asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბედნიერი წყვილის ფორმულა
ბედნიერი წყვილის ფორმულა
ბედნიერი წყვილის ფორმულა

2011-06-23 18:19:01



რომელი აგურებისგან იგება ამქვეყნად ყველაზე დიდებული გრძნობა? არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. ზოგიერთის აზრით, იდეალური წყვილი – ეს არის ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებების მქონენი. ზოგიც ამტკიცებს, რომ პარტნიორები ყველაფერში ერთმანეთის მსგავსნი უნდა იყვნენ. ვინ არის მართალი? არსებობს თუ არა ქალისა და მამაკაცის შეთავსებადობის ფორმულა?
ასაკს მნიშვნელობა აქვს
ასაკში დიდი სხვაობა ხშირად ბევრ პრობლემას წარმოშობს. უნებურად იწვევს იმას, რომ უფრო ასაკოვანი პარტნიორი ურთიერთობებში ლიდერი ხდება. კარგია, თუ მის მეორე ნახევარს დაქვემდებარებული მდგომარეობა აწყობს, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაზე ხშირად უმცროს პარტნიორს მისი მოკრძალებული როლი აღარ აკმაყოფილებს და კონფლიქტი აღმოცენდება.
კავშირის სიმტკიცეზე გავლენას ახდენს გარშემომყოფების მხრიდან ზემოქმედებაც. ადვილი არ არის მეგობრებთან, მშობლებთან ურთიერთობის აგება. ძნელია, იყო სიდედრი, როდესაც სიძე თანატოლია.
ფსიქოლოგთა აზრით, სასურველია, ასაკში სხვაობა 7 წელს არ აღემატებოდეს. ამავე დროს ბევრი ფიქრობს, რომ უფროსი სწორედ მამაკაცი უნდა იყოს. მისთვის აუცილებელია, თავი ლიდერად იგრძნოს.
კულტურული მემკვიდრეობა
ასაკობრივი სხვაობა დროთა განმავლობაში წაიშლება, მაგრამ განსხვავებული აღზრდა პარტნიორებს მთელი ცხოვრება გაჰყვებათ. მუსიკა, წიგნები, ფილმები, რომლებიც ბავშვობიდან გარს აკრავს, ადამიანის მსოფლმხედველობაზე ძლიერ გავლენას ახდენს. როგორ უნდა შეეწყოს წყვილი, თუ ცოლი ლამაზ სამშვენისებს ინტერიერის მორთულობად თვლის, ქმარი კი – მეშჩანობად?
განსხვავება სარწმუნოებაში, ტრადიციებში შეყვარებულებისთვის ხშირად გადაულახავი დაბრკოლება ხდება. ამ უსიამოვნო სიტუაციიდან გამოსვლას ახერხებს ის, ვინც თანახმაა, საყვარელი ადამიანის ინტერესები და მრწამსი მთლიანად გაიზიაროს და ის წყვილები, რომლებიც მზად არიან, ბავშვობაში მიღებულ გონებრივ ავლა–დიდებაზე უარი თქვან, თავიანთი სამყარო, საკუთარი ღირებულებები და მიზნები იპოვონ.
ხასიათი მთავარია
ხასიათი შეთავსებადობაში ყველაზე რთული მხარეა. აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნარი – მეორე ადამიანი მთელი თავისი ნაკლოვანებებით მიიღოს. თუ წყვილი შეთანხმდება, რა არის მათთვის მიუღებელი და რაზე არიან მზად, თვალები დახუჭონ, მრავალ პრობლემას თავიდან აიცილებენ. შეიძლება გამოვყოთ ხასიათის რამდენიმე თვისება, რომლებიც მყარი ურთიერთობისთვის საფუძველს ქმნიან. ესენია: კომპრომისზე წასვლა; ძლიერად გამოხატული მოტივაცია – საყვარელი ადამიანი ბედნიერი გახდეს; გულუხვობა; იუმორის გრძნობა. სხვათა შორის, ამ თვისებებს, ჩვეულებრივ, ასახელებენ ადამიანები, როდესაც თავიანთი მეორე ნახევრების იდეალურ ხატს აღწერენ.
სექსოლოგთა აზრით, იდეალური წყვილია – 30 წლის ქალი და 25 წლის მამაკაცი. ქალი თავისი მგრძნობელობის პიკზე იმყოფება, ხოლო მამაკაცმა საკმარისი გამოცდილება დააგროვა და მამაკაცური ძალის გაფლანგვა ჯერ კიდევ ვერ მოასწრო.
მაგრამ რა გააკეთონ დანარჩენმა შეყვარებულებმა? გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები: 1) გაარკვიეთ, თქვენი რჩეული "ბუ" არის თუ "ტოროლა", ემთხვევა თუ არა თქვენი ბიორიტმები. 2) ისწავლეთ თქვენი მოთხოვნილებებისა და ემოციების გამოხატვა. 3) ნებისმიერი სხვაობის კომპენსირება ყურადღებით, სიყვარულითა და სინაზით შეიძლება.
მოამზადა აზა გაგოშიძემ ჟურნალი სარკე N 25


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online