| ქალი და მამაკაცი |

პოპულარულმა ბრიტანელმა მსახიობმა და მოდელმა ელიზაბეტ ჰერლიმ გაამხილა თავისი ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო. ის მიიჩნევს, იმისათვის, რომ კმაყოფილი იყოთ საკუთარი გარეგნობით, აუცილებელია ცოტაოდენი თვითდისციპლინა და ბევრი სასარგებლო და ჯანმრთელი საკვები.
ჰერლი გამოტყდა, რომ ტანადობის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია სწორად დასვენება და მოდუნება. ყველა ქალს უნდა ჰქონდეს საკუთარი მოდუნების საიდუმლო. ელიზაბეტმა თქვა, რომ მხოლოდ საკუთარი სახლის კედლებში შეუძლია დაივიწყოს თავისი საზრუნავისა და დარდის შესახებ. ყველაზე ელემენტარულია აბაზანა, რომელშიც გახსნილია ზღვის მარილი.
რელაქსაციის ეფექტის გასაუმჯობესებლად, მსახიობს აბაზანის ოთახში შეაქვს არომატული სანთლები და შიგნით უშვებს თავის საყვარელ ძაღლებს, რომლებიც ერთგულად იცავენ მსახიობს უზარმაზარი აბაზანის გარშემო ყოფნით. ნახევარსაათიანი ასეთი სპა-პროცედურის შემდეგ, ჰერლის თქმით, შეგიძლიათ ბრწყინვალედ მოადუნოთ საკუთარი სხეული და დაიმუხტოთ ენერგიითა და პოზიტიური განწყობით.
აგრეთვე ელიზაბეტ ჰერლი საჭმელად იყენებს მხოლოდ იმ პროდუქტებს, რომლებშიც 100 პროცენტით არის დარწმუნებული. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მის მაგიდაზე ხვდება მისი საკუთარი ფერმიდან.
ჰერლის ერთადერთ სისუსტეს წარმოადგენს ზეფირი, თუმცა, ლამაზმანი საკუთარ თავს ამ პროდუქტზე უარს არ ეუბნება, რადგან ზედმეტ წონას პილატესა და იოგის დახმარებით იშორებს. შოკოლადისა და ჩიფსების მოთხოვნილებას მას სუფთა ჰაერი უცვლის.
მსახიობი მომხრეა ბუნებრივი სილამაზის, ამიტომ მაკიაჟის გასაკეთებლად მას დიდი დროის ხარჯვა არ სჭირდება. თავისი ცნობილი კოლეგებისგან განსხვავებით, ის მაკიაჟს ყოველდღე იკეთებს. ჰერლის თქმით, მსუბუქსა და ბუნებრივ მაკიაჟში ის ბევრად უფრო კარგად გრძნობს თავს, რისთვისაც მხოლოდ 5 წუთს ხარჯავს: ისვამს მსუბუქ ძირითად კრემს, "რუმიანას", თვალებზე ისვამს შავ ფანქარს, წამწამებს იპრეხს სპეციალური მაშებით, ისვამს მასზე ტუშს და ტუჩებზე ისვამს "ბლესკს".

|
დღის სიახლეები
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



შერონ სტოუნმა საცურაო კოსტიუმში ნაკეცებიანი მუცელი გვაჩვენა
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
კეიტ მოსს კვირაობით ველოსიპედით სეირნობა უყვარს
ენ ჰეტუეი მაიამის სანაპიროზე ახალ ფორმაში წარდგა












სილამაზის დედოფლობიდან ვარსკვლავობამდე 

74 წლის ჯეინ ფონდამ თავისი სითამამით მაყურებელი გააოცა
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი
ასაკში გალამაზებული ვარსკვლავები
ჰაიდი კლუმი: ”ჩვენი სილამაზე ჩვენი ძროხების დამსახურებაა”
დოლჩემ და გაბანამ ველოსიპედის დიზაინზე იზრუნეს
ბარ რაფაელს კინოში იღებენ
ვალენტინომ 80 წლის იუბილე აღნიშნა
ლედი გაგა ეპატაჟურ იმიჯს არ ღალატობს 






















































































