| ქალი და მამაკაცი |

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებამდე, რომელიც 4 დეკემბრისთვის არის დანიშნული, ინტერნეტ-გამოკითხვა ჩაატარეს - ქსელის აქტიურმა მომხმარებლებმა რუსეთის პოლიტიკაში ყველაზე სექსუალური ქალი აირჩიეს.
პოლიტიკურ ფორუმებზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ცხრა ფინალისტთა შორის პირველი ადგილი პოლიტიკის დებიუტანტმა, ცნობილმა ჩოგბურთელმა ანა ჩაკვეტაძემ (დეპუტატობის კანდიდატი "პრავოე დელოდან") დაიკავა. რამდენიმე ათეული ხმით, მან დუმის ლამაზმან ექს-ტანმოვარჯიშეს ალინა კაბაევას აჯობა. მესამე ადგილი რეიტინგში ანა ჩაპმანმა დაიკავა. ხუთეულში ასევე მოხვდნენ მარია გაიდარი და ევგენია ჩირიკოვა.
შეთავაზებული სიიდან ინტერნეტ-მომხმარებლებმა ყველაზე არასექსუალურად მოციგურავე სვეტლანა ჟუკოვა დაასახელეს. კანდიდატთა შორის, რომელთაგანაც ინტერნეტ-მომხმარებლებს გამარჯვებულები უნდა შეერჩიათ, იყვნენ მეხუთე მოწვევის სათათბიროს დეპუტატები ალინა კაბაევა ("ედინაია როსია"), სვეტლანა ხორკინა ("ედინაია როსია"), ალა კუზმინა ("სპრავედლივაია როსია") და სვეტლანა ჟუკოვა ("ედინაია როსია"), ასევე "ნაშის" პრეს-მდივანი კრისტინა პოტუპჩიკი, ყოფილი ჯაშუში ანა ჩაპმანი, "ხიმკინის ტყის" მთავარი დამცველი ევგენია ჩირიკოვა და კიროვის ოლქის მთავრობის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე მარია გაიდარი.

|
დღის სიახლეები
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



შერონ სტოუნმა საცურაო კოსტიუმში ნაკეცებიანი მუცელი გვაჩვენა
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
კეიტ მოსს კვირაობით ველოსიპედით სეირნობა უყვარს
ენ ჰეტუეი მაიამის სანაპიროზე ახალ ფორმაში წარდგა












სილამაზის დედოფლობიდან ვარსკვლავობამდე 

74 წლის ჯეინ ფონდამ თავისი სითამამით მაყურებელი გააოცა
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი
ასაკში გალამაზებული ვარსკვლავები
ჰაიდი კლუმი: ”ჩვენი სილამაზე ჩვენი ძროხების დამსახურებაა”
დოლჩემ და გაბანამ ველოსიპედის დიზაინზე იზრუნეს
ბარ რაფაელს კინოში იღებენ
ვალენტინომ 80 წლის იუბილე აღნიშნა
ლედი გაგა ეპატაჟურ იმიჯს არ ღალატობს 








































































































