი ლოცულობდა.
საფრანგეთის პირველი ლედის ორსულობა კიდევ კარგა ხანი დარჩებოდა საიდუმლოდ, რომ არა სარკოზი უფროსის ინტერვიუ. საფრანგეთის პრეზიდენტის მამამ ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა, უზომოდ ბედნიერი ვარ კარლას ორსულობით, მართალია, მშობლებს არ სურთ ბავშვის სქესის წინასწარ გაგება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გოგონა იქნება, თან ისეთი ლამაზი, როგორიც კარლაო.
როდესაც ეს ინტერვიუ კარლამ გაზეთში წაიკითხა, შეშინდა. ყველაზე მეტად მას არ უნდოდა ამ ეტაპზე პრესის ყურადღების მიქცევა. დამალვას აზრი აღარ ჰქონდა. იცოდა, რომ ყველა მასზე დაიწყებდა ლაპარაკს, ამიტომაც მიხვდა, რომ რაც უფრო თამამად მოიქცეოდა, მით ნაკლებ თემას მისცემდა ჭორიკნებს.
ახლოვდებოდა დიდი რვიანის მაისის სამიტი დოვილში. 43 წლის კარლამ სამიტის გახსნისათვის სპეციალურად აარჩია ბალახონის სტილის თეთრი კაბა, რომელიც მის მდგომარეობას გამოკვეთდა. კაბაში მართლაც ძალიან ლამაზად ჩანდა მისი პატარა მუცელი. ამის შემდეგ ყვითელი პრესაც შეეგუა, რომ საფრანგეთის ნომერ პირველ ოჯახში ყველაფერი კარგადაა.
ფუფუნებით ცხოვრებას კარლა ბავშვობიდან მიეჩვია, პატარაობიდან ტრიუფელისგან მომზადებულ სუპს მიირთმევდა. ის ცნობილი იტალიელი ბიზნესმენისა და კომპოზიტორის, ალბერტო ბრუნი ტედესკის და პოპულარული პიანისტის, მარიზა გორინის ქალიშვილი იყო და მდიდრულ სახლში, ანტიკვარული ავეჯით გაწყობილ ინტერიერში იზრდებოდა.
გოგონა გატაცებული იყო პიანინოზე დაკვრით, მაგრამ როცა დრო მოვიდა, სორბონას უნივერსიტეტში არქიტექტურულზე ჩააბარა. ბევრი გაცდენის გამო ის მესამე კურსიდან გარიცხეს, მაგრამ ამაზე დიდად არც უდარდია, რადგან უკვე მსხვილ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობდა.
ამ სფეროში მას გზა დამ, ცნობილმა მსახიობმა ვალერია ბრუნიმ გაუკვალა. ერთ–ერთი მისი მეგობარი პარიზის მოდის კვირეულ "პრეტ ა პორტეს" ორგკომიტეტის შემადგენლობაში შედიოდა. როცა მან კარლა პირველად ნახა, მოეწონა და პირდაპირ მოდის კვირეულზე გაუშვა პოდიუმზე.
მაღალი, ცისფერთვალება, მეტყველი სახე და შეუდარებელი ქარიზმა – ეს კარლა ბრუნის საფირმო ნიშანი იყო სამოდელო სფეროში. ის თანამშრომლობდა ისეთ დიზაინერებთან, როგორებიც არიან ვერსაჩე, ჯანფრანკო ფერე, კარლ ლაგერფელდი. პოდიუმზე კლაუდია შიფერის, სინდი კროუფორდისა და ლინდა ევანჯელისტას გვერდით იდგა და ერთ–ერთ მაღალანაზღაურებად მოდელად ითვლებოდა. ამ გზით მან 7,5 მლნ დოლარი დააგროვა.
29 წლის ასაკში კარლამ განაცხადა, რომ პოდიუმს ტოვებდა. ჟურნალისტებმაც კრიტიკული სიტყვები არ დაიშურეს მის მიმართ – ახალგაზრდობა წავიდა, ასეთი ტიპაჟი მოძველდა... ამგვარმა სიტყვებმა კარლას გული ატკინა და გადაწყვიტა, პრესკონფერენცია მოეწყო, მაგრამ ჟურნალისტებთან კითხვა–პასუხს თავი აარიდა და მოკლე განცხადებით შემოიფარგლა: "მე გადავწყვიტე, საქმიანობის სფერო შევიცვალო და ვისაც ეს არ მოსწონს, ტ...–ში წავიდეს".
