asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მამაკაცები, რომელთაც მათზე მაღალი ქალები უყვართ
ახირებულები
მამაკაცები, რომელთაც მათზე მაღალი ქალები უყვართ

2012-02-10 00:25:32



ქალი მამაკაცზე მაღალი არ უნდა იყოს. საინტერესოა, ვინ შემოიღო ეს სტერეოტიპი. თანამედროვე მამაკაცები ასე სულაც არ ფიქრობენ. ჰოლივუდშიც ბევრი თავის არჩევანს ერთი თავით მაღალ ქალზე აკეთებს. გაგაცნობთ ასეთ წყვილებს.
ტომ კრუზი და კეტი ჰოლმსი
2005 წელს, როდესაც წყვილმა შეხვედრები დაიწყო, ცნობილმა ამერიკელმა კომიკოსმა ტომს და კეიტს დასცინა და მათ ლილიპუტისა და გოლიათის რომანი უწოდა. ამ უხერხულობის განეიტრალებაზე ისევ კეტი ჰოლმსმა იზრუნა და ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა: "კი, მე ტომზე მაღალი ვარ, მერე რა? სამაგიეროდ ის ძალიან სექსუალურია".
ტომ კრუზის სიმაღლე 170 სმ–ია, კეტის კი – 175 სმ. მათ ერთმანეთი ტომის მეგობრის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე გაიცნეს. კეტიმ ცნობილ მსახიობს შემთხვევით პერანგზე შამპანური გადაასხა. სანაცვლოდ პაემანზე დაპატიჟება მიიღო. რამდენიმე თვის შემდეგ ოპრა უინფრის შოუში ტომი ყველას გასაგონად ყვიროდა, რომ ის კეტიზეა შეყვარებული: "დიახ, დიახ, მე მიყვარს ეს ქალი და მინდა, მთელი ცხოვრება მასთან ვიყო!".
2006 წლის აპრილში მათ ქალიშვილი სური შეეძინათ, 6 თვის შემდეგ კი წყვილმა იქორწინა. ტომი რომანტიკოსი აღმოჩნდა. ცოლობა საყვარელ ქალს ეიფელის კოშკზე სთხოვა მუხლმოყრით. ახლა კეტი უფრო მეტ დროს უმთობს ოჯახს, ვიდრე საკუთარ კარიერას. ამასთანავე ის ტომის უფროს ქალიშვილს, იზაბელას ეხმარება საკუთარი თავის, როგორც დიზაინერის, რეალიზებაში.
ტომ კრუზს მაღალი ქალების მიმართ ინტერესი ყოველთვის ჰქონდა. მისი ყოფილი ცოლი, ნიკოლ კიდმანი, კეტიზე მაღალი იყო, იგი ტომს 10 სანტიმეტრით უსწრებდა სიმაღლეში.
ჯორჯ კლუნი და სტეის კიბლერი
ენა არავის მოუბრუნდება, რომ ჯორჯ კლუნის ლილიპუტი უწოდოს, რადგან მისი სიმაღლე 180 სმ–ია, მაგრამ თავის ახალ შეყვარებულთან შედარებით მაინც დაბალია. მისი რჩეული, სპორტსმენი სტეის კიბლერი, 183 სმ–ის სიმაღლისაა და თან მაღალი ქუსლების დიდი მოყვარულია.
ჯორჯმა და სტეისმა ერთმანეთი 2006 წლის ოსკარების ცერემონიალზე გაიცნეს. 2011 წლამდე წყვილი მეგობრობდა, მაგრამ, როგორც კი კლუნი ელიზაბეტ კანალისს დაშორდა, მსახიობისა და სპორტსმენის ურთიერთობა ვნებიან რომანში გადაიზარდა. ჯორჯმა ახალი რჩეული დედას უკვე გააცნო. თავად კიბლერი კი ამბობს, რომ ის ამ რომანით ტკბება და არ აპირებს კლუნი საკურთხეველთან მიიყვანოს.
