| ქალი და მამაკაცი |

მხატვარ–დიზაინერის, თინათინ მაღალაშვილის გული მისმა მომავალმა მეუღლემ, ასევე მხატვარმა თორნიკე გოგინაშვილმა, თავისი შეუპოვრობით დაიპყრო. საყვარელ ქალს თავბრუ დაახვია და ცოლობაზე დაითანხმა. არადა თინათინს უკვე ნაგემი ჰქონდა ქორწინებაში იმედგაცრუება და ალბათ ამიტომაც ჯიუტ ბიჭს ორი წელი მოუწია ლოდინი, სანამ თინათინი გათხოვებას ისევ გადაწყვეტდა. დღეს ბედნიერი ცოლ–ქმარი არიან და ოჯახურ ბიზნესსაც ერთად უძღვებიან. მართალია, ორი ხელოვანის ხედვა ზოგჯერ ერთმანეთს არ ემთხვევა და კამათიც მოსდით, მაგრამ საბოლოოდ მაინც რიგდებიან და ერთ აზრამდე მიდიან.
– როგორ გაიცანით მამაკაცი, რომელიც თქვენი ქმარი გახდა?
– სამხატვრო აკადემიაში გავიცანით ერთმანეთი. მე მეოთხე კურსზე ვიყავი, ის კი – მეორე კურსზე. რაღაც გამოფენა ეწყობოდა, სადაც სამხატვროს სტუდენტები ვიღებდით მონაწილეობას. თორნიკე იქ გავიცანი. სოლიდური შეხედულება ჰქონდა – შავი პალტო ეცვა, უკან გადავარცხნილ თმას ატარებდა. საერთოდ ვერ იტყოდი, რომ მხატვარი იყო, რადგან მხატვრებს უფრო ორიგინალური იმიჯი აქვთ. შემდეგ კი ეს იმიჯი ჩემმა ქმარმაც მოირგო. პირველივე შეხედვით მივხვდი, რომ საქმიანი ადამიანი იყო. მის მიმართ სიმპათიით და პატივისცემით განვეწყვე, მაგრამ არ მიფიქრია, რომ შეიძლებოდა ურთიერთობა აგვეწყო, მით უმეტეს – ცოლქმრული.
– როგორ განვითარდა ეს ურთიერთობა?
– თორნიკემ იაქტიურა. სამხატვროში მხვდებოდა, სადაც ვიდექი, იქ ჩნდებოდა. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ თორნიკე თავისი შეუპოვრებით გამოირჩეოდა. ეს კი ჩემთვის ძალიან უცხო იყო, რადგან ჩემი თაყვანისმცემლები საოცარი მოწიწებით და პატივისცემით მეპყრობოდნენ, თმაზე ხელის გადასმასაც ვერ მიბედავდნენ. მეც სხვანაირი ვიყავი – ძალიან ბავშვური და ფაქიზი. თორნიკე კი დაჟინებულად ცდილობდა ჩემთან ურთიერთობას. სიყვარულიც უცბათ ამიხსნა და ცოლობაც მალევე მთხოვა.
–– როგორ აგიხსნათ სიყვარული?
– ჩვენს ძმაკაცთან საქეიფოდ ვიყავით. სიყვარული იქ ამიხსნა და თან მითხრა, რომ ცოლად გავყოლოდი. ეს ჩემთვის ცოტა სასაცილოც იყო, იმდენად სწრაფად მითხრა. იმის შემდეგ ორი წელი ვაწვალე.
– ხასიათით ძალიან განსხვავდებოდით ერთმანეთისგან?
– აკადემიაში სხვადასხვა ჯგუფები იყო, ზოგს მთა–მთა ხეტიალი ხიბლავდა, ზოგს – ბარში ჯდომა და ა.შ. თორნიკე იმ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, ვინც სულ ტყე–ღრეში დაწანწალებდა. მე კი ამის მოყვარული არ ვიყავი. ლაშქრობები ჩემს ხასიათში არ იჯდა, ამაზე სულ გული მისკდებოდა. როცა ჩვენი ურთიერთობა დაიწყო, თავისი ეჭვიანობით ნერვებს მიშლიდა. არადა ბუნებით ეჭვიანი ნამდვილად არ არის. მაშინ ძალიან მიყვარდა და ცოლად ამიტომ გავყევი, თორემ ახლანდელი გადასახედიდან, შეიძლება ასე არ მოვქცეულიყავი, რადგან ზედმეტად ეჭვიანი იყო.
– ახლა როგორია, კიდევ ეჭვიანობს?
– არა, როგორც კი ცოლად გავყევი, დაწყნარდა.
– როგორ გთხოვათ ცოლობა?
– ეს ნამდვილი კურიოზი იყო. სანამ ცოლად გავყვებოდი, წინა დღეს ჩემი დაქალის შეყვარებულმა რესტორანში დაგვპატიჟა. ისე მოხდა, რომ გვიანობამდე დავრჩით. 1994 წელი იყო. მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო. თორნიკემ არ იცოდა, სად ვიყავით, ვერ მიპოვა და იმდენად გამწარდა და იეჭვიანა, რომ ერთი ალიაქოთი ატეხა. სახლში რომ მივედი, ღამის 11 საათი იყო. იმ დროს ეს ჩემთვის ძალიან გვიან დროდ ითვლებოდა. ჯერ ერთი, არ არსებობდა ადგილები, სადაც, როგორც ახლა, ღამის 2–3 საათამდე რჩებოდნენ და მეორეც, 9 საათზე სახლში უნდა ვყოფილიყავი, ძალიან მკაცრად მზრდიდნენ. მოკლედ, ერთი ამბავი ატყდა, რომ დავიკარგე. სახლში რომ მივედი, დედაჩემმა მითხრა, თორნიკეს სასწრაფოდ გადაურეკე, ყველაფერს ბრდღვნისო. დავურეკე და შეძლებისდაგვარად დავამშვიდე. მეორე დღეს დიდი სამეგობრო წავედით მცხეთაში, მცხეთობა იყო. იმ დღეს გადაწყვიტა, რომ ჩემს სახლში უნდა მოსულიყო და მშობლებისთვის ჩემი ხელი ეთხოვა. ასეც მოხდა.
