| ქალი და მამაკაცი |

ზაალ სულაკაურს ოთხი სიდედრი ჰყავს
"მე ქალს ყოველთვის ამ კუთხით ვუყურებ – როგორ დაიხატება"
კარიკატურისტი ზაალ სულაკაური ქალებს პროფესიული ანუ მხატვრის თვალით უყურებს. არ მოსწონს რუბენსის ხორცსავსე ბანოვანები, მას მოდილიანის ქალები უფრო იზიდავს – ვნებიანი, ლამაზი, საინტერესო... თავად ზაალ სულაკაურის ქალი კი გამხდარი, ტანწერწეტა, ლამაზთვალებაა, რომელიც დადებით ენერგიას ასხივებს. მის გვერდით ბევრი მშვენიერი ქალია, დედით დაწყებული პატარა ქალიშვილით დამთავრებული. მისი მეუღლე კი ის ქალია, რომელიც პირველი დანახვისთანავე დახატა. მერე ისე მოხდა, რომ ის ქალი გაიცნო და მასთან ოჯახიც შექმნა. მისთვის მშვენიერი ქალბატონები არიან სიდედრებიც. არაფერი შეგვშლია, მას ოთხი სიდედრი ჰყავს, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობს. ერთი ნამდვილი, ანუ ცოლის დედა, შემდეგ – სიდედრის ორი და, ანუ ცოლის დეიდები და კიდევ მთავარი – ზესიდედრი, ამ სამი ქალის დედა, ანუ ცოლის ბებია. მხატვარს ოთხივესთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.
– ზალიკო, გვითხარით, ვინ არის ან ვინ არიან თქვენთვის მშვენიერი ქალბატონები?
– ჩემ გარშემო ბევრი მშვენიერი ლედი ტრიალებს. ესენი არიან დედაჩემი, ჩემი და, ჩემი მეუღლე და ჩემი პატარა ქალიშვილი. ჩემს დას 7 შვილი ჰყავს, მათ შორის ოთხი ულამაზესი და უძვირფასესი გოგონა. ვგიჟდები მათზე. ჩემს უფროს ძმას ბიჭი და ორი გოგო ჰყავს... მოკლედ, ძალიან ბევრი მშვენიერი ქალბატონი მყავს.
– სიდედრი არ არის მშვენიერ ქალბატონებს შორის?
– მე მაქვს ბედნიერება, რომ მყავდეს ოთხი სიდედრი. ერთიÖცოლის დედა, ანუ ნამდვილი სიდედრი. ამ დედას, ანუ ჩემს სიდედრს, ჰყავს ორი და, რომლებიც ფაქტობრივად ასევე ჩემი სიდედრები არიან. ამ სამ დას კი ჰყავთ დედა, რომელსაც ზესიდედრი ჰქვია. არ ვიცი, რატომ ამბობენ, რომ სიდედრი აუტანელია. ჩემი ოთხივე სიდედრი საოცარი ადამიანია. საქართველო ალბათ ამიჯანყდება, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მე სიდედრის სადღეგრძელო მაქვს დალეული. როგორ შეიძლება, კარგ ადამიანს ვერ იტანდე?!
– ქალმა ბევრი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს, რომ მოგეწონოთ?
– შეიძლება ვნახო ლამაზი ადამიანი, ისეთი, თვალს რომ ვერ მოწყვეტ, მაგრამ ამ სილამაზემ ისე არ დამაინტერესოს, როგორც სხვა ენერგიის და სითბოს მატარებელმა ქალბატონმა. ეს უნდა გამოსჭვიოდეს მისი ყველა მოძრაობიდან, სახიდან, თვალებიდან. ქალს ინტელექტი უნდა ჰქონდეს. შეიძლება არ აკმაყოფილებდეს იმ კრიტერიუმებს, რაც მოდელის სტანდარტებისათვის არის დაწესებული, მაგრამ საინტერესო იყოს. ბევრი ქალი შემხვედრია მოდელის სტანდარტის, მაგრამ ფიტული ყოფილა. სხვა ენერგია უნდა გამოდიოდეს ქალისგან. არც ვიცი, სიტყვებით როგორ შეიძლება ეს აიხსნას. შეიძლება არ იყოს ნაომი კემპბელი, პოდიუმზე გასასვლელად რომ ემზადება, მაგრამ იყოს ისეთი, მოდილიანი რომ დახატავდა.
