| ქალი და მამაკაცი |

ეკრანზე ვნებიანი ქალების როლის შემსრულებელ ევა მენდესს რეალურ ცხოვრებაში უყვარს ყვავილები, ძაღლ ჰიუგოსთან თამაში, ძმისშვილების გასეირნება და დედასთან ტელეფონით ლაპარაკი. შვილები და ქმარი არ ჰყავს, თავისუფალი ქალის სტატუსით ტკბება, მაგრამ თავის ინტერვიუში ამბობს, რომ სჯერა, მის ცხოვრებაშიც მოვა ნამდვილი და წრფელი სიყვარული.
– თქვენი ფილმებიდან ყველაზე მეტად რომლით ამაყობთ?
– ძალიან მომწონს "ღამის მბრძანებელი", ლამაზი ფილმია და საინტერესო რეჟისორმა, ჯეიმს გრეიმ გადაიღო. ახლა კი რაიან გოსლინგთან და ბრედლი კუპერთან ერთად ვმუშაობ ფილმზე "ადგილი ფიჭვების ქვეშ".
– საყვარელი მსახიობები გყავთ?
– საბედნიეროდ, ბევრი ნიჭიერი ადამიანი არსებობს. რატომღაც ისე აეწყო, რომ საყვარელი მსახიობები უფრო ქალებში მყავს, მაგალითად, კეიტ ბლანშეტი, კეიტ უინსლეტი, ჯულიანა მური. ისინი ყველასგან განსხვავებულები, თავისებურად განუმეორებლები არიან.
– თავს აძლევთ უფლებას, თუნდაც 24 საათის განმავლობაში ტელეფონი გამორთოთ?
– თუ ამის სურვილი გამიჩნდება ან აუცილებლობა მოითხოვს, მაშინ, რა თქმა უნდა, მაგრამ ტელეფონი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, ძალიან ბევრს ვეკონტაქტები ტელეფონით დედას და სხვებსაც სამუშაოსთან დაკავშირებით. მე ხომ მუდამ ვმოგზაურობ, ამიტომ ახლობლებთან კონტაქტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– ორი სიტყვით როგორ აღწერდით ევა მენდესის ცხოვრების სტილს?
– უბრალო და ლამაზი.
– რას აკეთებთ, როცა თავისუფალი ხართ?
– სხვადასხვა კურსებზე დავდივარ, მაგალითად, ცეკვის, მუსიკის. მიყვარს, როდესაც ახალ რაღაცეებს აღმოვაჩენ ხოლმე. მინდა, როგორც მსახიობი, სრულყოფილი ვიყო და არც იმის მერიდება, რომ ხანდახან სამსახიობო კურსებზეც ვიარო. ცოტა ხნის წინ დავამთავრე ერთ–ერთი ასეთი კურსი.
– უიქენდს როგორ ატარებთ?
– სახლის მოყვარული ადამიანი ვარ, მყავს საყვარელი ძაღლი ჰიუგო და მიყვარს მისი გასეირნება, ასევე მეგობრებთან ერთად რესტორანში წასვლა. ისე მოხდა, რომ მეგობრებში ბევრი მუსიკოსი მყავს, ამიტომ ჩვენი წვეულება ერთგვარი ჯემსეიშენია ხოლმე, სადაც ბევრს ვმღერით და ვცეკვავთ. კიდევ მიყვარს ყვავილები, ბაღის მოვლა.
– ვინ არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ცხოვრებაში?
– ყოველგვარი კონკურენციის გარეშე – დედაჩემი. მას რჩევებს დღემდე ვეკითხები, საქმეშიც კი. საერთოდ, ძალიან მიჯაჭვული ვარ ოჯახზე, მყავს ორი და და ძმა.
– გჯერათ მარადიული სიყვარულის?
– ჩემი მშობლები მაშინ დაშორდნენ, როდესაც 10 წლის ვიყავი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სუფთა და მარადიული სიყვარულის მჯერა. და მაინც, ქორწინების ინსტიტუტს სკეპტიკურად ვუყურებ. შეიძლება ცოლ–ქმარი ყოველგვარი ფურცლის გარეშეც იყვნენ. წარმოიდგინეთ, რა სექსუალურია, როცა 50 წლის ხარ და შენი საყვარელი მამაკაცი ჯერ კიდევ საქმროა.
– რა არის საჭირო მყარი ურთიერთობისათვის?
– პირველ რიგში, ხშირი ურთიერთობა. თუ ყველაფერზე ისაუბრებ, ნებისმიერი პრობლემა ადვილად გადაწყდება.
– თქვენ უკვე დიდი ხანია ბოიფრენდი გყავთ.
