asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბიონსემ საპატარძლო კაბა ხალხს აჩვენა
ქორწილი დახურული იყო
ბიონსემ საპატარძლო კაბა ხალხს აჩვენა

2011-11-20 13:09:19



სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მომღერალი ბიონსე ცოლად გაჰყვა ჯეი-ზის და გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადა, თუმცა, ვარსკვლავის თაყვანისმცემლებს, მიუხედავად უსაზღვრო ინტერესისა, თავიანთი კერპის საპატარძლო კაბის ხილვის საშუალება არ ჰქონიათ. საქმე ის გახლდათ, რომ საქორწინო ცერემონიალი ნიუ იორკში დახურული იყო და მას მხოლოდ სტუმრების მკაცრად განსაზღვრული რაოდენობა ესწრებოდა. რაც შეეხება კაბას, ის ბიონსეს დედის, 57 წლის თინას ესკიზის მიხედვით შეიკერა. გუშინ კი ვარსკვლავმა ინტერნეტში თავისი ქორწილის ამსახველი ვიდეო დადო, რომელზეც კარგად ჩანს ბედნიერი პატარძალი და მისი დიდებული კაბა. გრანდიოზულ ქორწილს 200 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის: კელი როულანდი და მიშელ უილიამსი, Coldplay-ის სოლისტი კრის მარტინი, ჯანეტ ჯექსონი, აშერი და გვინეტ პელტროუ. მიღება ნიუ იორკში ჯეი-ზის პენტჰაუზის სახურავზე გაიმართა. ახალდაქორწინებულებმა ტაილანდიდან 60 ათასი ორქიდეა და თეთრი ვარდი გამოიწერეს, რაც 500 ათასი დოლარი დაჯდა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბიონსე
კავშირი ტეგთან: ქორწილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online