| ქალი და მამაკაცი |

საიდუმლო არ არის, რომ კრიზისის დროს ბევრი სტაბილურ სამსახურს კარგავს ან დაპირებულ მომატებულ ხელფასს არ იღებს. მსგავსი სიტუაციები განსაკუთრებით მამაკაცებზე მოქმედებს მტკივნეულად. ასეთ შემთხვევებში შეიძლება თუ არა ფსიქოლოგიური დისკომფორტის შემსუბუქება და სერიოზულ გამწვავებამდე არმიყვანა?
გათავისუფლებული ხართ!
ჩვეულებრივ, ძლიერი სქესი მსგავს სიტუაციებზე მტკივნეულად რეაგირებს მამაკაცური ფსიქოლოგიისა და ჩვენი კულტურული ტრადიციების გამო. სამწუხაროა, თუ ცოლი ამ დროს თავს ვერ იკავებს ცდუნებისგან და თავის შეძლებულობას ხაზგასმით აღნიშნავს. ძვირადღირებული ტანსაცმლით იმოსება, ზოგჯერ ქმარს გესლიან და დამცინავ შენიშვნებს აძლევს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ცოლის მიმართ უხეშობისა და აგრესიის გამოხატვას იწყებს. ყველაფერ ამას შედეგად შეიძლება ურთიერთობის დაძაბვა და საბოლოოდ ოჯახის დანგრევა მოჰყვეს. ამის თავიდან ასაცილებლად ყველა ღონე იხმარეთ.
უსაფრთხოების ტექნიკა
რისხვას განსაზღვრულ ჩარჩოებში გამოსავალი მიეცით. მამაკაცებისთვის სტრესზე ასეთი რეაქცია უფრო ბუნებრივია. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ქმრები, რომლებიც ბრაზს გულში იხშობენ, გულის შეტევით ორჯერ უფრო ხშირად იღუპებიან იმათთან შედარებით, ვინც ემოციებს ღიად გამოხატავენ.
თუ რისხვას გულში იხშობს ქალი, გულის შეტევით გამოწვეული სიკვდილიანობა 11%–ზე მეტს შეადგენს. რაც შეეხება ჩხუბს, ასეთი რისკი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში ნულამდე მცირდება. ასე რომ, წაჩხუბება არც ისეთი საშინელებაა, მთავარი კარგად შერიგებაა.
ისაუბრეთ. მეუღლეებმა აუცილებლად უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ ეს სიტუაცია დროებითია და ყოველთვის ასე არ იქნება. დღეს ცოლს უფრო მეტად გაუმართლა, ხოლო 3 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება და ქმარი უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაოს იპოვის.
ოჯახში მოვალეობები და როლები გადაინაწილეთ. ორ ფრონტზე მუშაობა რომ გაგიადვილდეთ, "ქალური" საზრუნავის და საოჯახო საქმეების ნაწილი მამაკაცს მხრებზე აჰკიდეთ. ალბათ ასეთ ცვლილებებზე სიამოვნებით არ დათანხმდება, მაგრამ ეცადეთ, ახალი "თამაშის წესები" წინასწარ დაადგინოთ.
ღარიბული სადილი
თუ სიტუაცია თქვენს ოჯახში საპირისპიროა, ქმარი იმავე სამუშაოზეა, მაგრამ ხელფასი შეუმცირეს? ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია თქვენი ყველა გასავლის აღნუსხვა დაიწყოს, რასაც წინათ არასოდეს აკეთებდა. ცდილობს, ოჯახში მკაცრი ეკონომიის რეჟიმი შემოიღოს. მის ასეთ ქცევაში გასაოცარი არაფერია. არ იჩქაროთ და წუწურაქობაში არ დაადანაშაულოთ. უბრალოდ, ცდილობს, ახალ სიტუაციაში ლოგიკური გადაწყვეტილება მოსინჯოს და ხეირი ნახოს.
უსაფრთხოების ტექნიკა
ფულად ანგარიშებს ნუ დაყოფთ და დაანაწილებთ. საერთო ბიუჯეტი გქონდეთ, მხოლოდ "ჯიბის" ფული განსაზღვრეთ. შეგიძლიათ საერთო შემოსავლიდან ორივესთვის თანაბარი პროცენტი დაადგინოთ, რომელსაც თქვენი ნება–სურვილის მიხედვით დახარჯავთ. სწორედ პროცენტი და არა – კონკრეტული თანხა. მაშინ ოჯახის შემოსავლის ცვლილების შემთხვევაში "ჯიბის" ფული თითოეული მეუღლისთვის პროპორციულად გაიზრდება ან შემცირდება.
ოჯახის უმუშევარ წევრს (მნიშვნელობა არ აქვს, ქალი იქნება თუ მამაკაცი) უფლება აქვს, ოჯახური სახსრების ხარჯვის გადაწყვეტილებაში მონაწილეობა მიიღოს. ამავდროულად ბიუჯეტის ძირითადი თანხის ხარჯვის კონტროლი გონივრულად წარმართეთ. ეს დამოკიდებული არ უნდა იყოს იმაზე, მეუღლეთაგან რომელს მეტი შემოაქვს.