კიტ ურბანი და ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი, რომლის სიმაღლე 180 სანტიმეტრია, თითქმის არასოდეს შეუნიშნავთ თავისზე მაღალი მამაკაცების გარემოცვაში. ტომ კრუზის შემდეგ, 2005 წელს, მან გაიცნო თავისზე 2 სანტიმეტრით დაბალი კაცი, მუსიკოსი კიტ ურბანი. ნიკოლმა არც ამჯერად უღალატა მაღალ ქუსლებს, ამიტომ კიტის გვერდით ის ყოველთვის ერთი თავით მაღალია.
კიტი და ნიკოლი 2006 წელს დაქორწინდნენ. მათ ერთად ბევრი სირთულე დაძლიეს, მათ შორის კიტ ურბანის მკურნალობა ალკოჰოლიზმისაგან. ერთ–ერთ ინტერვიუში კი ნიკოლმა განაცხადა, რომ ქორწინება მის ცხოვრებაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს: "ჩემი აზრით, ქორწინება იმისთვის არსებობს, რომ შენი და შენი რჩეულის ცხოვრების ყოველი დღე გაგილამაზოს. როცა ერთ–ერთს დახმარება სჭირდება, მეორე ორმაგად უნდა გაძლიერდეს".
2008 წელს წყვილს გოგონა სანდეი როუზი ეყოლა, 2010 წლის დეკემბერში კი სუროგატმა დედამ მათ მეორე გოგონა ფეის მარგარეტი გაუჩინა.
ნიკოლა სარკოზი და კარლა ბრუნი
საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, სიმაღლით 168 სანტიმეტრია, მისი მოდელი ცოლი კარლა ბრუნი კი – 175 სმ–ი. საფრანგეთის პირველი პირი სამი თვის განქორწინებული იყო, როდესაც კარლა გაიცნო მეგობრის წვეულებაზე. მათ შორის სასიყვარულო იმპულსებმა იფეთქა. მოგვიანებით ავტობიოგრაფიულ წიგნში კარლამ დაწერა: "ვერც წარმოვიდგენდი, თუ შევხვდებოდი ასეთ ენერგიულ და ცხოვრების მოყვარულ ადამიანს. მისმა ხიბლმა და ჭკუამ მომაჯადოვა. მას ხუთი თუ ექვსი ტვინი აქვს და ყველა ერთად მუშაობს".
ელისეს სასახლეში ვახშმები, დისნეი ლენდში გართობა, ათასი ვარდი და სხვა უამრავი საჩუქარი... ამ ყველაფერმა რომანი ქორწინებამდე მიიყვანა. 2008 წლის 2 თებერვალს ნიკოლამ და კარლამ იქორწინეს. ცერემონიალს მხოლოდ 20 სტუმარი ესწრებოდა. 2011 წლის 19 ოქტომბერს კი წყვილს გოგონა ჯულია შეეძინა.
ჯეიმი კალუმი და სოფი დალი
ყველაზე დიდი სხვაობა სიმაღლეში ბრიტანელ ჯაზმენ ჯეიმი კალუმსა და მის მოდელ ცოლ სოფი დალს შორისაა. ჯეიმის სიმაღლე 163 სანტიმეტრია, ხოლო სოფი მასზე მთელი 17 სანტიმეტრით მაღალია. მათ ერთმანეთი 2007 წელს გაიცნეს, ორი წლის შემდეგ ნიშნობაც გამოაცხადეს. "ერთმანეთი თავიდანვე შევნიშნეთ, მაგრამ ვიფიქრე, რომ სოფისნაირი გოგო არც კი მომაქცევდა ყუარდღებას. ამიტომ მასთან დაახლოებას არც კი ვეცადე, მაგრამ საბოლოოდ გამიმართლა", – ამბობს ჯეიმი.
2010 წლის იანვარში წყვილმა იქორწინა. ერთი წლის შემდეგ კი ქალიშვილი ლირა ეყოლათ.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online