| ქალი და მამაკაცი |

28 წლის მსახიობმა ანი ტყებუჩავამ ბოლო დროს კანზე ზრუნვა გააძლიერა. მიზეზი სერიალის გადაღებებია, სადაც ერთ–ერთ მთავარ როლს ასრულებს და შესაბამისად დილიდან საღამომდე გრიმით ყოფნა უწევს. ყველაზე დიდი დრო, ყურადღება და ენერგია რასაც სჭირდება, ეს თმაა. ამით ანი უკვე იმდენად გაბეზრებულია, ამბობს, ცოტაც და თავს გადავიპარსავო...
– ანი, სახის კანი ქალისთვის უმნიშვნელოვანესია. თქვენ როგორ უვლით მას?
– პირველ რიგში, ყოველ საღამოს მაკიაჟს ვიშორებ. მაქვს მკვებავი, რომელიც კარგი ხარისხისაა დ ჩემს კანს უხდება. თეატრშიც ხშირად მიწევს გრიმთან შეხება, მაგრამ მას შემდეგ, რაც სერიალში ვთამაშობ, ინტენსიურად ვიღებები, გრიმს ვიდებ და ამიტომ ცოტა გავნერვიულდი. თანაც ასაკით არც ისე პატარა ვარ. ამიტომ თვალის გარშემო ნაოჭების საწინააღმდეგო ზეთი შევიძინე. საერთოდ, ვცდილობ, მეგობრებს საზღვარგარეთიდან ჩამოვატანინო ის, რაც თავის მოვლისთვის მჭირდება, რადგან საქართველოში რამის ყიდვა ფუფუნებაა. თუმცა ამ ბოლო დროს ერთ–ერთი გერმანული ფირმა აღმოვაჩინე, რომლის ფასებიც მისაღებია და ამავდროულად კარგი ხარისხისაა.
– მხოლოდ მკვებავს იყენებთ?
– კი, ჯერჯერობით სხვა არაფერი გამომიყენებია. აქამდე კანიც კი არ გამიწმენდია, არ მჭირდება. პერიოდულად, როცა დრო მაქვს, სახეზე სხვადასხვა ნიღაბს ვიდებ.
– როგორი ტიპის კანი გაქვთ?
– კომბინირებული კანი მაქვს, ამიტომ ადვილად არ მიშრება. ძალიან მიყვარს გარუჯვა და ეს არც ერთი ტიპის კანისთვის არ არის კარგი. მზე იმდენად მიყვარს, ვერ ვერიდები. ღმერთმა არ ქნას, 10–15 წლის მერე ეს სანანებელი გამიხდეს. შუადღის 3 საათზე არასდროს ვწევარ მზეზე და არც აპრილში მაქვს უკვე ნამზეური, ასეთი გადარეულიც არ ვარ.
– წეღან ნიღბები რომ ახსენეთ, რისგან ამზადებთ?
– ბოსტნეული და ხილი მეტნაკლებად კარგია კანისთვის. ჯობია, სახეზე დავიდოთ უკვე მზა პროდუქცია, რომელიც კანის ტიპსა და ასაკზეა გათვლილი. თაფლის ნიღბები ძალიან კარგია კანისთვის, ოღონდ არაალერგიული ადამიანებისთვის. სოფელში ბაბუაჩემის თაფლი რომ ნატურალურია, ზუსტად ვიცი, ამიტომ მას ვენდობი. კიტრის ნაფცქვენებს ვერიდები – კანს ათეთრებს, თეთრი კანი კი არ მიყვარს.
– თმას როგორ უვლით?
– თმა ჩემთვის მტკივნეული თემაა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ გადავიპარსავ და დავმშვიდდები. მას ზედმეტადაც კი ვუვლი. ჩემთვის მთავარია, შამპუნი კარგი ხარისხის იყოს და თმას მოუხდეს, მაგრამ ნორმალური შამპუნის შერჩევა ძალიან მიჭირს. ძალიან სქელი თმა მქონდა, მაგრამ ბევრი ვარცხნის შედეგად გამითხელდა. ჩემი პროფესიის გამო ხშირად მიწევს თმის დავარცხნა და ვარცხნილობის შესანარჩუნებლად სხვადასხვა საშუალებების გამოყენება, რაც თმას ძალიან მიზიანებს.
– როგორი ვარცხნილობა გიყვართ?
