| ქალი და მამაკაცი |

ყველას გვინდა, რომ მოდურად, ლამაზად და ჯანმრთელად გამოვიყურებოდეთ. ცნობილი ადამიანებისთვის, მათი პროფესიიდან გამომდინარე, ეს აუცილებელი პირობაა. ამიტომაც ვარსკვლავები, ისე, როგორც არავინ, ფლობენ ყველაზე საუკეთესო სილამაზის საიდუმლოებებს. შევეცდებით, გაგაცნოთ რამდენიმე მათგანი.
მეტად მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მიერ არჩეული კოსმეტიკა გიხდებოდეთ პირადად თქვენ. საჭირო არ არის იხელმძღვანელოთ ცნობილი ადამიანების რჩევებით ან დაეყრდნოთ კოსმეტიკის მარკას. მთავარია არა კოსმეტიკის მარკა, არამედ ჯანმრთელად მოვლილი კანი.
***
გვინეტ პელტროუ - ის უპირატესობას ანიჭებს ტანის მოვლის უბრალო საშუალებებს, რისთვისაც იყენებს ტანის ნიღაბს, რომელიც დამზადებულია თაფლითა და შვრიით, რის შემდეგაც ტანს იტენიანებს ქოქოსის ზეთით.
***
ჯენიფერ ენისტონი - საკუთარი ხელით დამზადებულ სკრაბს იყენებს. ის შედგება სოიოსა და მცენარეული ზეთისაგან. მსახიობი დარწმუნებულია, რომ მისი სილამაზის მთავარ საიდუმლოს სწორი კვება და იოგა წარმოადგენს.
***
სოფი მარსო - ლეგენდარული მსახიობი სოფი მარკო კი თვლის, რომ ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო სპორტშია დამალული! აქტიური ვარჯიშის შემდეგ, კარგად დაისვენებთ, თუ მიიღებს არომატული ზეთების აბაზანას. ტანის მოსვლისთვის სოფი იყენებს ზეითუნის ჩვეულებრივ ზეთს.
კანის რეგულარული მოვლა ვარსკვლავური გარეგნობის ერთ-ერთ საიდუმლოს წარმოადგენს!
***
ჯესიკა ალბა - კოსმეტიკის ყველა შესაძლო სიახლეს იყენებს ჯესიკა ალბა, მაგრამ მის საყვარელ საშუალებას, იმისათვის, რომ გაიუმჯობესოს ხასიათი და კარგად დაისვენოს, წარმოადგენს ზღვის მარილითა და ვანილის არომაზეთით გაჯერებული აბაზანა.
***
სინდი კროუფორდი - ყველასათვის ცნობილი სინდი კროუფორდის მომხიბვლელობის საიდუმლო იმალება რძეში. მისი აზრით, ყველაზე უკეთეს მეთოდს, იმისათვის, რომ კანი გქონდეთ იდეალურ მდგომარეობაში, წარმოადგენს კანის დატენიანება რძისა და წყლის თანაბარი რაოდენობის ნაზავით. ოღონდ ამ შემთხვევაში რძე უნდა იყოს ნამდვილი და არა სტერილიზებული.
***
ჯენიფერ ლოპესი - ის თვლის, რომ თუ ქალი მუდმივად იზრუნებს თავის კანზე, მაშინ ის მუდამ შესანიშნავად გამოიყურება. მთავარია, არ დაგავიწყდეთ სამი ძირითადი წესი - ნუ დაგეზარებათ კოსმეტიკის ჩამობანა, კანის დატენიანება და თმების მოვლა.
მოამზადა მანანა კორძაძემ
|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



შერონ სტოუნმა საცურაო კოსტიუმში ნაკეცებიანი მუცელი გვაჩვენა
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
კეიტ მოსს კვირაობით ველოსიპედით სეირნობა უყვარს
ენ ჰეტუეი მაიამის სანაპიროზე ახალ ფორმაში წარდგა












სილამაზის დედოფლობიდან ვარსკვლავობამდე 

74 წლის ჯეინ ფონდამ თავისი სითამამით მაყურებელი გააოცა
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი
ასაკში გალამაზებული ვარსკვლავები
ჰაიდი კლუმი: ”ჩვენი სილამაზე ჩვენი ძროხების დამსახურებაა”
დოლჩემ და გაბანამ ველოსიპედის დიზაინზე იზრუნეს
ბარ რაფაელს კინოში იღებენ
ვალენტინომ 80 წლის იუბილე აღნიშნა
ლედი გაგა ეპატაჟურ იმიჯს არ ღალატობს 






