| ქალი და მამაკაცი |

43 წლის მომღერალმა კაილი მინოუგმა სამართლიანად შეიძლება დაიტრაბახოს უნაკლო სხეულითა და სახის კანით, რომელზეც ერთი ნაოჭიც კი არ შეიმჩნევა. ვარსკვლავი ირწმუნება, რომ კოსმეტოლოგისთვის არასოდეს მიუმართავს და მისი ახალგაზრდული გარეგნობა მხოლოდდამხოლოდ გენეტიკის დამსახურებაა. მაგრამ ბოლო ხანებში ყველამ შენიშნა, რომ კაილი საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. ასეთი ეფექტის მიღწევა კი უძვირფასესი კრემების გამოყენებითაც კი შეუძლებელია. ჟურნალისტები ეჭვობენ, რომ მინოუგმა ბოტოქსი გაიკეთა, თუმცა, ზომიერების გრძნობამ უღალატა და მისი სახის კანი აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ვარსკვლავი ცრუობს, როცა აცხადებს, რომ ის ბუნებრიობის მომხრეა.
გუშინ ჯორჯ მაიკლის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე კაილი მინოუგი მთელი თავისი მშვენიერებით ბრწყინავდა, თუმცა პაპარაცებს არ გამოჰპარვიათ ის გარემოება, რომ როცა ვარსკვლავი იღიმოდა, შუბლსა და თვალების გარშემო უმნიშვნელო ნაოჭიც კი არ გასჩენია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მომღერალს ბოტოქსი ნამდვილად აქვს გაკეთებული და ამის აღიარების არ უნდა შერცხვეს.


|
დღის სიახლეები
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



შერონ სტოუნმა საცურაო კოსტიუმში ნაკეცებიანი მუცელი გვაჩვენა
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
კეიტ მოსს კვირაობით ველოსიპედით სეირნობა უყვარს
ენ ჰეტუეი მაიამის სანაპიროზე ახალ ფორმაში წარდგა












სილამაზის დედოფლობიდან ვარსკვლავობამდე 

74 წლის ჯეინ ფონდამ თავისი სითამამით მაყურებელი გააოცა
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი
ასაკში გალამაზებული ვარსკვლავები
ჰაიდი კლუმი: ”ჩვენი სილამაზე ჩვენი ძროხების დამსახურებაა”
დოლჩემ და გაბანამ ველოსიპედის დიზაინზე იზრუნეს
ბარ რაფაელს კინოში იღებენ
ვალენტინომ 80 წლის იუბილე აღნიშნა
ლედი გაგა ეპატაჟურ იმიჯს არ ღალატობს 





















