| ქალი და მამაკაცი |

მეგან ფოქსის სილამაზის რეცეპტები
ჰოლივუდის სექსსიმბოლო გარეგნობას ინდიელ წინაპრებს უმადლის
ჰოლივუდის სექსსიმბოლო მეგან ფოქსი ყველგან ყურადღებას იქცევს – ეკრანზეც, ოფიციალურ პრემიერაზეც და სუპერმარკეტებშიც. მისი დამახასიათებელი სტილი სექსუალური კაბა და წითელი პომადაა. ბოლო დროს მსახიობმა ბევრი სარეკლამო შეთავაზება მიიღო. ის ჯორჯო არმანის მუზადაც იქცა.
გთავაზობთ ჰოლივუდის სექსსიმბოლოსთან ინტერვიუს, რომელიც მისი სილამაზის საიდუმლოს ეხება.
– როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა ჯორჯო არმანისთან?
– რამდენჯერმე გამოვჩნდი არმანის კაბაში წითელ ხალიჩაზე და არმანის მოდის სახლის ხელმძღვანელობამ შემამჩნია. თავდაპირველად მონაწილეობას ვიღებდი არმანის ჯინსისა და საცვლების სარეკლამო კამპანიაში. შემდეგ ჯორჯო არმანის კოსმეტიკური საშუალებებისა და სუნამოს სახე გავხდი. მაესტრო არმანი მოდის სამყაროს ნამდვილი კერპია. ამ ადამიანთან შეხვედრა ჩემს ცხოვრებაში ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ძალიან საამაყოა, რომ ის პირადად მიგზავნის ყვავილებს დაბადების დღეზე.
– თქვენში არის ფრანგულ–ირლანდიური და ინდიელთა სისხლი, კონკრეტულად რა გერგოთ მემკვიდრეობად თითოეული ამ ერიდან?
– ჭორფლი და ცისფერი თვალები ირლანდიელი წინაპრებისგან მაქვს, ყვრიმალები – ინდიელებისგან. სხვათა შორის, მე და ჩემი და უახლოეს მომავალში ვაპირებთ, დავირქვათ ნამდვილი ინდიელებისთვის დამახასიათებელი სახელები, რაც მხოლოდ მათთვისაა შესაძლებელი, ვინც წარმოშობით ნამდვილად ინდიელია. მოვაგროვეთ ყველანაირი საბუთი და მალე ალბათ ოფიციალურად ინდიელები ვიქნები. რაც შეეხება ფრანგ წინაპრებს, მათ შესახებ ნაკლები ვიცი. ალბათ მათგანაც მერგო რაიმე მემკვიდრეობით.
– თავს მოდის მსხვერპლად მიიჩნევთ?
– არა, მე უფრო შოპოჰოლიკი ვარ. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, ვჯდები კომპიუტერთან და ინტერნეტით უამრავ უსარგებლო რამეს ვიწერ, გუნება მაშინვე გამომიკეთდება ხოლმე. მგონია, რომ ყიდვის პროცესი ჩემში ენდორფინის გამომუშავებას იწვევს. ძალიან მიყვარს პრაქტიკული ტანსაცმელი – ჯინსები და მაისურები. მაღალი ქუსლებისაგან და ეფექეტური კაბებისაგან მალე ვიღლები, მაგრამ მოდას მაინც მივდევ. ვიცი, სად და როგორ ჩავიცვა.
– რა არის თქვენი სილამაზის საიდუმლო?
– ამ მხრივ აღმოჩენებს ვერ გავაკეთებ. ბევრი ძილი, წყალი და მწვანე ჩაი, ვერიდები მზეზე დიდხანს ყოფნას. ძილის წინ მაკიაჟს ყოველთვის ვიშორებ და არ ვნერვიულობ უაზრობების გამო. დამატენიანებელ კრემს ვინახავ მაცივარში, რათა მან სახის კანზე უკეთესად იმოქმედოს. ვერიდები აგრესიულ საშუალებებს, მაგალითად, პილინგს აზოტით.
– როგორ უვლით თმას?
– ყოველდღე ვიბან თავს საუკეთესო შამპუნით და ვივლებ ცივ წყალს. საკუთარი პარიკმახერის სახელს ვასაიდუმლოებ, არ მინდა, რომ ყველამ გაიგოს და შემდეგ ერთი თვე მასთან რიგში ვიდგე.
– როგორია თქვენი საყვარელი მაკიაჟი?
– გააჩნია, იმ მომენტში რა იმიჯი მჭირდება. მიყვარს, როდესაც აქცენტს ვაკეთებ ტუჩებზე, ძირითადად ტუჩის წითელ საცხს ვხმარობ. ის ჩემს სახის მკრთალ კანს აცოცხლებს და თან შავ თმასაც უხდება. სპეციალური გელის საშუალებით წამწამების ფიქსაციას ვახდენ.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა თავის მოვლაში?
– ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, სანამ ვისწავლიდი, თუ რა არის კარგი საკუთარი თავისთვის. წლების წინ გარუჯვის მანია მქონდა, რაც ნამდვილად არ შეიძლება. ერთხელ კი თმა ღია ფორთოხლისფრად შევიღებე.
