| ქალი და მამაკაცი |

ამერიკელი დიზაინერის მარკ ჯეიკობსის მთელი ახალი კოლექცია მოიპარეს, ამის თაობაზე ინფორმაცია მოდელიერის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია პარიზი-ლონდონის გზაზე დაიკარგა. სწორედ ლონდონში უნდა გამართულიყო მათი ჩვენება. ჩასაცმელები, ჩანთები და ფეხსაცმელები მატარებლით გადაჰქონდათ.
ლონდონის პოლიციამ ჯეიკობსის კოლექციის ქურდობის ფაქტი დაადასტურა და იქვე დააზუსტა, რომ ნაქურდალის ღირებულება დაახლოვებით 40 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს. პოლიციელებმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს, თუმცა განაცხადეს, რომ საქმის გამოძიება მიმდინარეობს.
სააგენტოს ცნობით, თავად ახალი მოდელები, რომელთა შორისაა დაბალწელიანი ქვედა კაბები, ცელოფანის კოქტეილის კაბები და სხვა გამჭვირვალე და ბრჭყვიალა ქსოვილებისგან დამზადებული ჩასაცმელები, განსაკუთრებულ ღირებულებას არ წარმოადგენენ, მაგრამ იმის გამო, რომ კოლექციის ჩვენება ბრიტანელი კრიტიკოსებისთვის შეუძლებელია, შესაძლოა დიზაინერმა პოპულარულობა დაკარგოს. გარდა ამისა, ნაქურდალით შესაძლოა გამყალბებლებმა ისარგებლონ.
ეს უკვე მეორე უსიამოვნო ინციდენტია, რომელიც ბოლო დროს ჯეიკობსს შეემთხვა. რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა რეგულატორმა დიზაინერის მიერ შექმნილი სუნამოს "ოჰ ლოლა!" რეკლამა აკრძალა, რის მიზეზადაც მის ეროტიული ქვეტექსტი დასახელდა.

|
დღის სიახლეები
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



შერონ სტოუნმა საცურაო კოსტიუმში ნაკეცებიანი მუცელი გვაჩვენა
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
კეიტ მოსს კვირაობით ველოსიპედით სეირნობა უყვარს
ენ ჰეტუეი მაიამის სანაპიროზე ახალ ფორმაში წარდგა












სილამაზის დედოფლობიდან ვარსკვლავობამდე 

74 წლის ჯეინ ფონდამ თავისი სითამამით მაყურებელი გააოცა
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი
ასაკში გალამაზებული ვარსკვლავები
ჰაიდი კლუმი: ”ჩვენი სილამაზე ჩვენი ძროხების დამსახურებაა”
დოლჩემ და გაბანამ ველოსიპედის დიზაინზე იზრუნეს
ბარ რაფაელს კინოში იღებენ
ვალენტინომ 80 წლის იუბილე აღნიშნა
ლედი გაგა ეპატაჟურ იმიჯს არ ღალატობს 






















































































