asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სალომე კოკუაშვილი: "სალონებში ბიჭებიც ისევე უნდა ეწამონ, როგორც გოგოები ვეწამებით!"
”ბავშვობაში ვოცნებობდი, ბრიუს უილისის ცოლი ვყოფილიყავი”
სალომე კოკუაშვილი: "სალონებში ბიჭებიც ისევე უნდა ეწამონ, როგორც გოგოები ვეწამებით!"

2011-12-06 12:08:36



20 წლის მსახიობი სალომე კოკუაშვილი უახლოეს მომავალში დაოჯახებას არ აპირებს, მაგრამ ჰყავს შეყვარებული, რომლის სახელსა და გვარსაც ასაიდუმლოებს.სამაგიეროდ დეტალურად ახასიათებს, როგორი უნდა იყოს მისი ოცნების მამაკაცი და, სავარაუდოდ, ეს მოსაზრებები მის რჩეულზეც ვრცელდება. სალომეს ერთი უცნაური მოთხოვნა აქვს, რომლის შესრულებაც ქართველი ბიჭებისთვის ალბათ რთული იქნება – მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია თმის საფარველი მამაკაცის სხეულზე, უფრო სწორად, მისი არარსებობა. იგი თვლის, რომ ეპილაციით მამაკაცებიც ისევე უნდა სარგებლობდნენ, როგორც ქალები. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, ამაზე ქვემოთ.
– სალომე, თქვენი გული ამჟამად დაკავებულია?
– შეყვარებული მყავს, მაგრამ მის სახელსა და გვარს არ ვიტყვი. ცნობილი არ არის.
– რითი მოგხიბლათ მან, ანუ რა მოგწონთ ზოგადად მამაკაცში?
– მოდით, ამას ჩემი შეყვარებულით ნუ განვსაზღვრავთ. ისე, ზოგადად, ყოველთვის მინდოდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო მაღალი, ქერა, ცისფერთვალება ბიჭი. ეს ბანალურად ჟღერს, მაგრამ ასეა. მამაკაცი აუცილებლად გულწრფელი უნდა იყოს. ძალიან კარგია, თუ რომანტიკული იქნება. ასეთი მამაკაცები ყველა გოგოს მოსწონს.
– რომანტიკულობა თქვენთვის რა არის?
– ჯერჯერობით ამ კუთხით არ გამიმართლა, რომანტიკოსი არ არის. რომანტიკულ ნაბიჯად არ მიმაჩნია, ცეცხლით რომ წერენ – "მიყვარხარ!". შეიძლება რომანტიკად პატარა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალი ჩავთვალო; თუნდაც ის, რომ მოულოდნელად სურვილი აგისრულოს. ორიგინალურ სიურპრიზებს ვგულისხმობ. ყვავილის ჩუქებას და პლაკატების გაკვრას ორიგინალურს ვერ ვუწოდებ. ეს ჩვენს დროში საინტერესო აღარ არის.
– გარეგნობას დიდი ყურადღებას აქცევთ?
– კი. ბევრი ამბობს, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მთლად ასეც არ არის. რა თქმა უნდა, არც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება სწორედ ვიზუალით გექმნება. რომ გაიცნო, ჯერ შესახედავად უნდა მოგეწონოს.
– მამაკაცურობა მთავარი არ არის?
– მამაკაცურობაში ზოგი უხეშობას გულისხმობს. მე კი ასეთი ტიპები არ მომწონს. ჩამოყალიბებული, გაწონასწორებული ბიჭები მხიბლავს, ზუსტად რომ იციან, რა უნდათ. კაცი საკუთარ თავში დარწმუნებული უნდა იყოს. დაკუნთული ბიჭები არ მომწონს. გამხდარი მირჩევნია. მიმაჩნია, რომ კაცებმა ქალებზე არანაკლებად უნდა მიხედონ თავს. ამაში სამარცხვინო არაფერია და არ უნდა თქვან, მე ხომ გეი არ ვარო. მაგალითად, ვერ ვიტან, მამაკაცებს სხეული თმით რომ აქვთ დაფარული.
– მაშინ რა ქნან, ეპილაცია უნდა გაიკეთონ?
– უნდა გაიკეთონ.
– წვერმოშვებულ ბიჭებზე რას იტყვით?
– ოდნავ გასაპარსი წვერი მომწონს, ბევრს უხდება.
– საყვარელ მამაკაცს წარბების კორექციასაც მოსთხოვთ?
– ეს აუცილებელია! ზოგს იმდენად გადაბმული წარბები აქვს, რომ სახის ნაკვთები აბსოლუტურად ეკარგება. თუ ჩვენ, გოგოები, მივდივართ და სალონებში ვეწამებით, ბიჭებმა რატომ არ უნდა მიხედონ თავს?! არ ვგულისხმობ, რომ წარბები დაიწვრილონ, მაგრამ ფორმა უნდა მისცენ.
– მოდით, ხასიათზეც ვისაუბროთ. რა თვისებებია აუცილებელი მამაკაცისთვის?
