| ქალი და მამაკაცი |

”გრემის” დაჯილდოების ცერემონიალზე ვარსკვლავებმა, ტრადიციულად, თავიანთი სამოსისა და ვარცხნილობის დემონსტრირება მოახდინეს, მაგრამ დამსწრე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მომღერალი რიანა აღმოჩნდა, რომელმაც იმიჯი მკვეთრად შეიცვალა. ახლა ვარსკვლავი ნამდვილ გლამურულ ქალად იქცა. სულ ცოტა ხნის წინ კი პაპარაცებმა რიანა ჰავაიზე დააფიქსირეს, სადაც ის ერთობ არაპრეზენტაბელურად გამოიყურებოდა. კოსმეტიკის გარეშე და თმაგაჩეჩილი რიანა ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა მისი სტატუსის შესაფერისი იერით. როგორც ჩანს, ამ ფოტოების ხილვის შემდეგ გადაწყვიტა, თავისთვის მიეხედა და მიზანსაც მიაღწია. მომღერალმა ვარცხნილობა შეიცვალა და წაბლისფერი თმაც ქერად გადაიღება, რაც აშკარად მოუხდა. რიანამ ცვლილებები სამოსშიც შეიტანა და ცერემონიალზე ჩვეული ვულგარული კაბის ნაცვლად ელეგანტური შავი კაბით გამოცხადდა, რომელსაც ღრმად ამოჭრილი დეკოლტე და ზურგი ამშვენებდა. რაც შეეხება კოსმეტიკას, თუ ვარსკვლავი ადრე მკვეთრ მაკიაჟს ანიჭებდა უპირატესობას, რაც მის ვულგარულობას უსვამდა ხაზს, ამჯერად მშვიდი ტონები შეარჩია და არც შემცდარა.


|
დღის სიახლეები
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



შერონ სტოუნმა საცურაო კოსტიუმში ნაკეცებიანი მუცელი გვაჩვენა
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
კეიტ მოსს კვირაობით ველოსიპედით სეირნობა უყვარს
ენ ჰეტუეი მაიამის სანაპიროზე ახალ ფორმაში წარდგა












სილამაზის დედოფლობიდან ვარსკვლავობამდე 

74 წლის ჯეინ ფონდამ თავისი სითამამით მაყურებელი გააოცა
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი
ასაკში გალამაზებული ვარსკვლავები
ჰაიდი კლუმი: ”ჩვენი სილამაზე ჩვენი ძროხების დამსახურებაა”
დოლჩემ და გაბანამ ველოსიპედის დიზაინზე იზრუნეს
ბარ რაფაელს კინოში იღებენ
ვალენტინომ 80 წლის იუბილე აღნიშნა
ლედი გაგა ეპატაჟურ იმიჯს არ ღალატობს 

























