– ჯვარი დაიწერეთ?
– არა, ჯვარი დაწერილი არ გვაქვს. ეს ჩემი ყველაზე დიდი ცოდვაა. მშობლებმა თანხმობა მოგვცეს, რომ ერთად ვყოფილიყავით და სახლიდან პირდაპირ თორნიკესთან გადავედი. სასაცილო ის იყო, რომ თან ჩემი ბავშვობის დაქალი წავიყვანე და იმ ღამეს ჩვენთან დავტოვე.
– ქორწილი თუ გქონდათ?
– ხელი ვიწრო წრეში მოვაწერეთ. აღმოჩნდა, რომ ქორწილის არც ერთი სურათი არ გაგვაჩნია. ეტყობა, არ გადაგვიღია. მე თვითონ არ მქონდა მოთხოვნილება, რომ პომპეზური ქორწილი გადაგვეხადა. წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს, სხვანაირად გადავიხდიდი.
– როგორი იყო ოჯახური ცხოვრება, ახალშეუღლებულებს რა სირთულეების გადალახვა მოგიხდათ?
– დღემდე სულით ხორცამდე ხელოვანი ვარ. ჩემგან ოჯახის ქალი არ დადგა. საჭმლის კეთება არ ვიცი. ხანდახან ისეთ საშინელებას გავაკეთებ, რომ მერე ძალით ვაჭმევ ხალხს. ორივენი მხატვრები ვართ და იმის გამო, რომ სადღაც მტვერი არ არის გადაწმენდილი, ჩვენს ოჯახში პრობლემები არ იქმნება. სამხატვრო აკადემია წითელ დიპლომზე დავამთავრე, უამრავ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, ყოველთვის ჩემს შემოქმედებაში ვიყავი ჩართული. ამიტომ მყავდა დამხმარე ქალი, ვინც სახლს ალაგებდა. საცივი და გოზინაყი ცხოვრებაში არ გამიკეთებია.
– როგორ შეიქმნა თინათინ მაღალაშვილის სალონი?
– თავიდან ფალიაშვილზე მქონდა სალონი, რომელმაც დიდი გამოცდილება შემძინა. კერვა, ქარგვა, ქსოვა, ხატვა ბავშვობდან ვიცოდი. ამიტომ მე და ჩემმა მეუღლემ ეს ფართი შევიძინეთ და ოჯახური ბიზნესი დავიწყეთ. რაც ჩემი გასაკეთებელია, იმაში სხვას არავის ვახედებ და ამ საკითხთან დაკავშირებით მე და ჩემს ქმარს ზოგჯერ კამათიც მოგვდის. ორივეს სხვადასხვანაირი ხედვა გვაქვს, მაგრამ საბოლოოდ ვრიგდებით.
– თქვენი შვილები რამხელები არიან?
– პირველი ქორწინებიდან ბიჭი მყავს – ბაჩო ცინცაძე. ეს ჩემი მეორე ქორწინებაა. მეორე ქორწინებიდან კი 11 წლის ციცი გოგინაშვილი მყავს.
– შეიძლება პირველ ქორწინებაზე გვესაუბროთ?
– ჩემს პირველ მეუღლეს მხოლოდ ორი კვირა ვიცნობდი. მომიტაცა და თავის ცოლად გამომაცხადა. ერთი წელი ვიყავით ერთად. ძნელია, როცა ქალი ადრეულ ასაკში თხოვდება... მაგრამ ამ ქორწინებიდან ბაჩო მყავს და ამისთვის უფალს მადლობას ვეუბნები.

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ალა პუგაჩოვა მომავალ შვილს ფილიპს დაარქმევს
გიგი გაჩეჩილაძე: "სალომემ ძალიან გამაწვალა"
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ქორწინებაზე ალაპარაკდნენ
რასელ ბრენდს კეტი პერისთან გაყრა ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია












ნანკა კალატოზიშვილი: "ირაკლი კეიდიას ნახევარ წელიწადში ერთხელ მაშორებენ" 

მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
ჯონდი ბაღათურია: "18 წლის გოგო ერთ თვეში გავაბი მახეში!"
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ვერტმფრენი აჩუქა
კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
რიზ უიზერსპუნის მამას ორცოლიანობაში ადანაშაულებენ
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი არ დაშორებულან
თინა კანდელაკმა ქმარს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია 






















































