მოგვიანებით პირველმა ლედიმ თავისი ცხოვრების ეს ეპიზოდი საკუთარ წიგნში ასეთივე ფორმით შეიტანა. მან ასევე არ ამოიღო თავისი ცხოვრებიდან ათწლეულების წინ ნათქვამი სიტყვები: "დროდადრო მე ვუშვებ მონოგამიას, მაგრამ უპირატესობას ვანიჭებ მრავალცოლიანობას და მრავალქმრიანობას".
კარლას საყვარლების გალერეა მართლაც შთამბეჭდავია. მათ შორის არასოდეს ყოფილან უბრალოდ მამაკაცები, თითოეული მათგანი ცნობილი სახელი და პიროვნება იყო. როგორც კი მოდელიდან მომღერლად გადაიქცა, კარლას ხშირად ხედავდნენ ცნობილი ფრანგი კომპოზიტორის ჟულიენ კლერკის გარემოცვაში. ის უწერდა მუსიკას, თავად კი ლექსებს წერდა. მათი თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა, რადგან პირველივე სიმღერა გაჰიტდა.
სწორედ მუსიკის წყალობით დაუმეგობრდა კარლა როკის პატრიარქ მიკ ჯაგერს. ახალ საყვარელთან მან გარისკა და საგასტროლო ტურნე მოაწყო, მაგრამ უკან იმედგაცრუებული დაბრუნდა. მიკის ხშირი ღალატი – კულისებში, საგრიმიოროში, ავტობუსში – კარლასთვის აუტანელი გახდა. როდესაც მიკი საკუთარ საწოლში უცხო ქალთან ერთად აღმოაჩინა, ყველაფერი დამთავრდა.
ერთი თვის შემდეგ კარლა უკვე კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ვენსან პერესთან ერთად მიაბიჯებდა, ჰოლივუდის დასაპყრობად კი მისთვის იდეალური მამაკაცი კევინ კოსტნერი აღმოჩნდა, ხოლო მანჰეტენი მას დონალდ ტრამპმა გააცნო. ასეთი მოგზაურობის შემდეგ კარლა პარიზს დაუბრუნდა, სადაც მალე გამოჩნდა ცნობილ გამომცემელ ჟან პოლ ენდჰოვერთან ერთად. კარლას ცხოვრების ყველაზე დიდი სკანდალიც სწორედ აქედან დაიწყო. ნახევარი წლის შემდეგ პაპარაცებმა კარლა ძვირფას რესტორანში კოცნისას დააფიქსირეს, მისი პარტნიორი კი ენდჰოვერის ვაჟი, რაფაელი იყო. პურიტანულმა საფრანგეთმა კარლას ასეთი საქციელი საჯაროდ დაგმო.
მალე ისიც გაირკვა, რომ ლამაზმანის გამო რაფაელი ცოლს გაშორდა. კარლა ბრუნიმ კი მალე განაცხადა, რომ ორსულად იყო. ვაჟის, ორელენის დაბადების მიუხედავად, კარლამ რაფაელის მიყვანა საკურთხეველთან მაინც ვერ შეძლო. ურთიერთობა ექვს წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, სანამ კარლამ ერთ მშვენიერ დღეს რაფაელს არ უთხრა: "თავიდან მომშორდი!".
ალბათ კარლა არ ტყუის, როდესაც ამბობს, რომ დაიღალა ენდჰოვერთან ურთიერთობით და საერთოდ მამაკაცებისგან დასვენება გადაწყვიტა, მაგრამ შესვენება დიდხანს არ გამოუვიდა. მაისში რაფაელს გაშორდა, ნოემბერში კი პირველად ივახშმა პრეზიდენტ სარკოზისთან. ისინი ერთმანეთს საერთო მეგობარმა, ადვოკატმა არნო კლარსფელდმა გააცნო.
