asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მერლინ მონროს პირველ ფოტოსესიაში 5 დოლარი გადაუხადეს
15 უცნობი ფაქტი სექს–სიმბოლოს შესახებ
მერლინ მონროს პირველ ფოტოსესიაში 5 დოლარი გადაუხადეს

2011-11-25 12:40:34



მერლინ მონროზე უამრავი სტატია დაწერილა. და მიუხედავად ამისა, არსებობს ფაქტები, რომლებიც შესაძლოა, ეპოქალური მსახიობის შესახებ არ იცოდეთ.

1. მერლინ მონრო 1953 წელს Playboy-ის პირველ, დეკემბრის გამოცემის ყდას ამშვენებდა.

2. 1962 წლის აგვისტოდან მოყოლებული, პოპ-არტის ლეგენდამ ენდი უორჰოლმა მერლინის ოცი შოლკოგრაფიული სურათი, ერთი და იგივე ფოტოს მიხედვით შექმნა.

3. მერლინი ყველას უფრო გამხდარი ეგონა, ვიდრე სინამდვილეში იყო. ვარსკვლავის სიმაღლე 165 სმ იყო და ის 52 კილოგრამს იწონიდა.

4. ფილმებმა მერლინ მონროს მონაწილეობით 127 მლნ დოლარის მოგება მოიტანეს

5. მერლინი ვერ იტანდა ოფლს და მტვერს. ამიტომ ის სახეს დღეში 15-ჯერ იბანდა.

6. მსახიობს პირველ ფოტოსესიაში 5 დოლარი გადაუხადეს.

7. ვარსკვლავმა მეორე ქმარს, ბეისბოლისტ ჯო დიმაჯიოს, მისი გარდაცვალების შემდეგ საფლავზე ყოველ კვირას ყვავილების მიტანა სთხოვა. ჯომ მისი თხოვნა შეასრულა.

8. როდესაც მონაკოს პრინცი რაინერ III ცოლს ეძებდა, მერლინ მონრო კანდიდატთა შორის მოიაზრებოდა. საბოლოოდ პრინცმა ცოლად გრეის კელი მოიყვანა.

9. მერლინის ბიოგრაფის ნორმან მილერის ცნობით, მსახიობს 12 აბორტი ჰქონდა გაკეთებული.

10. ცნობილ ფილმში Some Like It Hot მერლინს 47 კადრი დასჭირდა იმისთვის, რომ სწორად წარმოეთქვა ” It's me, Sugar”. მსახიობი წინადადების ორ ნაწილს ადგილს უცვლიდა და ამბობდა "Sugar, it's me". რეჟისორმა ბილი უაილდერმა ბოლოს ეს ფრაზა დიდი ასოებით დაფაზე დაწერა.

11. ვარსკვლავის საყვარელი სასმელი შამპანური იყო.

12. 1950 წლის ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოებაზე, მერლინმა ცხარე ცრემლით იტირა, როდესაც მისი კაბა გაიხა.

13. ჯო დიმაჯიოს უკანასკნელი სიტყვები იყო - ”როგორც იქნა, მივდივარ მერლინის სანახავად”

14. ცნობილი კაბის სცენის სანახავად, ფილმიდან The Seven Year Itch, გადასაღებ მოედანთან 200-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

15. მონრომ თავის პერსონალურ ვიზაჟისტს სთხოვა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მაკიაჟი მსახიობისთვის სწორედ მას გაეკეთებინა.

მერილინ მონრო (ინგლ. Marilyn Monroe) (დაბადების სახელი: ნორმა ჯინ მორტენსონი, ინგლ. Norma Jeane Mortenson) (დ. 1 ივნისი, 1926 – გ. 5 აგვისტო, 1962) იყო ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, ჰოლივუდის ერთგვარი "ხატი", კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, ასევე სექს-სიმბოლო. ის იყო ცნობილი თავისი კომედიური ხასიათის როლებითა და ეკრანებზე ხშირი გამოჩენით. მონრო გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი 1950-იანი და ადრეული 1960-იანი წლებისა. თავისი კარიერის შედარებით გვიან „საფეხურებზე“ ის სერიოზულ როლებზე მუშაობდადა მისი წარმატება მისივე დროის ყველა დანარჩენი მსახიობისას აღემატებოდა. მერილინის ნაადრევი სიკვდილი შესაძლო თვითმკვლელობად იქნა მიჩნეული. უამრავ პიროვნებას, ჯეკ კლემონსის (Jack Clemmons, პოლიციის ოფიცერი, რომელიც ყველაზე პირველი მივიდა მერილინის გარდაცვალების ადგილზე) ჩათვლით სჯეროდათ, რომ მონრო მოკლეს.

მერილინ მონრო არის ერთადერთი ქალი, წარმოდგენილი ჟურნალ ფორბსის „ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი გამოჩენილი ადამიანების“ სიაში.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მერილინ მონრო
კავშირი ტეგთან: ფოტო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online