| ქალი და მამაკაცი |

როგორ ინარჩუნებს სოფი ლორენი სილამაზესა და ახალგაზრდობას

რამდენიმე ათწლეულის წინ ჩვენი დედები და ბებიები აღფრთოვანებულები იყვნენ არა ჰოლივუდის ვარსკვლავებით (ამერიკული კინო საბჭოთა ეკრანებზე მაინც იშვიათობა იყო), არამედ ევროპელი ლამაზმანებით, რომლებსაც იტალიურსა და ფრანგულ ფილმებში ხედავდნენ. ისინი ყველანი ლამაზები იყვნენ, მაგრამ მათ შორისაც გამოირჩეოდა ერთი მსახიობი, რომელიც მდიდრული ქალურობისა და სექსუალურად მიმზიდველობის ნამდვილი სიმბოლო იყო - სოფი ლორენი.
გავიდა წლები, ახლა ჩვენ ვნახულობთ ელიტური ქრონიკის ფოტოსურათებს და აღფრთოვანებულები ვრჩებით სოფი ლორენით, რომელიც არამარტო თანამედროვეობის მეხსიერებაში დარჩა როგორც ლამაზმანი, არამედ დღევანდელ დღესაც (წელს ხომ მას 78 წელი შეუსრულდება) ყველას აოცებს თავისი ჯანსაღი გარეგნობით, უშრეტი ენერგიით და ვგრძნობთ, რომ უბრალოდ ბრწყინავს და გარშემო ოპტიმიზმს ასხივებს. რაში მდგომარეობს სოფი ლორენის სილამაზისა და მხნეობის საიდუმლო?
სოფი ლორენის დღის რეჟიმი
დღეს, ისევე, როგორც ახალგაზრდობაში, სოფი ლორენი მუდმივად ცდილობს დაიცვას მის მიერ შედგენილი დღის განრიგი. ყველას ურჩევს, რომ დასაძინებლად დაწვნენ საღამოს 9 საათზე, ხოლო დილით 6 საათზე დგება და როგორც ცნობილია, დღეს იწყებს ვარჯიშით. სწორედ ეს ეხმარება მსახიობს, რომ მუდმივად კარგ ფორმაში იყო, შეინარჩუნოს სულის სიმხნევე და კარგი განწყობა.
სოფი ლორენის სილამაზის აბაზანები
1953 წელს, როცა მსახიობმა კლეოპატრას როლი ითამაშა, ეტყობა საფუძვლიანად შევიდა როლში და გადაწყვიტა, ეგვიპტის დედოფლის საიდუმლოებები ცხოვრებაშიც გამოეყენებინა, კერძოდ კი, სილამაზის აბაზანები. ყველა ცნობილი ვარიანტიდან სოფიმ თავისთვის ამოარჩია რძის აბაზანა და აბაზანა ზეითუნის ზეთით, რომელსაც დღეგამოშვებით იღებს. რძის აბაზანის დროს, სულაც არ არის აუცილებელი მისი რძით გავსება, საკმარისია წყალში ჩაასხათ 1 ლიტრი ჩვეულებრივი ცხიმიანი რძე. ზეითუნის ზეთის აბაზანისთვის თქვენ დაგჭირდებათ რამდენიმე სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთის წყალში ჩამატება. ამასთან, ზეითუნის ზეთი წარმოადგენს კარგ საფუძველს, რომელშიც შეგიძლიათ ჩაამატოთ აბაზანის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი.
სოფი ლორენის დიეტები და კვება
სოფი ლორენს არასდროს დაუმალავს, რომ უყვარს კარგად და გემრიელად ჭამა. მთელმა მსოფლიომ იცის მაკარონისადმი მისი სიყვარული, რომელიც, ალბათ, ყველა იტალიელისთვის არის დამახასიათებელი. სოფიმ ერთხელ ინტერვიუში განაცხადა: "ყველაფერი, რაც მაქვს, სპაგეტის უნდა ვუმადლოდე". მაგრამ, ცომეულისადმი ასეთი სიყვარულის მიუხედავად, სოფის ზედმეტი კილოგრამები, წონის ცვალებადობა და სხვა უსიამოვნებები, რომლებიც გადაჭარბებულ კვებას თან ერთვის, არ აწუხებს. მისი საიდუმლო ანანასში მდგომარეობს. იგი შეიცავს ბევრ ხილის მჟავასა და ბრომელაინს, რომელსაც ცხიმოვანი უჯრედების გაყოფის უნარი აქვს, რითაც აძლიერებს მეტაბოლიზმს. ბრომელაინი წარმოადგენს საკვებთა უმრავლესობის ძირითად დანამატს, მაგრამ სოფი ლორენი კაფსულებს არ ენდობა და თითქმის ყოველდღე მიირთმევს ანანასს.
სოფი ლორენის მაკიაჟი და კანის მოვლა
სოფი ლორენის მაკიაჟი ყოველთვის შეესაბამება მის მხურვალე იტალიურ ტემპერამენტს. მსახიობი ახალგაზრდობაში ლამაზად გამოკვეთდა მხოლოდ თვალებსა და ტუჩებს. განსაკუთრებულ ყურადღებას ის წარბებს უთმობს: წვრილი და მოხრილი, თითქოს განცვიფრებას გამოხატავენ, სოფის სახეს ანიჭებდა საოცარ გამომსახველობას. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ ყველა ეს მკვეთრი მახასიათებელი მოდურად და ლამაზად გამოიყურებოდეს, ისინი უნდა ერწყმოდნენ კანის თანაბარ იდეალურ ტონს.
