asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანჯელინა ჯოლის სილამაზისა და მაკიაჟის საიდუმლოებანი
ანჯელინა ჯოლის სილამაზისა და მაკიაჟის საიდუმლოებანი
ანჯელინა ჯოლის სილამაზისა და მაკიაჟის საიდუმლოებანი

2011-10-29 12:57:33



ანჯელინა ჯოლი - ცნობილი მსახიობი, კეთილი ნების ელჩი და 6 შვილის დედა. ის რამდენჯერმე გახდა პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალი. ახლა სწორედ მასზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას და მოგითხრობთ, თუ როგორ უვლის მსახიობი თავის თავს, როგორ უნდა გაიკეთოთ მაკიაჟი და ვარცხნილობა ისე, როგორც ამას ცნობილი ლამაზმანი იკეთებს. მსახიობი ბრწყინვალედ გამოიყურება მას შემდეგ, რაც გააჩინა სამი შვილი. აი, რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო: იოგა, ჯანჯაფილი და ნიორი.

იოგა სტრესის საწინააღმდეგო ბრწყინვალე საშუალებაა. ამას გარდა, ის ანვითარებს ძალას, მოქნილობასა და გამძლეობას.

ჯანჯაფილი აგვარებს საჭმლის გადამამუშავებელი ტრაქტის მუშაობას და ხელს უწყობს ქოლესტერინის წინააღმდეგ ბრძოლას.

ნიორს აქვს უნარი, რომ სისხლში ქოლესტერინის დონე შეამციროს. ამას გარდა, ის გაციების საწინააღმდეგო მშვენიერი საშუალებაა.

არ დაიჯერებთ, მაგრამ ანჯელინას თავის დროზე ცელულიტის წინააღმდეგ ბრძოლაც მოუხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულია, ანჯელინას ხელი არასდროს ჩაუქნევია და თავი არ დაუზოგავს. მან ზუსტად იცის, რომ მუდმივად ფორმაში უნდა იყოს. სწორედ ეს უნდა გააკეთოს ყველამ, ვინც იწყებს ბრძოლას ცელულიტის წინააღმდეგ. ბრძოლის შედეგის წარმატება ფულის რაოდენობაში კი არა, სწორად კვებასა და ფიზიკურ ვარჯიშებშია.

იოგასთან ერთად, ანჯელინა ჯოლი კიკბოქსინგშიც ვარჯიშობს, არ ეწევა. ის შეეცადა ზედმეტი კილოგრამები მშობიარობის შემდეგ მაშინვე მოეშორებინა, იმიტომ, რომ, რაც უფრო დიდხანს გადადებთ ამ პროცესს, მით უფრო ძნელი იქნება ზედმეტი ცხიმებისგან გათავისუფლება.

ამ წლის "ოსკარებით" კინოდაჯილდოების ცერემონიალზე მსახიობი გამორჩეულად კარგად გამოიყურებოდა. იმისათვის, რომ ასეთი ვარცხნილობა გაიკეთოთ, ამისათვის სტილისტი სულაც არ არის საჭირო. შესაძლებელია, მისი გაკეთება სახლში სცადოთ. თავდაპირველად გაიკეთეთ კულულები. ამისათვის საჭიროა სველ თმებზე "სპრეის" მისხმა. ამით საჭირო თმის ტექსტურას მიაღწევთ და კულულებიც უკეთესად და ხანგრძლივად შენარჩუნდება. შემდეგ აიღეთ საშრობი და გაიშრეთ თმები, ოღონდ იქამდე ის სამ - მარჯვენა, მარცხენა და შუა ნაწილად გაყავით. გაშრობის პროცესში აიღეთ დიდი და მრგვალი სავარცხელი და გაიკეთეთ პატარ-პატარა კულულები.

***

ჯოლი ერთ-ერთი იმ ვარსკვლავთაგანია, რომელსაც გააზრებული აქვს თავისი სექსუალურობა. საკუთარი იმიჯის შექმნისას, ყოველთვის ცდილობს, ყურადღება გადაგატანინოთ თავისი ტუჩებიდან. ამისათვის ყოველთვის ხმარობს ნატურალური ფერის პომადებს და ბოროტად არასდროს სარგებლობს ტუჩის საცხით.

ის ყოველთვის თვალების გამოკვეთას ცდილობს, რომელიც ისედაც ლამაზი აქვს. თავდაპირველად იღებს ფანქარს, რომელსაც აყოლებს თვალს, თვალის შიგნითა კუთხეებში ხაზი წვრილი უნდა იყოს და თანდათან უნდა გაფართოვდეს. იქ კი ხაზი საკმაოდ ფართე უნდა იყოს. მსახიობი ცდილობს, არ იხმაროს მუქი თვალის ჩრდილები. იგი კონცენტრირებულია წამწამების გაზრდაზე, რომელსაც ცდილობს, რაც შეიძლება მუქი და გამომხატველი გახადოს. თვალის მაკიაჟს ავსებს ღია ფერის თვალის ჩრდილებით, ისვამს რა ოქროსფერს, მარგალიტისფერს ან ბრინჯაოსფერს. მაკიაჟის გაკეთებას კი ამთავრებს წამწამებზე ტუშის ორი ფენის წასმით.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ანჯელინა ჯოლი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online