– როგორი ქალები არ გიზიდავენ?
– ჰოლანდიაში ვიყავი და იმ ქუჩაზე გავიარე, სადაც ქალები ისევე არიან გამოფენილი, როგორც ბაზარში ქათმები. მოკლედ, ქალების გამოფენაზე ვიყავი, რომლებიც სულ რაღაც 50 ევრო ღირს. დგანან ტიტლიკანები. იქ სურათის გადაღება არ შეიძლება, მაგრამ ჩუმად მაინც გადავიღე. ასეთი ქალები არ მაღელვებს, არაფერია, უინტერესოა, ისეთივე შეგრძნებაა, თითქოს ხორცს ყიდულობ. ერთი შეხედვით, თითქოს ლამაზები, "მამალო" კანფეტები არიან, მაგრამ სინამდვილეში მათში არაფერია მიმზიდველი.
– ქალის ვიზუალს რამდენად აქცევთ ყურადღებას?
– შეუხედავი არ უნდა იყოს. ლამაზი ქალის დანახვა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ამ ყველაფერს კიდევ უნდა ემატებოდეს ქალის სხვა სიმდიდრე, სხივი, აურა... კიევში ძალიან ბევრი ლამაზმანია. იქ ქალს თვალს არ აყოლებ, ყველა ლამაზია და თვალის გადევნებას ვერ ასწრებ. ერთს გააყოლებ და უცებ მეორე ჩაგივლის, მერე – მესამე და ასე შემდეგ. რუბენსის ტიპის ქალები, აი, ისეთი, ლოგინს რომ შეავსებს, მაინცდამაინც არ მაინტერესებს. შეიძლება ეს იმ დროს იყო მოდაში. მე მოდილიანის ქალები მომწონს – ვნებიანი, თბილი, ლამაზი, საინტერესო... მე ქალს ყოველთვის ამ კუთხით ვუყურებ – როგორ დაიხატება. ამ უამრავ ქალს შორის არის ერთი, რომელსაც მე დავხატავდი და არის ქალი, რომელიც უბრალოდ კარგია და მორჩა.
– "მოდილიანის ქალები" არიან თუ არა საქართველოში?
– სხვა ქვეყნებთან შედარებით ასეთი ქალი ჩვენთან ბევრია. ქართველი ქალის თვალები ბევრ რამეს გეუბნება. მეც თვალებით ვაფასებ ქალს. თვალებიდან მოდის მთელი ენერგია.
– ქალის რა თვისება ან ქცევა შეიძლება იყოს თქვენთვის გამაღიზიანებელი?
– არიან ქალები, რომლებიც რაღაცით მაღიზიანებენ. არ ვგიჟდები ზედმეტად გაპრანჭულ ქალებზე, არც მოდელები მაღელვებენ, მიუხედავად იმისა, რომ კარგები არიან. არ მიყვარს, როცა ქალი ზედმეტად ცდილობს, თავისი სილამაზე დაგანახოს. და კიდევ, ამ ბოლო დროს მოდაში შემოვიდა ტუჩების პრუწვა. დააკვირდით გადაღებულ ფოტოებს, გოგოები რა პოზაში დგანან, სასაცილოები არიან. საშინელი სანახავია. ტუჩების წინ წამოწევა ქაჯობაა და მეტი არაფერი. სამარცხვინოა! კარგი, რა, რაც ხარ, ეგ იყავი!
– მაკიაჟის მიმართ რა დამოკიდებულება გაქვთ?
– მაკიაჟის გარეშე რომ არაფერი ხარ და იმით ლამაზდები, რად გინდა, მერე ხომ უნდა მოიშორო?! ზომიერებაა საჭირო. არ მიყვარს გადამეტებული გრიმი სახეზე. თვალით შესამჩნევი არ უნდა იყოს. ამით ქალები ალბათ ცდილობენ, ლამაზები გამოჩნდნენ, მაგრამ უარესს აკეთებენ. ჩემთვის ყველაზე ლამაზი უბრალოებაა.
