| ქალი და მამაკაცი |

ევა მენდესი დაიბადა 1974 წლის 5 მარტს მაიამიში, ფლორიდის შტატში (აშშ), კუბელი ემიგრანტების ოჯახში. მსახიობის მამა მანქანებს ყიდდა, დედა დაბალი კლასების მასწავლებელი იყო. ევა ყველაზე უმცროსია ოთხ დას შორის. მისი დაბადებიდან, მალევე, ოჯახი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადასახლდა. იქ ევამ დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ სწავლა კალიფორნიის უნივერსიტეტში ინტერიერის დიზაინერის სპეციალობაზე გააგრძელა, მაგრამ მსახიობის კარიერის გამო, სწავლა მიატოვა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნაცნობმა ფოტოგრაფმა მენდესს სთხოვა, გამხდარიყო მოდელი ფორტფელიოსთვის, რომელიც ფოტოგრაფს ახალი სამუშაოსთვის სჭირდებოდა. ევა, რა თქმა უნდა, დათანხმდა. მისი სურათები ჰოლივუდის ერთ-ერთმა აგენტმა ნახა და ასეთი გარეგნობის გოგონათი ძალიან დაინტერესდა. ის მაშინვე დაუკავშირდა ევას და დაარწმუნა იმაში, რომ დიზაინერობა მისი პროფესია არ იყო, ის მსახიობი უნდა გამხდარიყო.
ევამ თავისი კარიერა სარეკლამო რგოლებისა და ვიდეოკლიპებში გადაღებებით დაიწყო. დაახლოებით ამავე პერიოდში მან რამდენიმე დაბალბიუჯეტიან ფილმში ეპიზოდური როლები შეასრულა. ის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც გამოვიდა ფილმი "ვარჯიშის დღე", სადაც ქალის მთავარი როლი შეასრულა. ამ ფილმმა რამდენიმე ჯილდო მიიღო, კინოკრიტიკოსებშიც დადებითი გამოხმაურება ჰქონდა.
ამის შემდეგ, მენდესი სერიოზულ პროექტებში მიიწვიეს, სადაც მთელი რიგი ვარსკვლავებიც იღებდნენ მონაწილეობას. ეს ფილმებია: "დავრჩი შენში", "ერთხელ მექსიკაში", "ორმაგი ფორსაჟი", "მრბოლელი მოჩვენება", სადაც მსახიობმა ითამაშა მთავარი გმირის - მრბოლელი მოჩვენების როლი.
2006 წელს ევა, ჟურნალ "მაქსიმის" გამოკითხვის შედეგად, მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მსახიობთა სიაში შევიდა და დაიკავა 27-ე ადგილი.
2008 წელს ის დათანხმდა კალენდრისთვის "ქამფარი" ფოტოსესიას, რომლის მთავარი იდეაც, მასში მსოფლიოს ყველა ხალხთა ზღაპრის შესვლა იყო. იქ მენდესი მოგვევლინა ალისას ("ალისა საოცრებათა ქვეყანაში"), კონკიასა და ფიფქიას როლებში. ამის შემდეგ ის გახდა კელვინ კლეინის ახალი არომატის სახე, აგრეთვე მიიღო მოწვევა, მონაწილეობა მიეღო ამავე ბრენდის ტანსაცმლისა და საცვლის ხაზის წარმოდგენაში.
2008 წლის სექტემბერში მენდესი მოგვევლინა, როგორც საწოლის თეთრეულის დიზაინერი. მაღაზიებში გამოჩნდა ექსკლუზიური ხაზი "ვიდა", ხოლო სამი თვის შემდეგ, ეკრანებზე ერთდროულად გამოვიდა ორი ფილმი მისი მონაწილეობით: "შურისმაძიებელი" და "ქალები".
დღეისათვის ევა მენდესი "რიბოკის" კოლექციის სახეა, რომელიც წარმოადგინა ფილმში "გასულ ღამეს", სადაც მთავარი როლი ითამაშა.
სილამაზის საიდუმლოებანი
ევა მენდესს ვერ უწოდებ ჰოლივუდური სილამაზის ტიპურ მსხვერპლს. ის არ ზის დიეტებზე და მოდური კვების არანაირ სისტემას არ იცავს, გაგიჟებული არ არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოხმარების გამო, სამაგიეროდ, ის ცოცხალი და ნამდვილია.
ფილმმა "შურისმაძიებელი" ევა მენდესი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად აქცია. ადრეულ ასაკში მას ძალიან უნდოდა მარცხენა ლოყაზე არსებული ხალის მოშორება. 22 წლამდე ის სულაც არ თვლიდა, რომ მომხიბლავი იყო. "ჩემი სხეულის ატანა არ მქონდა", - ამბობს მსახიობი. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მან ისწავლა, თავისი უარყოფითი მხარეების ღირსებად აღქმა.
აი, ევა მენდესის წარმატების რამდენიმე საიდუმლო:
საკუთარ თავში დაჯერებულობა