– გადაპრანჭული ვარცხნილობები არ მომწონს. როცა ვიღაცას ზედმეტად გადაპრანჭული ვარცხნილობა აქვს, უხერხულობას მიქმნის. ბუნებრიობა მომწონს. ხშირად მეუბნებიან, რა კარგი ხარისხის თმა გაქვს, რა კარგი ფერია, სად იღებავო. არასდროს შემიღებავს, მაგრამ ისეთი გენეტიკა მაქვს, რომ შეიძლება ადრე გავჭაღარავდე და თმის შეღებვა დამჭირდეს.
– სახლის პირობებში გარეგნობაზე ექსპერიმენტები არ ჩაგიტარებიათ?
– მსგავსი ექსპერიმენტების ძალიან მეშინია მას შემდეგ, რაც ვიღაცას დავუჯერე, რომ თმისთვის სარეცხი საპონი კარგი იყო და გამოვიყენე. ვერ გადმოგცემთ, თმამ რა ფორმა მიიღო! იმის შემდეგ ექსპერიმენტებს აღარ ვატარებ. თუმცა მახსოვს, ვიღაცამ ქაცვის ქართული შამპუნი მომცა, რომელსაც სიმბოლური ფასი, 3 ლარი ედო და მე თვითონ არასდროს ვიყიდდი. საოცრად მომიხდა და ძალიან ვწუხვარ, რომ ეს შამპუნი აღარ გამოდის. რატომღაც მისი რეალიზაცია შეწყდა.
– როგორ მაკიაჟს იკეთებთ?
– ძირითადად მინიმალურ მაკიაჟს ვიყენებ. თვალის ლაინერს ვერ ვხმარობ, რადგან ხელი ვერ შევაჩვიე და არც იმის ნერვები მქონდა, მისი წასმა მესწავლა. ჩრდილების წასმა ვისწავლე, რადგან ასეთი მაკიაჟი მომწონდა. ამ ბოლო დროს ტუჩსაცხსაც ვიყენებ – უფერულს და ძალიან სადას. მგონია, რომ მკვეთრი ტუჩსაცხი არც მიხდება.
– ფორმის შენარჩუნებისთვის დიეტებს, ვარჯიშებს მიმართავთ?
– მოზარდობის ასაკში ყველა დიეტა მოვსინჯე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მთავარია იმ წონაზე იყო, რომელიც შინაგან დისკომფორტს არ გიქმნის. იდეალური წონა ალბათ ეს არის. საღამოობით დავრბივარ, როგორც წესი, მაგრამ ახლა, ზამთარში, იმდენად ვერ ვახერხებ. საღამოს 6 საათის შემდეგ აღარ ვჭამ, თუ, რა თქმა უნდა, სადმე სუფრასთან არ ვარ. გურმანი გახლავართ. ყველაფერს ვჭამ და სადილის მომზადებაც ძალიან მიყვარს.
– თქვენი ოჯახის უფროსი ქალბატონებისგან თავის მოვლის საკითხებში რაიმე ცოდნა თუ გადმოგეცათ?
– თუნდაც ის, რომ თაფლის ნიღაბი სახისთვის კარგია, ბებიისგან ვიცი. დედა კოსმეტიკურ საშუალებებს ამზადებს, სახის კანის ნიღბებს და ა.შ. თუმცა არასდროს დავინტერესებულვარ მათი რეცეპტებით.
– საერთოდ სარკის წინ ტრიალი გიყვართ?
– ჩემს ბავშვობაში სახლში დიდი სარკე გვქონდა, სადაც მიყვარდა ჩახედვა. სარკის წინ ტრიალი ახლაც მიყვარს, მაგრამ მასზე დამოკიდებული არ ვარ.
მანანა ნოდია
|
დღის სიახლეები
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



შერონ სტოუნმა საცურაო კოსტიუმში ნაკეცებიანი მუცელი გვაჩვენა
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
კეიტ მოსს კვირაობით ველოსიპედით სეირნობა უყვარს
ენ ჰეტუეი მაიამის სანაპიროზე ახალ ფორმაში წარდგა












სილამაზის დედოფლობიდან ვარსკვლავობამდე 

74 წლის ჯეინ ფონდამ თავისი სითამამით მაყურებელი გააოცა
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი
ასაკში გალამაზებული ვარსკვლავები
ჰაიდი კლუმი: ”ჩვენი სილამაზე ჩვენი ძროხების დამსახურებაა”
დოლჩემ და გაბანამ ველოსიპედის დიზაინზე იზრუნეს
ბარ რაფაელს კინოში იღებენ
ვალენტინომ 80 წლის იუბილე აღნიშნა
ლედი გაგა ეპატაჟურ იმიჯს არ ღალატობს 





