asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვარსკვლავების ძვირადღირებული შოპინგი
ვარსკვლავების ძვირადღირებული შოპინგი
ვარსკვლავების ძვირადღირებული შოპინგი

2011-10-27 13:05:53



ჰოლივუდის ვარსკვლავებს, მომღერლებსა და სპორტსმენებს მილიონიანი ჰონორარები ყველაფრის უფლებას აძლევთ, მათ შორის სპონტანური, ძვირადღირებული შოპინგის ფუფუნებასაც – სპორტული მანქანები, ელიტური უძრავი ქონება, სათამაშოების კოლექცია, ორიგინალური სამკაულები.

გთავაზობთ ვარსკვლავების ყველაზე ძვირადღირებული და უცნაური შოპინგის ნუსხას.



სათამაშო ჯასტინისგან

17 წლის მომღერალი ჯასტინ ბიბერი, მიუხედავად თავისი ვარსკვლავური სტატუსისა, მაინც ტიპური თინეიჯერია. სხვანაირად ძნელია, ახსნა მოუძებნო მის ჰობის – მომღერალი მულტიპლიკაციური პერსონაჟებით დამშვენებულ, ძვირფასი ქვებით გაწყობილ კულონებს აგროვებს. ერთხელ ჯასტინმა თავად შექმნა ფიგურის დიზაინი და შემდეგ იუველირმა ის ოქროთი, 14 კარატის ბრილიანტის თვლებითა და ლალებით გააწყო. ეს ყველაფერი მომღერალს 25 ათასი დოლარი დაუჯდა.

ბარბი

ფეხბურთელები

უჩვეულო შენაძენების მიმართ მსახიობ ჩარლი შინსაც დიდი ინტერესი აქვს. ჩარლიმ ცოტა ხნის წინ სათამაშო მაგიდის ფეხბურთი იყიდა, სადაც ფეხბურთელების ნაცვლად ბარბის თოჯინებია. მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, რომ ეს სათამაშო წლების განმავლობაში ელოდა თავის მფლობელს. ვერც ფსიქოლოგებმა შეძლეს, ჩარლი დაერწმუნებინათ, უარი ეთქვა 25 ათასდოლარიან სულელურ შენაძენზე. მსახიობმა მაინც თავისი გაიტანა. ახლა კი მისი სათამაშო საკუჭნაოს თაროზეა შემოდებული.

მანათობელი ფეხსაცმელი

ინგლისელი რეპერი ტაინი ტემპი, რომელიც ემტივი–ს ფავორიტია წლების განმავლობაში, სპორტული ფეხსაცმლის მანიაკია. როდესაც გაიგო, რომ ლოს ანჯელესის აუქციონზე ის ფეხსაცმელი იყიდებოდა, რომელიც მსახიობ მაიკლ ჯეი ფოქსს ეცვა ფილმში "უკან, მომავალში", არც კი დაფიქრებულა და, ერთი შეხედვით, უბრალო სპორტული ფეხსაცმელი 38 ათას დოლარად იყიდა. ფეხსაცმელი გაწყობილია დიოდით, რომელიც დატენვის შემდეგ 5 საათი ანათებს.

ავტომბროლელთა ვნებები

"ფორმულა 1"–ის ვარსკვლავმა სებასტიან ფეტელმა ცოტა ხნის წინ თავისი ავტოფარეხი საინტერესო ექსპონატით გაამდიდრა. მან სრულიად ახალი და ორიგინალური მოდელის მოტოციკლეტი 100 ათას დოლარად შეიძინა. ორმეტრიანი მოტოციკლეტი ინჟინერმა მარკუს ვალცმა თავისი ხელით ააწყო. თავად ავტორს ეს ქმნილება 50 ათასი დაუჯდა, ამიტომ სპორტსმენმა მხოლოდ ორმაგი გადაიხადა.

მეორე ავტომრბოლელმა ლუის ჰემილტონმა უნიკალური ოქროს გიტარა იყიდა. ამ ინსტრუმენტს თავის დროზე მუსიკოსი პრინცი იყენებდა, რომელმაც აუქციონზე საყვარელი გიტარა ქველმოქმედების მიზნით გაიტანა. ავტომბროლელმა ამ ინსტრუმენტში 100 ათასი დოლარი გადაიხადა.

ავტომობილები

ფილმ "ბინდის" ვარსკვლავმა, მსახიობმა ტეილორ ლოტნერმა ოცნება აისრულა და მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სწრაფი მანქანა "მერსედეს ბენცი" 200.000 დოლარად შეიძინა. თოლიას ფრთებიანი მანქანა 100 კილომეტრს 4 წამში ავითარებს.

მოდელმა და მსახიობმა კიმ კარდაშიანმა ქორწინების შემდეგ გადაწყვიტა, ახალი ცხოვრება ახალი მანქანით დაეწყო. ქორწილის შემდეგ, პირველი, რაც გააკეთა, "ფერარი 458" იყიდა, რომელიც შეზღუდული რაოდენობითაა გამოშვებული. ამერიკაში მხოლოდ 27 ასეთი მანქანაა. ამ ავტომობილის ექსკლუზიურობა იმაში მდგომარეობს, რომ ძრავა მანქანის უკანა ნაწილშია და ის მინითაა დაფარული. ამ სიამოვნებისათვის კიმმა 450.000 დოლარი გაიღო.

ჰოლივუდის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი წყვილი, ბიონსე და ჯეი ზი, ძვირფასი შოპინგის მოყვარულია. რამდენიმე თვის წინ რეპერმა თავისი ფანჯრების წინ ახალთახალი "ბუგატი" აღმოაჩინა. ეს ბიონსეს საჩუქარი იყო. ამ საჩუქარში მომღერალმა 2 მილიონი დოლარი გადაიხადა, თუმცა ეს თანხა არაფერია მეორე რეპერის, ბრაიან უილიამსის შენაძენთან. მის მფლობელობაში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ავტომობილი "მეიბახია", რომელიც ერთ ეგზემპლარად შეიქმნა. ამ სიამოვნებაში რეპერმა 8 მილიონი დოლარიც არ დაინანა, სამაგიეროდ შეუძლია, 350 კილომეტრი საათი სიჩქარით "იფრინოს" ტრასაზე.

ყველაზე ძვირადღირებული სახლი

ვარსკვლავურ "გაფრენებში" კი პირველი ადგილი მსახიობმა ტომ ჰენკსმა დაიკავა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ლოს ანჯელესში 26 მილიონიანი სახლი იყიდა. ეს სახლი 1996 წელს აშენდა და ის კეტრინ კენედის და ფრანკ მარშალს ეკუთვნოდა. ექსპერტები დღემდე ვერ ხვდებიან, თუ რა არის ამ სახლში ისეთი, რაც ასეთ ფასს ამართლებს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online