ქალაქგარეთ ვილაზე მოწყობილ კერძო წვეულებაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა პირველად ნახა თავისი ოცნების ქალი. იმ პერიოდში ის უკვე გაშორებული იყო ცოლს, სესილიას, რომელთანაც 20 წელი იცხოვრა. თითოეულისათვის ეს ქორწინება მეორე იყო. პირველი ქორწინებიდან სესილის ორი ქალიშვილი – ჯუდიტი და ჟან მარი ჰყავს, ხოლო ნიკოლას ორი ვაჟი – პიერი და ჟანი. მათ ჰყავთ საერთო შვილიც, 10 წლის ლუი.
ნიკოლა სარკოზის ყოველთვის ჰქონდა ლამაზი ქალების მოხიბვლის უნარი. პირველად ის 1982 წელს დაქორწინდა კორსიკელ მარი დომინიკ კიულიოლიზე. ოჯახი თითქოს ბედნიერი იყო, ორი შვილი ეყოლათ, სარკოზიც ქალაქ მეის მერი გახდა. ორი წლის შემდეგ კი მის ცხოვრებაში სესილი გამოჩნდა და ფარული რომანიც დაიწყო.
მარია მალე მიხვდა, რომ მის ქმარს საყვარელი ჰყავდა. თვალთვალი დაუწყო და ერთ–ერთი სასტუმროს ნომერში საყვარლებს თავზე დაადგა. შეშინებული სარკოზი იძულებული გახდა, სასტუმროს ფანჯრიდან გადამხტარიყო. როდესაც ეს ამბავი გახმაურდა, ყველამ გაიგო, რომ ნიკოლას თავისი საუკეთესო მეგობრის, ტელეწამყვან ჟაკ მარტენის ცოლთან ჰქონდა რომანი.
ფარული რომანის გამოაშკარავებამ ბევრი რამ შეცვალა. სესილია ქმარს გაშორდა სიტყვებით: "მე უბედური ვიყავი შენთან". სარკოზიმაც მიატოვა ცოლი და ახალ სიყვარულთან თამამად დაიწყო ცხოვრება. არც ახალ ცოლთან გამხდარა ნიკოლა ბედნიერი. ელისეს სასახლეში გადაბარგებამ კი მათი ურთიერთობა საბოლოოდ გააცია. გაყრისგან თავს მხოლოდ იმიტომ იკავებდნენ, რომ წინ საპრეზიდენტო არჩევნები იყო. როგორც კი არჩევნებში გამარჯვებას მიაღწია, ნიკოლამ ცოლს დაურეკა და უთხრა, დროა, ერთმანეთს ცივილურად დავშორდეთო.
თავის წიგნში ბრუნი წერს: "არ მოველოდი, თუ ცხოვრებაში იმდენად საინტერესო და სიცოცხლით სავსე ადამიანს შევხვდებოდი, როგორიც ნიკოლა აღმოჩნდა. დღემდე მახსოვს ის წვეულება, სადაც ერთმანეთი გავიცანით. მას ვთხოვე, რომ სახლამდე მივეცილებინე. მეორე დღეს ის უკვე ჩემს სახლთან დიდი თაიგულით მოვიდა. პროტოკოლის სრული დაცვით ჩვენ ერთმანეთის შესახებ ბევრი რამ გავიგეთ".
სულ მალე ბულვარულ პრესაში გამოჩნდა ფოტო, სადაც კარლა და ნიკოლა დისნეილენდში იყვნენ. მათთან ერთად კარლას ვაჟი ორელენიც იყო. ჩინეთიდან დაბრუნებულმა ნიკოლამ საყვარელ ქალს ელეგანტური ბეჭედი ჩამოუტანა კოლექციიდან "ვამპირის საცოლე". ბეჭედს შიდა მხრიდან გრავიურა ჰქონდა: "მარადიული სიყვარული ვამპირსა და ქალწულს შორის".