– რა გეხმარებათ, იყოთ შესანიშნავ ფორმაში?
– ვჭამ ცოტას, მაგრამ დღეში ხუთჯერ. ვერიდები რძის პროდუქტებს და ძირითადად ბოსტნეულს ვეტანები. მყავს პირადი მწვრთნელი და კვირაში სამჯერ ვვარჯიშობ.
– ცნობილი ქალბატონებიდან ვინ არის თქვენთვის მისაბაძი?
– ავა გარდნერი, მერილინ მონრო და სოფი ლორენი. მხიბლავენ ქალები, რომლებსაც ძლიერი ხასიათი და კარგი გემოვნება აქვთ. ვგიჟდები ჯუდი გარლენდზე. ბავშვობაში ვნახე ფილმი "ოზების ჯადოსნური ქვეყანა" და მაშინვე გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი. მთელი ერთი წლის განმავლობაში საკუთარ თავს ამ ფილმის გმირის სახელს, დოროთის, ვუწოდებდი და ყველას ვაიძულებდი, ეს სახელი დაეძახათ. გაუხდელად მეცვა წითელი ფეხსაცმელები. ამის შემდეგ მშობლებმა კინოს ყურება ამიკრძალეს, მაგრამ მე მაინც ვახერხებდი ჩემი უფროსი დისგან მომეპარა კასეტები. ძალიან პატარა ვიყავი, როცა საშინელებათა ჟანრის ფილმი "არაქნოფობია" ვნახე. ჯობდა, არ მენახა, რადგან 13–14 წლამდე ღამე ობობები მესიზმრებოდა.
– როგორია თქვენი გეგმები უახლოეს მომავალში?
– 2012 წლის დასაწყისში გამოვა კომედია "მეგობრები ბავშვებით". ეს ფილმი არის მეგობრებზე, რომლებიც გადაწყვეტენ, აიყვანონ შვილი და იყვნენ თავისუფლები ურთიერთობებში. მალე დავიწყებ გადაღებებს ცნობილი ჰიტის "ცოტათი ორსულის" გაგრძელებაზე. პირად ცხოვრებაში არაფერს ვგეგმავ. რა თქმა უნდა, მე და ჩემი ქმარი ბრაიან ოსტინ გრინი ვაპირებთ, საერთო შვილები გვყავდეს, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანან.
– თქვენი ქმარი მაშინ გაიცანით, როცა 18 წლის იყავით, 7 წელია ერთად ხართ, ასეთი ურთიერთობა იშვიათობაა ჰოლივუდში.
– ბრაიანმა ძალიან ბევრი მავნე გავლენისაგან დამიცვა. ხანდახან დავფიქრებულვარ, რომ მთელი გააზრებული ცხოვრება ერთი მამაკაცის გვერდით ვცხოვრობ, მაგრამ ჩვენ ახლაც ისეთი ურთიერთობა გვაქვს, თითქოს ყველაფერი ახლა დაიწყო. ჰოლივუდში ბევრი ჩვენ უცხოპლანეტელებად გვთვლის. ძალიან ცოტა მეგობარი გვყავს ჰოლივუდში, საზოგადოებაში მხოლოდ აუცილებლობის გამო ვჩნდებით. ჩვენი ქორწინება გრანდიოზულ დღესასწაულად არ გადაგვიქცევია, უბრალოდ ჩუმად გადავიხადეთ ქორწილი ჰავაიზე.
– ქველმოქმედებით ხართ დაკავებული?
– რეგულარულად ვეხმარები ორგანიზაციას "ამერიკული საზოგადოება ცხოველების მიმართ სასტიკი დამოკიდებულების წინააღმდეგ", ასევე ვეხმარები ორგანიზაციას, რომელიც სპილოების გადარჩენითაა დაკავებული. სიამოვნებით ვიმუშავებდი მათთან მოხალისედ.
– ანუ ბრიჯიდ ბარდოსავით თქვენც შეგიძლიათ კარიერა ცხოველების გამო დათმოთ?
– მე მესმის მისი, შეიძლება ოდესმე მეც გადავდგა ეს ნაბიჯი. ვგრძნობ შინაგან მოთხოვნილებას, რომ კეთილი საქმეები ვაკეთო.

კავშირი ტეგთან: სიმბოლო

|
დღის სიახლეები
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

შერონ სტოუნმა საცურაო კოსტიუმში ნაკეცებიანი მუცელი გვაჩვენა
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
კეიტ მოსს კვირაობით ველოსიპედით სეირნობა უყვარს
ენ ჰეტუეი მაიამის სანაპიროზე ახალ ფორმაში წარდგა

სილამაზის დედოფლობიდან ვარსკვლავობამდე 

74 წლის ჯეინ ფონდამ თავისი სითამამით მაყურებელი გააოცა
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი
ასაკში გალამაზებული ვარსკვლავები
ჰაიდი კლუმი: ”ჩვენი სილამაზე ჩვენი ძროხების დამსახურებაა”
დოლჩემ და გაბანამ ველოსიპედის დიზაინზე იზრუნეს
ბარ რაფაელს კინოში იღებენ
ვალენტინომ 80 წლის იუბილე აღნიშნა
ლედი გაგა ეპატაჟურ იმიჯს არ ღალატობს 