asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანჯელინა ჯოლი: "ბუნებრივი სილამაზე ყველაზე მნიშვნელოვანია"
სილამაზის საიდუმლო
ანჯელინა ჯოლი: "ბუნებრივი სილამაზე ყველაზე მნიშვნელოვანია"

2012-02-07 00:09:18



ანჯელინა ჯოლიზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, რადგან მისი ცხოვრება ყოველთვის ძალიან საინტერესო და ექსცენტრული იყო. როგორც კი ანჯელინა პირველად გამოჩნდა ეკრანზე, მის მიმართ მაშინვე გაჩნდა ინტერესი საზოგადოების მხრიდან. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ანჯელინას სილამაზის გარდა, საოცარი ქარიზმა ჰქონდა, რომელიც მაშინვე იპყრობდა მაყურებლის გულს. ანჯელინას პირადი ცხოვრება ასევე ყველას ძალიან აინტერესებდა და მსახიობიც ხშირად საუბრობდა ხოლმე ამაზე და აკეთებდა სკანდალურ განცხადებებს.
მაგალითად, მსახიობი ხშირად აღნიშნავდა, რომ წარსულში ჰყავდა საყვარელი ქალები და მათთან ურთიერთობა ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. ასევე, ყურადღების გარეშე არ დარჩენილა ის ფაქტი, რომ ანჯელინამ საკუთარ ძმას, ჯეიმს, ტუჩებში აკოცა. ამ ფაქტმა მაშინვე გამოიწვია ჭორები იმის შესახებ, რომ ანჯელინას სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა თავის ძმასთან, მაგრამ მსახიობი ამას ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა. ანჯელინას ურთიერთობა ბრედ პიტთან ყველასთვის ცნობილია, მაგრამ სანამ ანჯელინა და ბრედი ერთად შეიყრებოდნენ, მანამდე მსახიობმა ორი ქმარი გამოიცვალა, ორივე მსახიობი. პირველ ქმარს ანჯელინა გადაღებებზე შეხვდა. 1996 წელს ფილმში "ჰაკერები" ანჯელინას პარტნიორობა ჯონი ლი მილერმა გაუწია, რომელიც გადაღებების შემდეგ მალე გახდა ანჯელინას მეუღლე, თუმცა, მათმა ურთიერთობამ მხოლოდ ორ წელიწადს გასტანა. 2000 წელს ანჯელინა ისევ გათხოვდა და მისი მეუღლე ამჯერად ბილი ბობ ტორნტონი გახდა, რომელთან ქორწინებამაც ასევე მხოლოდ ორ წელიწადს გასტანა. 2005 წლიდან ენჯის ბრედ პიტთან აქვს ურთიერთობა. ეს წყვილი არაერთხელ აღიარეს, როგორც ყველაზე ლამაზი წყვილი მსოფლიოში. გთავაზობთ ინტერვიუს ანჯელინა ჯოლისთან.
- რეჟისორის ამპლუა როგორ მოგეწონათ?
- ძალიან მომეწონა, რადგან ადრე, როდესაც გადასაღებ მოედანზე ვიყავი, რეჟისორები ყოველთვის მეუბნებოდნენ, თუ რა როგორ უნდა გამეკეთებინა, ხოლო ახლა, პირიქით, მე თვითონ ვაძლევდი შენიშვნებს მსახიობებს და მათ თამაშს ვაკვირდებოდი. მომავალში მინდა, რომ კიდევ ერთხელ გავხდე ფილმის რეჟისორი და გადასაღები მოედნიდან დავაკვირდე მსახიობებს. რეჟისორობა ძალიან მომეწონა.
- ამ ბოლო დროს ფილმებში იშვიათად ჩანხართ.
- მართალია, უბრალოდ პატარა პაუზა ავიღე, რომელიც ნებისმიერ მსახიობს სჭირდება, იმისთვის, რომ ზედმეტად არ გადაიტვირთოს და მსახიობობის სურვილი არ გაუქრეს. თან, რეჟისორის ამპლუა ძალიან მომეწონა, ამიტომაც სამსახიობო კარიერა ცოტა ხნით გვერდზე გადავდე და რეჟისორობით დავკავდი. მალე ისევ დავბრუნდები ეკრანზე და ახალ ფილმებში მივიღებ მონაწილეობას.
- რა არის თქვენი სილამაზის საიდუმლო?
- მე ნამდვილად არ მაქვს რაიმე განსაკუთრებული საიდუმლო ჩემი სილამაზის შესახებ და არც რაიმე რეცეპტი, უბრალოდ, ვცდილობ, რომ თავს მოვუარო და მუდმივად ფორმაში ვიყო. ამის გაკეთება არც ისე რთულია, უბრალოდ, უნდა შეგეძლოს, შენი თავი აკონტროლო და მუდმივად ყურადღებას აქცევდე საკუთარ გარეგნობას. ბუნებრივი სილამაზე ყველაზე მნიშვნელოვანია.
- ფილმებში ყველაზე მეტად რა გიზიდავთ?
- ფილმებში ბევრი რამ მიზიდავს, ასე რომ არ იყოს, მსახიობი არ გავხდებოდი. ფილმების ყურება ბავშვობიდან მიზიდავდა და ყოველთვის ვიცოდი, რომ მსახიობობა მინდოდა. ფილმებში ყველაზე მეტად ის მხიბლავს, რომ შეგიძლია ცოტა ხნით სხვისი ცხოვრებით იცხოვრო და სხვისი ემოციები გაიზიარო.
- სკანდალები აღარ გიზიდავთ?
- სკანდალები მხოლოდ ახალგაზრდობაში მიზიდავდა, ახლა კი, სულ სხვა რამეებია ჩემთვის მნიშვნელოვანი და ფასეული. ახლა ოჯახი მყავს და ვცდილობ, ოჯახს მეტი ყურადღება დავუთმო, სკანდალები კი წარსულში დარჩა.
- ბრედი ის მამაკაცია, რომელიც გჭირდებათ?
- ბუნებრივია, ასეა, რადგან ბრედში ყველაფერი მომწონს. ის ზუსტად ისეთი მამაკაცია, როგორიც მჭირდება და რომელთან ერთადაც თავს კარგად ვიგრძნობ.
- დაქორწინებას არ აპირებთ?
- ჯერჯერობით, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ისედაც ყველაფერი კარგად არის. .
ბექა გოგინაშვილი


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ანჯელინა ჯოლი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online