| ქალი და მამაკაცი |

თურმე ინგლისის დედოფლის გაოცებაც შესაძლებელია. ამ დღეებში თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული მეუღლესთან ერთად, დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდა. დედოფალმა ელისაბედ მეორემ მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად ტრადიციული საზეიმო მიღება გამართა. ხანგრძლივი დიპლომატიური გამოცდილების მქონე დედოფალმა, რომელიც ემოციებისა და შთაბეჭდილებების გამოხატვისას თავშეკავებულობით არის ცნობილი, გაოცება ვერ დამალა, როდესაც ხაირუნის გიულის უზომოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი დაინახა. დედოფალი დიდი ხნის მანძილზე დაჟინებულად შესცქეროდა სტუმრის ფეხსაცმელს. ხაირუნისმა არა მხოლოდ დედოფალი, არამედ მთელი მისი გარემოცვის წევრები გააოცა, თუმცა თურქეთის პირველ ქალბატონს არაფერი შეუმჩნევია. ცნობისთვის, მისი სამეფო უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II უინძორი (Queen Elisabeth II, Elizabeth Alexandra Mary Windsor; დ. 21 აპრილი, 1926, ლონდონი) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური, ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს. ასევე თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს მეთაური (ავსტრალია, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამები, ბარბადოსი, ბელიზი, გრენადა, კანადა, ახალი ზელანდია, პაპუა-ახალი გვინეა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სოლომონის კუნძულები, ტუვალუ, იამაიკა), ანგლიკანური ეკლესიის მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და კუნძული მენის ლორდი.

|
დღის სიახლეები
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



შერონ სტოუნმა საცურაო კოსტიუმში ნაკეცებიანი მუცელი გვაჩვენა
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
კეიტ მოსს კვირაობით ველოსიპედით სეირნობა უყვარს
ენ ჰეტუეი მაიამის სანაპიროზე ახალ ფორმაში წარდგა












სილამაზის დედოფლობიდან ვარსკვლავობამდე 

74 წლის ჯეინ ფონდამ თავისი სითამამით მაყურებელი გააოცა
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი
ასაკში გალამაზებული ვარსკვლავები
ჰაიდი კლუმი: ”ჩვენი სილამაზე ჩვენი ძროხების დამსახურებაა”
დოლჩემ და გაბანამ ველოსიპედის დიზაინზე იზრუნეს
ბარ რაფაელს კინოში იღებენ
ვალენტინომ 80 წლის იუბილე აღნიშნა
ლედი გაგა ეპატაჟურ იმიჯს არ ღალატობს 












