– ჩემთვის მთავარია, იუმორის გრძნობა ჰქონდეს. ზოგის იუმორი დაცინვაში გადადის, რაც მიუღებელია ჩემთვის. ბიჭს თუ ადამიანების დაცინვა უყვარს, მაშინ ჩემთან არ გაუმართლებს. თავაზიანი უნდა იყოს და გოგოსთან მოქცევა არ შეეშალოს, მაგალითად, კარი გაუღოს და გაატაროს, წყალი დაუსხას... ცოტაა ისეთი ბიჭი, ვინც ეს იცის. ბილწსიტყვაობაც მიუღებელია ჩემთვის.
– ბევრ თამამ სცენაში ხართ გადაღებული. ქართველ მამაკაცებს, როგორც წესი, ეს დიდად არ მოსწონთ. თქვენი შეყვარებული რას ფიქრობს ამაზე?
– ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის ეს ჩვეულებრივია, რადგან იციან, რომ მსახიობი ვარ. ჩემს არც ერთ მეგობარს არ უფიქრია, რადგან ერთ–ერთ ფილმში ქერა პარიკი დავიხურე და მეძავის როლი შევასრულე, სინამდვილეშიც ასეთი ვარ. როცა ვამბობ, რომ მე ვერ ვგრძნობ ცუდ დამოკიდებულებას ჩემი როლების მიმართ, მეუბნებიან, სხვა სამყაროში ცხოვრობო. თურმე ბევრი ცუდად აღიქვამს ამას. ჩემს შეყვარებულს კი ცუდი რეაქცია არ აქვს.
– თუ მამაკაცი აზიატია, ამას ნაკლად უთვლით?
– აზიატი კაცები არ მომწონს. ჩემი მეგობრების უმრავლესობა, ვინც გათხოვდა, ვეღარ იცვამს ისე, როგორც სურთ, ვერ დადიან კლუბებში და ა.შ. ვერ წარმოიდგენთ, ჩემთვის ეს როგორი მიუღებელია. როცა მამაკაცი სამოსს და დროს გიკონტროლებს, როდის უნდა იყო სახლში, აზიატობა კი არა, უნდობლობაა.
– ეჭვიანობაც, შესაბამისად, მიუღებელი იქნება თქვენთვის.
– არა, გარკვეული დოზით ბიჭმა უნდა იეჭვიანოს, რომ მიხვდე, მისთვის სულ ერთი არ ხარ. თუმცა იმაზე ეჭვიანობა, რატომ მიდიხარ კინოში მეგობარ ბიჭთან ერთადო, ჩემთვის გაუგებარია.
– ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობის გჯერათ?
– მჯერა. ბევრი მეგობარი ბიჭი მყავს და ზუსტად ვიცი, რომ ყოველთვის მეგობრებად დავრჩებით. მაგალითად, ფაქო ("კომედი შოუს" მსახიობი) ჩემი უახლოესი მეგობარია და ყოველთვის ასე იქნება.
– აქცევთ თუ არა მამაკაცის საფულის მოცულობას ყურადღებას?
– არ ვუკვირდები, რადგან ოჯახის შექმნას ჯერ არ ვაპირებ. როცა ასეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამ, ბუნებრივია, შენი ფინანსური მდგომარეობა მყარი უნდა იყოს. უნდა იფიქრო, მზად ხარ თუ არა ამისთვის. თუ მანქანა ეყოლება, ძალიან კარგი იქნება, რადგან მე არ მყავს და ეს დამატებითი კომფორტი იქნება ჩემთვის, თუმცა ურთიერთობებს ამის მიხედვით ნამდვილად არ ვსაზღვრავ.
– მამაკაცის ჩაცმულობას აკვირდებით?
– ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და, ჩემი აზრით, ეს ფინანსებთან დაკავშირებული არ არის. ამ დროს ჩანს, როგორი გემოვნება გაქვს. შეიძლება ბაზრობაზე იყიდო ტანსაცმელი და გემოვნებით შეუხამო ერთმანეთს და პირიქით, რომელიმე ძვირადღირებული ბრენდის სამოსი ჩაიცვა, მაგრამ უგემოვნოდ.
– რომელი ცნობილი მამაკაცი მოგწონდათ ბავშვობაში?
– ბავშვობაში ვოცნებობდი, ბრიუს უილისის ცოლი ვყოფილიყავი და დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს მსახიობი აშკარად დაბერდა, ძალიან მომწონს. დიდი სურვილი მაქვს, მასთან ერთად რომელიმე ფილმში ვითამაშო. ეს ოცნება ალბათ ოცნებად დამრჩება.
– რა მოგწონთ თქვენი თაობის ბიჭებში?
– მომწონს, რომ სწორად მეტყველებენ. ჟარგონებით საუბარი კომპლექსად მიმაჩნია. როცა ბიჭი კარგად მეტყველებს და აზროვნებს, ეს ნიშნავს, რომ ნაწილობრივ უკვე ჩამოყალიბებულია.
– და რა გაღიზიანებთ?
– ვერ ვიტან "მარიაჟებს". აი, ახლა ბიჭი რომ შემოვიდეს და მანქანის გასაღები თითზე დაატრიალოს, შეიძლება რამე ვესროლო!
– თქვენი ცხოვრების თანამგზავრად როგორი ადამიანი წარმოგიდგენიათ?
– უნდა იყოს ერთგული, ყურადღებიანი და ძალიან უნდა ვუყვარდე. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.
მანანა ნოდია


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online