| ქალი და მამაკაცი |

მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე ოცნების პრინცს არ ელოდება. ასე ბავშვობაში იყო, როცა თავად გამოიგონა ბიჭი და მას ფანჯარასთან მდგარი უცდიდა. ახლა კი თვლის, რომ ცდას აზრი არ აქვს – მოსასვლელი მაინც მოვა. ამ საკითხს საკმაოდ რეალისტურად უყურებს. რაც შეეხება მამაკაცის თვისებებს, რითიც მომღერალი მოიხიბლება, მათგან გრძელი სია ნამდვილად არ გამოდის: მოვლილი, მშვიდი, მეტნაკლებად სტაბილური ფინანსური მდგომარეობის მქონე და, რაც მთავარია, ინდივიდუალური.
– ქეთი, რამდენიმე თვის წინ დაშორდით შეყვარებულს. ახალი გულისსწორი ჰორიზონტზე არ ჩანს?
– მე სულ შეყვარებული ვარ და ალბათ ეს ჩემი პოეტური ბუნებიდან გამომდინარეობს. ეს შეგრძნება არასდროს მტოვებს, თუმცა აუცილებელი არ არის, ვინმე კონკრეტული პიროვნება მყავდეს. ამ წუთას კარიერაზე ვარ შეყვარებული.
– რატომ დაშორდით ძველ შეყვარებულს, თქვენი ოცნების მამაკაცი არ აღმოჩნდა?
– ზოგადად, ოცნების მამაკაცის პორტრეტი ფიზიკურად თუ სულიერად, მკაფიოდ არ მაქვს ჩამოყალიბებული. არ მაქვს განსაზღვრული, კონკრეტულად შავგვრემანი უნდა იყოს, მწვანეთვალება თუ ქერა. სულ ვამბობდი, ქერა ბიჭები არ მომწონს, შავგვრემანები მაინტერესებს–მეთქი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ყველა შეყვარებული ქერა მყავდა. რაც შეეხება ბექა ბროლაძეს, ჩემს ყოფილ შეყვარებულს, ჩვენს დაშორებას კონკრეტული მიზეზი არ ჰქონდა. ყველაფერი ისე დაიწყო და დამთავრდა, რომ განსაკუთრებული პრობლემები არ ყოფილა. ალბათ ჩვენი ურთიერთობა შეცდომა იყო და ჩვენ ეს გამოვასწორეთ.
– მითხარით, ოცნების მამაკაცი არ მყავსო, მაგრამ თუნდაც ბავშვობაში ვინ იყო თქვენი ოცნების პრინცი?
– ერთ სასაცილო ამბავს მოგიყვებით. დაახლოებით 6 წლის ვიქნებოდი, როცა ერთ დღეს გავიღვიძე, გამოვიპრანჭე, ჩავიცვი ჯინსის მინი ქვედატანი, რომელიც ძალიან მიყვარდა, ზემოდან თეთრი მაისური, პატარა ჩანთაში ჩავალაგე დედაჩემის კოსმეტიკა, მეც სახეზე რაღაც მივითხაპნე და დავდექი ფანჯარასთან, იმიტომ, რომ ველოდებოდი ვინმე დათო ჯანდიერს. ეს სახელი და გვარი იმ დილით მე მოვიგონე. ეს პიროვნება ჩემი შეყვარებული იყო თუ თაყვანისმცემელი, აღარ მახსოვს. მას მთელი დღე ველოდებოდი ფანჯარასთან. როდესაც დედაჩემმა დამიძახა, მოდი, საჭმელი ჭამეო, ჩემი ბიძაშვილი დავაყენე და ვუთხარი, რომ მოვა და ფანჯარასთან არ დავხვდები, არ იფიქროს, რომ აღარ ველოდები და უთხარი მალე, მოვა–მეთქი. მეორე დღეს აღარც მახსოვდა მისი არსებობა, თუმცა წინა დღეს ძალიან ემოციებში ვიყავი.
– დღეს თუ ელოდებით "დავით ჯანდიერს"?
– მოლოდინით არავის ველოდები. ასეთ რეჟიმში ყოფნა დიდად არ მიყვარს.მოსასვლელი მოვა, ელოდები თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა.
– მაშინ, მოდით, იმაზე ვილაპარაკოთ, მას რა თვისებები უნდა ჰქონდეს. ხასიათით დავიწყოთ. რა მოგწონთ მამაკაცში? თავად ძალიან ენერგიული ხართ და ის როგორი უნდა იყოს?
– ალბათ, მშვიდი, გამგები, ზომიერად ეჭვიანი, თბილი, წრფელი და კეთილი. ყველა ეს თვისება მარტო ჩემზე არ უნდა ვრცელდებოდეს, ანუ მარტო ჩემთან კი არა, საერთოდ ყველასთან ურთიერთობაში ასეთი უნდა იყოს..
– ზომიერად ეჭვიანი უნდა იყოსო, რომ თქვით, ეს რას ნიშნავს?
– მანიაკები არ მიზიდავს, მაგრამ თუ საჭიროა, უნდა იეჭვიანოს და ეს ბუნებრივია. კონცერტების გამართვას ნადვილად ვერ ავიტან. საქმის გამოსასწორებლად როდესაც სიტყვის თქმაც საკმარისია, ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობა მყარი და ნორმალურია.
– რაზე ეჭვიანობა მიგაჩნიათ ბუნებრივად?
– არასდროს მქონია პრობლემა სადმე წასვლაზე და ამას არ ვგულისხმობ. არც მე ვქმნი ასეთ სისულელეებზე პრობლემას. რაც უნდა დიდი სიყვარული იყოს, ადამიანს საკუთარი სივრცე მაინც უნდა ჰქონდეს. ნორმალური ეჭვიანობა ნიშნავს იმას, როდესაც საშიშროება ჩნდება, შენმა საყვარელმა ადამიანმა ვინმესთან ფლირტი გააბას.
– თუ გიყვარს, რატომ უნდა გააბა სხვასთან ფლირტი?