– ნამდვილად, ვერც კი ვიხსენებ, რამდენი წელია მე და ჯორჯი ერთად ვართ, ალბათ ათი. ჯორჯი ძალიან ჭკვიანი ადამიანია, ჩვენი ურთიერთობის საიდუმლო კი იმაში მდგომარეობს, რომ ერთმანეთს პირად სივრცეებს ვუტოვებთ. ჩვენ ვართ წყვილი, მაგრამ ამავდროულად დამოუკიდებლები. ეს ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– თუ გაიგებთ, რომ მამაკაცი თქვენი ერთგული არ არის, ეს დაშორების მიზეზი გახდება?
– რთული სათქმელია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოხდება ეს. თუ წყვილს შორის ნდობა დაიკარგა, ურთიერთობაც მალე დასრულდება, ხოლო თუ 30–40 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მამაკაცი სხვასთან გაივლის და ამის შესახებ გეტყვის, დაშორება უაზრობაა. არა, კაზანოვასთან ნამდვილად ვერასოდეს ვიცხოვრებ. ვერ ვიტან მამაკაცებს, რომლებიც სხვა ქალებს თვალებით ჭამენ.
– შვილები არ გინდათ?
– არ ვიცი. საბედნიეროდ, დედაჩემი არ ახდენს ამ მხრივ ჩემზე ზეწოლას, მას უკვე რვა შვილიშვილი ჰყავს. მეც არ ვარ პატარა გოგო. ჩემი მეგობრები, რომლებიც 40 წელს არიან მიტანებული, ახლა აჩენენ შვილებს, თუნდაც, მაგალითად, სელმა ჰაიეკი.
– ასეთი მშვენიერი ფორმები დიეტის შედეგია?
– არა, დიეტაზე არასოდეს ვყოფილვარ. საერთოდ, წინააღმდეგი ვარ ამგვარი კონცეფციის. თავის მოვლა და სწორი კვება – კი, ბატონო! რაც შეეხება ვარჯიშს, უპირატესობას სირბილს ვანიჭებ.
– როდესაც მნიშვნელოვანი საღამო გაქვთ, რას გააკეთებთ იმისათვის, რომ ასი პროცენტით კარგად გამოიყურებოდეთ?
– მასაჟზე წავალ ან სილამაზის სალონში პროცედურებს ჩავიტარებ. პირველ რიგში, სახეს მოვიწესრიგებ. თითქმის ყოველდღე მიწევს საჯარო ადგილებში გამოსვლა და ამიტომ საკუთარი თავის მოვლაც ჩემთვის ყოველდღიური რიტუალია.
– და მაინც, როგორ უვლით თავს?
– დილა იწყება თბილი შხაპითა და ლიმონით. ვიბან და კანს ვიცავ მზისაგან, დანარჩენი კი დღის განრიგზეა დამოკიდებული. თუ იმ დღეს სახლიდან გასვლა არ მიწევს, მაშინ მაკიაჟსაც არ ვიკეთებ.
– როგორ ფიქრობთ, რა ხდის ქალს ლამაზს?
– ქალში მნიშვნელოვანია იუმორის გრძნობა და ბუნებრიობა. ვფიქრობ, თანამედროვე ქალები მოჭარბებულად იყენებენ კოსმეტიკას და ამიტომ ძალიან ინიღბებიან.

|
დღის სიახლეები
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ალა პუგაჩოვა მომავალ შვილს ფილიპს დაარქმევს
გიგი გაჩეჩილაძე: "სალომემ ძალიან გამაწვალა"
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ქორწინებაზე ალაპარაკდნენ
რასელ ბრენდს კეტი პერისთან გაყრა ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია












ნანკა კალატოზიშვილი: "ირაკლი კეიდიას ნახევარ წელიწადში ერთხელ მაშორებენ" 

მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
ჯონდი ბაღათურია: "18 წლის გოგო ერთ თვეში გავაბი მახეში!"
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ვერტმფრენი აჩუქა
კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
რიზ უიზერსპუნის მამას ორცოლიანობაში ადანაშაულებენ
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი არ დაშორებულან
თინა კანდელაკმა ქმარს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია 













