asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი სიყვარული და გატაცება
როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი სიყვარული და გატაცება
როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი სიყვარული და გატაცება

2011-06-23 18:19:01



როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ეს ნამდვილი სიყვარულია? – ასეთი შეკითხვა ბევრ ადამიანს უჩნდება. ამ მშვენიერი გრძნობის ამოცნობა ადვილი არ არის. ფსიქოლოგები დაგეხმარებიან გაარკვიოთ, ნამდვილი გრძნობა გეწვიათ თუ უბრალო გატაცება.
ჭეშმარიტი სიყვარული უცებ არ ჩნდება. როდესაც გაიცნობთ ადამიანს, რომელიც გარეგნობით, ქცევებით, ინტელექტით თქვენს იდეალს უახლოვდება, ის გხიბლავთ. სიყვარული კი შემდეგ მოდის. ამას დრო სჭირდება.
მიჩნეულია, თითქოს მსუბუქი ეჭვიანობა შეყვარებულთა შორის ნორმალური მოვლენაა. სინამდვილეში ეს არა – ამაღლებული გრძნობის, არამედ მესაკუთრეობის ნიშანია.
მოუსვენრობა, შფოთვა–წუხილი, არაადეკვატური ქცევები ვნებიანი გატაცების მაჩვენებელია და არა – ჭეშმარიტი სიყვარულის.
საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა მისდამი თქვენს სიყვარულს უფრო ამძაფრებს.
სიყვარული ნამდვილად არ არის ბრმა. ყველამ ვიცით, რომ უნაკლო არავინაა. თუ შეყვარებულს უნაკლოდ მიიჩნევთ, ეს გატაცებაა.
მოსიყვარულე ადამიანები ერთმანეთის გვერდით თავს თავისუფლად უნდა გრძნობდნენ. თუ მათ ურთიერთობაში მთავარი მხოლოდ შთაბეჭდილების მოხდენაა, ასეთ შემთხვევაში სიყვარულზე საუბარი ნაადრევია.
ორ ადამიანს შორის უხილავი, უაღრესად პირადული კავშირია. საამაყოა, ვინმეს თავდავიწყებით რომ უყვარხართ, მაგრამ ურთიერთობის ინტიმური დეტალების სხვებისთვის გაზიარება თქვენი მხრიდან სიყვარულს არ უნდა ნიშნავდეს.
მოამზადა აზა გაგოშიძემ ჟურნალი სარკე N 25


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online