ახლა, მისი შესანიშნავი ფიგურა და შინაგანი სექსუალურობა მამაკაცებს ჭკუას აკარგვინებს. ევა ამბობს, რომ მას სულაც არ ადარდებს, რამდენიმე კილოგრამით მოიმატა თუ დაიკლო წონაში. ”იმისათვის, რომ გავიგო წონა, უბრალოდ ვუყურებ ჩემი ჯინსის ზომას - 38-40-ს შორის ვმერყეობ.” ევა მენდესი - კუბური წარმოშობის ლამაზმანი, მის კანს ბრინჯაოსფერი გადაჰკრავს, აქვს ვნებიანი ტუჩები და მრგვალი თეძოები. მსახიობი სავსებით კმაყოფილია თავისი ფიგურით და სულაც არ არის წინააღმდეგი მისი დემონსტრირების. ერთხელ ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთი რამ თქვა: "დილით, ლოგინიდან ადგომისას ფანჯარასთან მივდივარ, თუ ბაღში ვხედავ გაშლილ ვარდს, უბრალოდ მივდივარ და ვჭრი მას. ამის გამო ჩაცმას არ დავიწყებ". ყოველგვარი დაფიქრების გარეშე გაიხადა მან კელვინ კლეინის სარეკლამო გადაღებების დროს, როცა ამ მოდური სახლის სახე გახდა. ამერიკულმა ტელეარხებმა ეს ვიდეორგოლი ძალიან სკანდალურად მიიჩნიეს და მისი ჩვენება აკრძალეს.
სპორტი
"ვერ ვიტან, მაგრამ იძულებული ვარ ვივარჯიშო სარბენ ბილიკზე", - ამბობს ევა. მაგრამ იმისათვის, რომ მსახიობი კარგ ფორმაში იყოს, კვირაში სამჯერ პერსონალური მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობს. ის ამას სერიოზულად ძალიან უდგება: 30-45 წუთის განმავლობაში ტრენაჟორებზე ვარჯიში ამაგრებს გულსა და სისხლძარღვებს და ისევე, როგორც კალიფორნიის სხვა მაცხოვრებლები, დიდ დროს უთმობს ფეხით სეირნობას.
თავდაყირა დგომა
37 წლის ევა ყოველთვის სიცოცხლით სავსეა და მხნედ გამოიყურება. ამის გამო ის დედა-ბუნებასა და კარიბულ წარმოშობას ემადლიერება, ამასთან, არის კიდევ ერთი რაღაც. ფოტოსესიის წინ ის 20 წუთის განმავლობაში თავდაყირა დგება (ანუ თავი იატაკზე უდევს და ფეხები ზევით აქვს აწეული), იმისათვის, რომ სისხლი თავში წამოვიდეს. სწორედ ეს ტრიუკი, - ევას თქმით, - ეხმარება მას, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.
სიცილი
ევას ქათქათა კბილები აქვს, ამიტომ ხალხში ყოფნისას მუდმივად იღიმება. "ყოველთვის მიყვარდა ხალხის გამხიარულება და ვაიძულებ მათ, რომ გაიღიმონ. ვფიქრობ, რომ ეს სისხლში მაქვს, ჩემს კუბურ გენებში". ყველა ფოტოსურათზე ევა იცინის და აჩენს თავის ლამაზ, თეთრ კბილებს. "სიცილი გამოგისწორებს ხასიათს და უფრო მიმზიდველს გაგხდის. მე მაშინაც კი ვიცინი, როცა მეშინია", - გამოტყდა ვარსკვლავი.
მას ჭამა უყვარს
ევა მენდესი, ერთგულია თავისი კუბური წარმომავლობის, დიდ პატივს სცემს ცხარე საჭმელებს, მაგრამ თვითონ არასდროს ამზადებს. ამის შესახებ ასე ხუმრობს: "ძალიან პატივს ვცემ საჭმელს იმისათვის, რომ ის გავაფუჭო". ამიტომ დიდი სიამოვნებით მიირთმევს დედის მომზადებულსაც და რესტორანში შეკვეთილსაც. ამასთან, მსახიობი უარს არც პიცასა და სხვა კალორიულ საკვებზე ამბობს. 37 წლის მსახიობის კვების რაციონში არ შედის ხორცი, თუმცა, ის მიირთმევს ბევრ თევზსა და ყავისფერ ბრინჯს. დიდ ყურადღებას აქცევს დღის განმავლობაში მიღებული სითხის რაოდენობას. სხვათა შორის, ძალიან უყვარს პური და მაკარონი.
დადის ფსიქოლოგთან
არის ეს მეთოდი იმისათვის, რომ ფორმაში იყოთ? "ეს არის მკურნალობა", - ამბობს ევა. ფილმების "ღამის მეპატრონეებისა" და "პირდაპირი ეთერის" გმირი არ მალავს, რომ უკვე მრავალი წელია მკურნალობს. მას სჯერა, რომ "აღიარება არის გზა ჯანმრთელობისკენ".
მოამზადა მანანა კორძაძემ


|
დღის სიახლეები
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



შერონ სტოუნმა საცურაო კოსტიუმში ნაკეცებიანი მუცელი გვაჩვენა
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
კეიტ მოსს კვირაობით ველოსიპედით სეირნობა უყვარს
ენ ჰეტუეი მაიამის სანაპიროზე ახალ ფორმაში წარდგა












სილამაზის დედოფლობიდან ვარსკვლავობამდე 

74 წლის ჯეინ ფონდამ თავისი სითამამით მაყურებელი გააოცა
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი
ასაკში გალამაზებული ვარსკვლავები
ჰაიდი კლუმი: ”ჩვენი სილამაზე ჩვენი ძროხების დამსახურებაა”
დოლჩემ და გაბანამ ველოსიპედის დიზაინზე იზრუნეს
ბარ რაფაელს კინოში იღებენ
ვალენტინომ 80 წლის იუბილე აღნიშნა
ლედი გაგა ეპატაჟურ იმიჯს არ ღალატობს 


















































































