თავისუფალი ვარდნა
სამუშაოს დაკარგვის შემდეგ ქმარს აპათია დაეუფლა, თავს უიღბლოდ თვლის და იმედს ამყარებს იმ დროზე, როდესაც "ბოლოს და ბოლოს დააფასებენ", ამიტომ ოჯახზე მთელი პასუხისმგებლობა თქვენზე გადმოვიდა?
რა თქმა უნდა, ქალისთვის ასეთ სიტუაციაში ყოფნა ორმაგად მძიმეა. ასეთ გამოცდას ყველა ვერ გაუძლებს. ცოლ–ქმარს შორის უთანხმოება იზრდება, ხშირია კამათი, ჩხუბი, რასაც ოჯახი ნგრევამდე მიჰყავს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ოჯახში ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნისთვის ქალი უფრო მეტად პასუხისმგებელია. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტ მოქნილობას ამჟღავნებს და მრავალ ვარიანტს იგონებს. თუ ოჯახის შენარჩუნება სურს, მისთვის ხელმისაწვდომ ყველა საშუალებას აუცილებლად გამოიყენებს.
უსაფრთხოების ტექნიკა
ეცადეთ, მეუღლეს დეპრესიიდან გამოსვლაში დაეხმაროთ. მასთან ურთიერთობის სტილი შეცვალეთ, იპოვეთ მამაკაცური საქმე, სადაც მის გარეშე ვერაფერს გახდებით. ბოლოს და ბოლოს, სტუდენტობის წლები გაიხსენეთ და ლაშქრობაში წადით. ბუნებაში ძლიერი სქესი თავის ბუნებრივ მდგომარეობაში სწრაფად მოდის, მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს და თავის რწმენა ემატება.
ნუ განსჯით. გახსოვდეთ, ასაკის მატებასთან ერთად მათი ჰორმონული სისტემის მუშაობაში გარკვეული პრობლემები ჩნდება, რაც განწყობის ცვლილებასა და არაადეკვატურ რეაქციებს იწვევს. ეს იმიტომ ხდება, რომ ჰორმონ ანდროგენების გამომუშავების დონე მცირდება. ასეთი ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია, თუ მამაკაცი წონაში იმატებს. ამ დროს სისხლში ქალის ჰორმონის, ესტროგენების მაღალი დონეა, რაც სქესობრივ ლტოლვას ძლიერ აქვეითებს. ინტიმური სიახლოვე მისთვის სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება. მამაკაცი, რომელშიც ტესტოსტერონის დონე დაქვეითებულია, ყველაფრის, მათ შორის კარიერის მიმართ გულგრილი ხდება.
მოთმინებით აღიჭურვეთ. ზოგჯერ ეს საუკეთესო გამოსავალია. თქვენი მეუღლისთვის დამახასიათებელი იყო ჭეშმარიტად მამაკაცური თვისებები – პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, სიძნელეების თავზე აღების სურვილი. მისი ღირსებები ხშირად შეახსენეთ. აუცილებლობის შემთხვევაში დასახმარებლად ფსიქოთერაპევტს მიმართეთ.
მოამზადა აზა გაგოშიძემ, ჟურნალი სარკე. N 27

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ალა პუგაჩოვა მომავალ შვილს ფილიპს დაარქმევს
გიგი გაჩეჩილაძე: "სალომემ ძალიან გამაწვალა"
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ქორწინებაზე ალაპარაკდნენ
რასელ ბრენდს კეტი პერისთან გაყრა ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია












ნანკა კალატოზიშვილი: "ირაკლი კეიდიას ნახევარ წელიწადში ერთხელ მაშორებენ" 

მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
ჯონდი ბაღათურია: "18 წლის გოგო ერთ თვეში გავაბი მახეში!"
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ვერტმფრენი აჩუქა
კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
რიზ უიზერსპუნის მამას ორცოლიანობაში ადანაშაულებენ
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი არ დაშორებულან
თინა კანდელაკმა ქმარს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია 






















































