ასაკთან ერთად, სოფი ლორენმა მაკიაჟის ინტენსივობა შეამცირა, დაიწყო უფრო ღია, თითქოსდა გამჭვირვალე პომადის ხმარება, თვალებზე უფრო წვრილად ისვამს ლაინერს. ამის მიუხედავად, სოფის სახეზე ტუჩებიც, თვალებიც, წარბებიც უწინდებურად მკვეთრად არის გამოხატული.
მსახიობი ძველებურად მიმზიდველია კანის აქტიური მოვლის წყალობით. ამისათვის მის არსენალში ბევრია საშინაო საშუალებები. სოფი მაკიაჟს დღემდე ჩვეულებრივი ზეითუნის ზეთით იშორებს. კანის ინტენსიური გასუფთავებისათვის მსახიობი იყენებს დაფქულ ქატოს ბავშვის კრემთან ერთად, ხოლო კანის კვებისთვის - შვრიისა და რძის შერეულ ნიღაბს.
სოფი ლორენის სტილი
ტანსაცმელში ყველაზე მთავარი, სოფი ლორენის აზრით, არის არა მისი ფასი, არამედ ის, თუ როგორ გამოიყურება თქვენს ტანზე. ეს სრულიად ლოგიკური განაცხადია ქალისაგან, რომელმაც თავის დროზე სილამაზის კონკურსი მოიგო კაბაში, რომელიც მისმა დედამ ფარდისგან შეუკერა.
ახლა, ჩვენ თუ შევეცდებით წარმოვიდგინოთ ელიტური ქრონიკიდან მრავალრიცხოვანი კადრები, დეტალებში ძალიან ძნელი იქნება იმის გახსენება, თუ როგორ იცვამდა მსახიობი. ეს, როგორც სოფი ლორენი ირწმუნება, ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ტანსაცმელი წარმატებით არის შერჩეული: ადამიანები იმახსოვრებენ არა თქვენს კაბას, არამედ თქვენ მასში.
აი, კიდევ რამდენიმე რჩევა სტილის შესახებ, რომელსაც სოფი ლორენი უზიარებს თავის მკითხველს წიგნში "ქალი და სილამაზე".
- თქვენი ბიუჯეტის დიდი ნაწილი დახარჯეთ იმ ტანსაცმელში, რომელშიც დიდ დროს გაატარებთ. არ ღირს დიდი თანხის დახარჯვა საღამოს კაბებში, უმჯობესია, ის ფული ოფისისათვის საჭირო მოდურ ტანსაცმელში დახარჯოთ, რადგან სამსახურში თქვენი ცხოვრების უფრო მეტ ნაწილს ატარებთ;
- სახლის ტანსაცმელი მოხერხებული და ლამაზი უნდა იყოს. დილას, როდესაც უამრავი საქმე გაქვთ, იმაზე მოხერხებული არაფერია, ვიდრე სპორტული კოსტიუმი. საღამო კი განსაკუთრებულია და საღამოსთვის უფრო უნდა მოწესრიგდეთ. ამისათვის შესანიშნავი ტანსაცმელია აბრეშუმის კიმონო;
- მაღაზიის კონსულტანტს ნება არ მისცეთ, რომ გიხელმძღვანელოთ ტანსაცმლის არჩევისას. სინამდვილეში, თქვენ გარდა, არავინ იცის რა გიხდებათ და რაში იგრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად. არანაირი, ყველაზე ძვირფასი კაბაც კი ვერ გაქცევთ ლამაზად, თუ მასში თავს უხერხულად გრძნობთ;
- და სოფი ლორენის მთავარი რჩევა - ყოველთვის დარჩით ის, ვინც ხართ, ნუ იჩქარებთ სწრაფადცვლად მოდას აუწყოთ ფეხი ან ისარგებლოთ ვიღაცის გემოვნების შესაბამისად. ალბათ, ღირს ამ რჩევის გათვალისწინება. სოფი ლორენის კარიერა ხომ სწორედ იმ მომენტიდან დაიწყო, როცა პროდიუსერის მოთხოვნაზე - დაემოკლებინა ცხვირი და მისი შეხედულებისამებრ, სხეულის ფუმფულა ნაწილები მოეშორებინა, მსახიობმა მყარი "არა" განაცხადა.
მოამზადა მანანა კორძაძემ

კავშირი ტეგთან: სოფი ლორენი
კავშირი ტეგთან: ახალგაზრდობა

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

შერონ სტოუნმა საცურაო კოსტიუმში ნაკეცებიანი მუცელი გვაჩვენა
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
კეიტ მოსს კვირაობით ველოსიპედით სეირნობა უყვარს
ენ ჰეტუეი მაიამის სანაპიროზე ახალ ფორმაში წარდგა

სილამაზის დედოფლობიდან ვარსკვლავობამდე 

74 წლის ჯეინ ფონდამ თავისი სითამამით მაყურებელი გააოცა
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი
ასაკში გალამაზებული ვარსკვლავები
ჰაიდი კლუმი: ”ჩვენი სილამაზე ჩვენი ძროხების დამსახურებაა”
დოლჩემ და გაბანამ ველოსიპედის დიზაინზე იზრუნეს
ბარ რაფაელს კინოში იღებენ
ვალენტინომ 80 წლის იუბილე აღნიშნა
ლედი გაგა ეპატაჟურ იმიჯს არ ღალატობს 