ყველას ეგონა, რომ ეს რომანი სერიოზულ ურთიერთობაში არ გადაიზრდებოდა, მაგრამ ელისეს სასახლეში პრეზიდენტმა განაცხადა: "მინდა, ბოლო მოვუღო ჭორებს. არ მინდა ვიყო მატყუარა, არ მინდა, ვიმალებოდე. მე ცოლად კარლა მომყავს". ნიკოლას ეტიკეტის დარღვევაც მოუხდა იმის გამო, რომ ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე გვერდით მეგობარი ქალი ჰყოლოდა.
ძალიან სწრაფად დაქორწინებას ისინი ბრიტანეთში ვიზიტს უნდა უმადლოდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი ბრიტანეთში დიდი ხანი იგეგმებოდა. სამეფო ოჯახის პროტოკოლის გათვალისწინებით კი, ნიკოლას უფლება არ ჰქონდა, ოფიციალური მიწვევის დროს მეგობარ ქალთან ერთად ჩასულიყო. ნიკოლას კარლას გარეშე წასვლა არ სურდა და ფიქრობდა, ბრიტანეთისთვის უარი ეთქვა. და აი, აქ გამოჩნდა საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი, ბერნადეტ შირაკი და შეყვარებულებს ურჩია, სასწრაფოდ დაქორწინებულიყვნენ. 2008 წლის 2 თებერვალს ისინი დაქორწინდნენ კიდეც.
ბრუნის ორსულობის შესახებ პირველად 2010 წელს ალაპარაკდნენ, როდესაც ის ვუდი ალენის ფილმში მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა. გადასაღებ მოედანზე რამდენჯერმე ნიკოლა სარკოზიც მივიდა. ამ დროს ორ რამეს ვარაუდობდნენ – სარკოზი ეჭვიანობდა კარლას პარტნიორზე ფილმში ოუენ უილსონზე ან მეორე, მას არ მოსწონდა, რომ ფეხმძიმე ცოლი მთელ დღეს სამუშაოს უთმობდა. მაშინ ორსულობა არ დადასტურდა.
წლის ბოლოს, შობადღეს, საფრანგეთის პირველი ოჯახი დასასვენებლად გაემგზავრა. მათ მოინახულეს ტაჯ მაჰალი, სადაც ტაძრის მსახურებს სთხოვეს, ელოცათ, რომ ბიჭი ჰყოლოდათ. სახლში დაბრუნებისას ეს ამბავი კარლამ შინამოსამსახურეს, მაროკოელ გოგოს გაანდო, რომელმაც რამდენიმე ათასი ევროს სანაცვლოდ ეს ინფორმაცია ერთ–ერთ ფრანგულ ტაბლოიდს გაუმხილა.
ბავშვის სქესი ამ დრომდე უცნობია. მორიგი მემკვიდრე საფრანგეთის პრეზიდენტისათვის მომავალი არჩევნების წინ იდეალური საჩუქარი იქნება. საფრანგეთში ჩატარებული სხვადასხვა გამოკითხვის შედეგად, ფრანგები უკვე მიეჩვივნენ პრეზიდენტის ოჯახს და იმედი აქვთ, რომ ისინი 2012 წელსაც აქტუალურები იქნებიან.

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ალა პუგაჩოვა მომავალ შვილს ფილიპს დაარქმევს
გიგი გაჩეჩილაძე: "სალომემ ძალიან გამაწვალა"
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ქორწინებაზე ალაპარაკდნენ
რასელ ბრენდს კეტი პერისთან გაყრა ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია












ნანკა კალატოზიშვილი: "ირაკლი კეიდიას ნახევარ წელიწადში ერთხელ მაშორებენ" 

მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
ჯონდი ბაღათურია: "18 წლის გოგო ერთ თვეში გავაბი მახეში!"
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ვერტმფრენი აჩუქა
კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
რიზ უიზერსპუნის მამას ორცოლიანობაში ადანაშაულებენ
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი არ დაშორებულან
თინა კანდელაკმა ქმარს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია 






















































