– ხანდახან ურთიერთობაში არის კრიზისული მომენტები, როცა წყვილი იწყებს რაღაც დანაკლისის შევსებას... ზოგჯერ ამ დანაკლისის შევსება სხვა ადამიანთან კონტაქტით ხდება.
– ქართველი მომღერლებისგან აბსოლუტურად განსხვავებული იმიჯი გაქვთ. გინდათ, რომ თქვენ გვერდით მყოფი ადამიანიც ორიგინალური იმიჯით გამოირჩეოდეს?
– ყველა ადამიანში არის რაღაც განსაკუთრებული, თუმცა კარგია, როდესაც ეს გარეგნულადაც ჩანს. აუცილებელი არ არის, თმები იასამნისფრად ჰქონდეს შეღებილი, მაგრამ სასურველია, გამორჩეული იყოს. მთავარია ძალიან მოვლილი და შესამჩნევი იყოს.
– "ძალიან მოვლილი მამაკაცი" რას ნიშნავს თქვენთვის?
– ჩაცმულობით დაწყებული ფრჩხილებით დამთავრებული, უნდა იგრძნობოდეს, რომ თავს უვლის.
– გარუჯვა, წარბების გაკეთება, ფრჩხილის მოვლა და ა. შ. ეს ყველაფერი იგულისხმება თავის მოვლაში?
– არა, გარუჯვაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ თუ წარბების ადგილას ბიჭს შერვუდის ტყე აქვს, ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოაგვაროს. გარუჯვის გამო კი ნამდვილად არ დავიწუნებ, მაგრამ დიდად არ მომწონს, როცა ბიჭი სოლარიუმს არ აცდენს.
– "შესამჩნევი მამაკაცი" ეფექტური გარეგნობის მამაკაცია?
– შეიძლება არ იყოს აპოლონი, მაგრამ აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი დამახასიათებელი სახე. როცა კაცი გემოვნებით არჩევს აქსესუარს და ფეხსაცმელს, ეს კარგი თვისებაა. შეიძლება მისი პიჯაკი ბრენდი არ იყოს, მაგრამ არც არაფრით ჩამოუვარდებოდეს.
– მის მატერიალურ მდგომარეობას მნიშვნელობას მიანიჭებთ?
– რა თქმა უნდა, რაღაც დონეზე მატერიალურ მდგომარეობას მნიშვნელობა ნამდვილად აქვს და არავინ თქვას, რომ ამას ყურადღებას არ აქცევს. მამაკაცი იმ ასაკში, როცა, წესით, დამოუკიდებლად უნდა ცხოვრობდეს, ოჯახის კისერზე არ უნდა იყოს ჩამოკიდებული.
– რის გამო შეიძლება, რომ ბიჭს სკანდალი მოუწყოთ?
– ადამიანს ალბათ ყველაფერს აპატიებ, როცა ხედავ, რომ ის ინანიებს, თუმცა ეს უფრო პირველ ჯერზე ჭრის ხოლმე. ზოგადად, სკანდალები არ მიყვარს, თუ ადამიანმა წყობიდან არ გამომიყვანა. ვცდილობ, სკანდალს თავი ავარიდო, მაგრამ თუ ზღვარს გადავიდა, მერე ამას სკანდალიც აღარ ერქმევა, შეიძლება იქვე მივასიკვდილო... (იცინის).
– მაგალითად, რა საქციელის გამო შეიძლება ამ მდგომარეობამდე მიხვიდეთ?
– ვერ ვიტან ტყუილს და იმას, როცა ჩემს ნათქვამს არ ითვალისწინებენ. ძირითადად ამას გამოვყავარ წყობიდან.
– რა აკლიათ დღეს თანამედროვე მამაკაცებს?
– განათლება და ამაში არ ვგულისხმობ იმას, რასაც წიგნებიდან სწავლობ ან ინტერნეტიდან იგებ, არამედ იმას, რაც ცხოვრებაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. სამწუხაროდ, ზოგი ვერ აფიქსირებს ამას. ინტელექტს არ ვგულისხმობ, რაც ასევე საჭიროა. მე ვგულისხმობ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რომელსაც ვერსად ამოიკითხავ, ეს სხვანაირად უნდა ისწავლო.
მანანა ნოდია, ჟურნალი სარკე. N 26

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ალა პუგაჩოვა მომავალ შვილს ფილიპს დაარქმევს
გიგი გაჩეჩილაძე: "სალომემ ძალიან გამაწვალა"
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ქორწინებაზე ალაპარაკდნენ
რასელ ბრენდს კეტი პერისთან გაყრა ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია












ნანკა კალატოზიშვილი: "ირაკლი კეიდიას ნახევარ წელიწადში ერთხელ მაშორებენ" 

მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
ჯონდი ბაღათურია: "18 წლის გოგო ერთ თვეში გავაბი მახეში!"
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ვერტმფრენი აჩუქა
კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
რიზ უიზერსპუნის მამას ორცოლიანობაში ადანაშაულებენ
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი არ დაშორებულან
თინა კანდელაკმა ქმარს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია 