– ყოფილა შემთხვევა, როცა ქუჩაში ქალი მოგწონებიათ და შემდეგ დაგიხატავთ? ოღონდ არა – მისი კარიკატურა, რა თქმა უნდა.
– კი, ჩემი ცოლი დავხატე. სანამ ცოლად მოვიყვანდი, შემთხვევით დავინახე და შინ რომ მივედი, დავხატე. ერთი წლის შემდეგ კი გავიცანი. როცა ვხატავდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ადამიანი ჩემი მეუღლე გახდებოდა. იმდენად მომეწონა, იმდენად კარგი ენერგია წამოვიდა მისგან, რომ დახატვა მომინდა.
– გითქვამთ უცნობი ქალისათვის, რომ ის ლამაზია?
– კი, როცა ლამაზი ქალი მინახავს, პირდაპირ მივსულვარ მასთან და მითქვამს, რომ ულამაზესია. ქუჩაშიც გამიკეთებია ასე და კაფეშიც. შეიძლება ლამაზი ქალი დავინახო, მაგრამ ამის თქმის სურვილი არ გამიჩნდეს.
– თქვენმა ცოლმა იცის, ასე რომ იქცევით ხოლმე?
– ცოლი შეგუებულია ამას. მან იცის, რომ ლამაზ ქალებს ვამჩნევ და ვხედავ, იმასაც შეჩვეულია, რომ ქალები დაჭყეტილი თვალებით მიყურებენ მარტო იმიტომ, რომ ტელევიზორში გამოვჩნდი და მცნობენ. მით უმეტეს, თუკი ადამიანი კარგ საქმეს აკეთებს, ის ხალხს უყვარს. ქუჩაში რომ დავდივარ, უცნობი გოგონები მიცინიან და მესალმებიან ხოლმე.
– გასაგებია, რომ მოდილიანის ქალები მოგწონთ, მაგრამ როგორია თვითონ ზაალ სულაკაურის ქალი?
– ქალს აუცილებლად მეტყველი, დიდი თვალები უნდა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში ფერს მნიშვნელობა არ აქვს. არ მომწონს მსუქანი ქალები. მომწონს გამხდარი, საშუალო სიმაღლის, ტანწერწეტა, ლამაზი ქალები. შეიძლება ქალი მის მსოფლიო იყოს, მაგრამ მე არ მომეწონოს. არ ვგიჟდები შავკანიანებზე, მაგრამ ნაომი კემპბელი ძალიან მომწონს. ქალი არის ბედნიერება და საოცრება. მოკლედ რომ ვთქვა, კარგი გამოგონებაა.
ანა ნოდია ჟურნალი სარკე N 24

სიახლეები

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ალა პუგაჩოვა მომავალ შვილს ფილიპს დაარქმევს
გიგი გაჩეჩილაძე: "სალომემ ძალიან გამაწვალა"
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ქორწინებაზე ალაპარაკდნენ
რასელ ბრენდს კეტი პერისთან გაყრა ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია

ნანკა კალატოზიშვილი: "ირაკლი კეიდიას ნახევარ წელიწადში ერთხელ მაშორებენ" 

მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
ჯონდი ბაღათურია: "18 წლის გოგო ერთ თვეში გავაბი მახეში!"
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ვერტმფრენი აჩუქა
კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
რიზ უიზერსპუნის მამას ორცოლიანობაში ადანაშაულებენ
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი არ დაშორებულან
თინა კანდელაკმა ქმარს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია 