asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მერლინ მონრო: "ქალებს მხოლოდ ორი იარაღი აქვთ: წამწამების ტუში და ცრემლები"
”ყველა კაცი ერთნაირია”
მერლინ მონრო: "ქალებს მხოლოდ ორი იარაღი აქვთ: წამწამების ტუში და ცრემლები"

2011-11-16 15:45:18



მერლინ მონროს ყველა დროის სექს-სიმბოლოსა და ქალ-ეპოქას ეძახიან, აგრეთვე ის თანამედროვეობის ყველაზე საყვარელი ქერა ქალია. მას ძალიან უყვარდა შოკოლადი და შამპანური, ლამაზი მამაკაცები და ძვირფასეულობა, იტანჯებოდა მარტოობით და მათთვის, რომელთა ფილმებშიც იღებდა მონაწილეობას, უზარმაზარი მოგება მოჰქონდა. სიცოცხლეში მას იმ აღიარებისა და დიდების მეათედიც არ მიუღია, რაც ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ ერგო. მსახიობი ვერ დააფასეს, ვერ შეიყვარეს და ვერ გაუგეს. მისი გამონათქვამებიც სწორედ ამის დადასტურებაა.
- ვარ სრულფასოვანი ქალი და მე ეს მახარებს;
- ბავშვებს, განსაკუთრებით კი გოგონებს, ყოველთვის უნდა უთხრათ, რომ ის ლამაზია და რომ ის ყველას უყვარს;
- სექს-სიმბოლო - ეს მხოლოდ ნივთია, მე კი ვერ ვიტან ნივთად ყოფნას. ხოლო თუ სიმბოლო უნდა ვიყო, მაშინ უმჯობესია, ვიყო სექსის სიმბოლო, ვიდრე სხვა რამის;
- თანახმა ვარ, ვიცხოვრო სამყაროში, რომელსაც კაცები მართავენ, მანამდე, სანამ შემიძლია ამ სამყაროში ვიყო ქალი;
- მე ვარ ნამდვილი ქერა, მაგრამ ქერები ასე მარტივად ბუნებრივად არ ხდებიან;
- მე დავაგვიანე, იმიტომ, რომ ყველასთან და ყველა შეხვედრაზე ვაგვიანებ. მე არა მარტო თქვენ გალოდინებთ;
- თუ სახელს გავითქვამ, მხოლოდ იმიტომ, რომ მოვკვდე ახალგაზრდა, ეს ძნელი სულაც არ არის. მე არასდროს ვირუჯები - მომწონს სითეთრე. მინდა ყოველგვარი პლასტიკური ოპერაციის გარეშე დავბერდე. ისინი სახეს უსიცოცხლოს ხდიან. მინდა, ერთგული ვიყო ჩემ მიერ შექმნილი სახის მიმართ. ხშირად ვფიქრობ, რომ ადვილი იქნებოდა სიბერისგან თავის დაღწევა, თუ ახალგაზრდა მოვკვდებოდი. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი ცხოვრება არასრულყოფილი იქნებოდა, ასე არ არის? ასეთ შემთხვევაში ჩემ თავს თავიდან ბოლომდე ვერასდროს შევისწავლიდი;
- როცა დასაძინებლად ვწვები, ვისხამ მხოლოდ "შანელ N5"-ს;
- დიდი ფანტაზიის მქონე ვარ იმისათვის, რომ დიასახლისი ვიყო;
- მხოლოდ იმის გაკეთება მიყვარს, რასაც ცენზურა არ ეხება;
- იმას არასდროს მივატოვებდი, ვისიც მჯეროდა;
- ძაღლები არასდროს მკბენდნენ, მხოლოდ ადამიანები.
ქალების შესახებ
- ბრილიანტები გოგონების საუკეთესო მეგობრები არიან;
- ქალებს მხოლოდ ორი იარაღი აქვთ: წამწამების ტუში და ცრემლები, მაგრამ მათი ერთდროულად გამოყენება არ შეგვიძლია;
- ქალური მომხიბლაობა მხოლოდ მაშინ არის ძალაში, როცა ის ბუნებრივი და სტიქიურია;
- ჩვენ, ლამაზი ქალები, ვალდებულები ვართ, ვიყოთ სულელები, მამაკაცები რომ არ გავანერვიულოთ;
- ჭკვიანი ქალი გკოცნის, მაგრამ არ უყვარხარ, გისმენს, მაგრამ არ სჯერა და იქამდე წავა, ვიდრე დატოვებენ;
- შეურჩიეთ ქალს ფეხსაცმელი სწორად და ის მსოფლიოს დაპყრობას შეძლებს;
- არ ვიცი, ვინ შექმნა წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი, მაგრამ ყველა ქალი მისგან ბევრი რამით არის დავალებული;
- არ არსებობს ქალი, რომელსაც არ უყვარს სუნამო, მაგრამ არსებობენ ქალები, რომლებიც არ ატარებენ თავიანთ სურნელს.
ცხოვრების შესახებ
- მილიონობით ადამიანის ოცნება არ შეიძლება ეკუთვნოდეს ერთს;
- ყველა არის ვარსკვლავი და სიკაშკაშეს იმსახურებს;
- როცა ყველა ერთნაირია, არჩევანის გაკეთება ადვილია;
- დაგვიანება ნიშნავს იმაში დარწმუნებას, რომ გელოდებიან, მხოლოდ თქვენ და არა სხვას და იმის ცოდნას, რომ შეუცვლელი ხარ.
სამუშაოს შესახებ
- სიყვარული და სამუშაო - ცხოვრების წინაშე მდგარი ამოცანებია. სამუშაო - ეს სიყვარულის თავისებური ფორმაა;
- ჰოლივუდი ადგილია, სადაც კოცნაში გიხდიან ათას დოლარს და 50 ცენტს შენს სულში;
- კარიერა არაჩვეულებრივი რამაა, მაგრამ ის ცივ ღამეში ვერავის გაათბობს;
- თუ ჰოლივუდში წარუმატებელი ხარ, ეს იგივეა, რაც საბანკეტო დარბაზის წინ მდგომი შიმშილით მოკვდე, სადაც ხბოს ხორცის სურნელი ჭკუიდან გშლის;
კაცების შესახებ
- ქმარი არის ადამიანი, რომელსაც მუდმივად ავიწყდება შენი დაბადების დღე და არასდროს უშვებს ხელიდან შანსს, გაამხილოს შენი ასაკი;
- ძლიერ მამაკაცს არ სჭირდება თვითდამკვიდრება ქალის ხარჯზე, რომელმაც გამოიჩინა სისუსტე და მამაკაცი შეუყვარდა. მას ისედაც აქვს ადგილი, სადაც თავის ძალას გამოავლენს;
- კაცები მე არ მიყურებენ, ისინი მზერას მესვრიან, მაგრამ ეს ის არ არის;
- არ შეიძლება იწვე კაცთან და ართმევდე ფულს, თუ ცოტათი მაინც არ ცდილობთ იმის დაჯერებას, რომ ის გიყვართ;
- ქმრები, როგორც წესი, მაშინ არიან საწოლში კარგები, როცა ცოლებს ღალატობენ;
- ყველა კაცი ერთნაირია: თავიდან გიყენებენ, მერე კი მოგისვრიან, როგორც ნახმარ წინდებს...
სიყვარულის შესახებ
- თუ ცოტათი გამიმართლებს, ოდესღაც, ალბათ, გავიგებ, ადამიანებს რატომ აწუხებთ პრობლემები სექსში. მე, პირადად, ეს პრობლემა ფეხსაცმლის გაწმენდაზე მეტად არ მაღელვებს;
- ადრე ხშირად ვფიქრობდი, რომ იყოთ საყვარელი - ეს ნიშნავს იყოთ სასურველი. ახლა, ვფიქრობ, რომ იყოთ საყვარელი, ნიშნავს მეორე ადამიანი ჩააგდო სასოწარკვეთაში და ამასთან, ძალაუფლება აიღო ხელში;
- გაიქეცი, თუ გინდა, რომ უყვარდე.
მერლინ მონროს სილამაზის საიდუმლოებანი
ყოველთვის ყურადღების ცენტრში მყოფმა მონრომ იცოდა საიდუმლოს შენახვა. ეს არა მხოლოდ ცხოვრებას ეხებოდა, არამედ გარეგნობასაც. თავისი საოცარი სილამაზის საიდუმლოებებსა და რეცეპტებს მერლინ მონრო საგულდაგულოდ მალავდა და მხოლოდ მისი ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, მისი უახლოესი ადამიანების წყალობით, გახდა ცნობილი.
შეიძლება ითქვას, რომ მონროს სილამაზის მთავარი საიდუმლო მდგომარეობდა მის სურვილში, ყოფილიყო ლამაზი. მისი უმაკიაჟო სურათის ნახვისას, ვხედავთ სიმპათიურ, საყვარელ, მიმზიდველ ქალს და სხვას არაფერს. ასეთ გასაოცარ კონტრასტს ქმნიდა მომხიბვლელი ლამაზმანი ბრწყინვალედ შერჩეული მაკიაჟითა და ვარცხნილობით. "მე ვარ სრულიად ჩამოყალიბებული ქალი და ეს ძალიან მახარებს", - ამ სიტყვებზე მხოლოდ ერთი რამის დამატება შეიძლება, რომ მერლინ მონრო იყო დიდებული ქალი, რომელმაც, პირდაპირი მნიშვნელობით, თვითონ შექმნა საკუთარი თავი.
მერლინ მონროს პირველი ქმარი ჯიმ დოჰერტი იხსენებდა, რომ მერლინი სახეს დღეში თხუთმეტჯერ იბანდაო. ეს არ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს, ვინაიდან ასე სახე დამცავ ცხიმოვან შრეს დაკარგავს და გახდება მშრალი და უსიცოცხლო, რისი თქმაც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება მერლინის კანზე. მშრალი სახის კანის მიუხედავად, ის მაინც ნაზი და რბილი დარჩა მისი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე.
ჯიმ დოჰერტი აგრეთვე ამტკიცებდა, რომ მერლინი ხშირად ხმარობდა ზეითუნის ზეთს, როგორც დამარბილებელსა და გამწმენდ საშუალებას. ამის დაჯერება ძნელი არ არის. ზეითუნის ზეთი დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება კოსმეტოლოგიაში და ძალიან კარგად მოქმედებს სახის კანზე.
ამასთან, ზეითუნის ზეთის ხმარება უფრო რეალურად ჟღერს, ვიდრე ის, რომ მერლინი სახეზე ისვამდა ვაზელინს და ზემოდან ფარავდა პუდრით. თუმცა, ვინ იცის?! ვაზელინი პროვოცირებას უკეთებს თმის ამოსვლას, ხოლო კოსმეტოლოგ კეიტ სომერვაილის თქმით, რომელიც მერლინ მონროსთან და ელიზაბეტ ტეილორთან მუშობდა, ეს სოცრად ლამაზი ქალები იპარსავდნენ არა მხოლოდ ფეხებს, არამედ სახესაც. მსახიობები ამ "მეთოდს" იმიტომ იყენებდნენ, რომ უფრო კარგად გაეწმინდათ სახე და მისი სტიმულირება მოეხდინათ. კეიტ სომერვაილი ამატებს: "თუ თქვენც გინდათ იგივე გამოცადოთ, იცოდეთ, რომ არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი ამოსული თმები უფრო მუქია, ეს მითია".
სილამაზის რამდენიმე ცნობილი საიდუმლო
- მერლინ მონრო საგულდაგულოდ იცავდა კანს მზის სხივებისაგან. მოდის მიუხედავად, ის არასდროს ირუჯებოდა;
- გადაღების დროს, მერლინი სპეციალურად ზედა ქუთუთოს ოდნავ ქვემოთ სწევდა, რათა გამოხედვა იდუმალი და ამოუცნობი გაეხადა;
- მერლინი აბაზანას იღებდა ყინულითა და შანელ N5-ის წვეთით;
- ჩვეულებრივ ცხოვრებაში მერლინი მაკიაჟის გარეშე ყოფნას ანიჭებდა უპირატესობას;
- ხმარობდა "ნივეას" დამატენიანებელ ლოსიონს ტანისათვის.
მოამზადა მანანა კორძაძემ


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მერილინ მონრო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online